დესერტი

როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის ცუკატები

fun time

18:28 შაბ. 25 მარტი, 2023 წელი

ფორთოხლის ცუკატები

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ უბრალო ფორთოხლის კანიდან, რომელსაც ჩვეულებრივ, ნაგავში ვყრით, შეგიძლიათ სურნელოვანი  ფორთოხლის ცუკატები მოამზადოთ? ის ნებისმიერ ტკბილეულზე სასარგებლოა და შეიძლება მაშველ რგოლად იქცეს მათთვის, ვისაც სასუსნავები უყვარს.

დაშაქრული ფორთოხალი შეიძლება კექსებში, სააღდგომო ნამცხვრებში, მაფინებში, ხაჭოიან თუ საფუვრიან ფუნთუშებში გამოიყენოთ.

ფორთოხლის ცუკატების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ფორთოხლის კანი - 300 გ
  • შაქარი - 220 გრ
  • წყალი სიროფისთვის - 170 მლ
  • ლიმონის წვენი - 1 ს. კოვზი
  • მწიკვი ვანილი
  • მარილი - 3 ჩ. კოვზი

მომზადების წესი:

ფორთოხალი კარგად გარეცხეთ დ კანი გაააცალეთ. აწონეთ 300 გრ კანი და ზოლებად დაჭერით.

ფორთოხლის დაჭრილი კანები ქვაბში მოათავსეთ და იმდენი წყალი დაასხით, რომ მთლიანად დაფაროს.

ქვაბში 1 ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ და საშუალო ცეცხლზე დაადგით.

წყალი დაახლოებით 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ და ფორთოხლის კანებს ცივი წყალი გადაავლეთ.

ფორთოხლის კანების მარილიან წყალში წამოდუღების პროცესი კიდევ რამდენიმეჯერ გაიმეორეთ. ამ დროს კანს მოსცილდება სიმწარე და ცვილი, რომლითაც ხილს შენახვისას ფარავენ.

ბოლო წამოდუღების შემდეგ ფორთოხლის კანები გამდინარე წყალში გარეცხეთ და საწურზე მოათავსეთ, რომ ზედმეტი სითხისგან დაიცალოს.

ქვაბში ჩაასხით წყალი სიროფი წყალისთვის, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და ვანილი. ქვაბი ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

მდუღარე სიროფში ჩაყარეთ ფორთოხლის ქერქი და 30-40 წუთის განმავლობაში ხარშეთ, სანამ სიროფი თითქმის მთლიანად არ აორთქლდება.

დაშაქრული ხილი საწურზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი სიროფისგან დაიწუროს.

დიდ ლანგარზე საცხობი ქაღალდი დააფინეთ, ფორთოხლის კანები ერთ ფენად დააწყვეთ, ოთახის ტემპერატურაზე, 24-48 საათის განმავლობაში გააჩერეთ და პერიოდულად გადაატრიალეთ.

ფორთოხლის ცუკატები ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ კონტეინერში 1 თვემდე ინახება.

ნამცხვრებში ან დესერტებში დამატებამდე, დაშაქრული ფორთოხალი წვრილად უნდა დაჭრათ.

***

გოგრის ცუკატები - მარტივი რეცეპტი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი