თემატური ჰოროსკოპი

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე და ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?

fun time

16:01 სამ. 23 აპრილი

მარგალიტის თვისებები

14
დაკოპირებულია

მარგალიტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიუველირო მინერალია. ის უყვართ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, მონარქებს და ყველას, ვისთვისაც კლასიკური მოდის ტრადიციები მნიშვნელოვანია. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მარგალიტის თვისებები და ენერგია ძლიერია, მაგრამ მისი ტარება ყველასთვის არ შეიძლება.

მარგალიტის თვისებები

ამშვიდებს

როგორც წესი, მარგალიტის ტარებას ფეთქებადი ხასიათის და მშფოთვარე ბუნების ადამიანებს ურჩევენ, რადგან მინერალურ წარმონაქმნს თავისი მფლობელისთვის სიმშვიდის განცდა მოაქვს. ის ებრძვის სტრესს, განწყობის ცვალებადობას და შიშის გრძნობას.

ათავისუფლებს უარყოფითი აზრებისგან

მარგალიტი სიწმინდისა და პოზიტივის სიმბოლოდ ითვლება. ის თავის მფლობელს თავდაჯერების გრძნობას ანიჭებს და უარყოფითი აზრებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ალბათ შეგინიშნავთ, რომ მარგალიტი ლიდერებს და ორატორებს ხალხთან შეხვედრის და გამოსვლების დროს უკეთიათ, ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა?

აძლიერებს ინტუიციას

ძლიერი ინტუიცია ბუნების საჩუქარია, რომელიც რთულ ვითარებაში მყოფ ადამიანს გამოსავლის პოვნაში ეხმარება. თანდაყოლილი ინტუიციით ყველა ვერ დაიკვეხნის, მაგრამ როგორც ამბობენ, მარგალიტის ხშირი ტარებით მისი განვითარება შესაძლებელია.

ხელს უწყობს ოჯახურ ბედნიერებას

მარგალიტი სიყვარულის, რომანტიკის და ჰარმონიის სიმბოლოა. ბევრ ქვეყანაში მარგალიტი საუკეთესო საქორწინო საჩუქარია, რომელიც ახალდაქორწინებულებს გრძნობების გაძლიერებაში ეხმარება.

მარგალიტის ტარება რომელი ზოდიაქოს ნიშანს შეეფერება?


მარგალიტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნატალურ რუკაში მთვარის სუსტი მდებარეობა აქვს - მარგალიტის ბეჭდის არათითზე ტარება მთვარესთან კავშირის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

მარგალიტის ტარების წესი ასტროლოგიის მიხედვით

✔️ მარგალიტის წონა 1200-დან 1400 მგ-მდე უნდა იყოს. სასურველია მისი ჩასმა ვერცხლის ან ოქროს ჩარჩოში.

✔️ სამკაულის ფორმა მნიშვნელოვანი არა არის - სულ ერთია, ბეჭედი იქნება, ყელსაბამი, საყურე თუ სამაჯური. მთავარია, მარგალიტი სხეულს შეეხოს.

✔️ ჩვეულებრივ, მარგალიტის ბეჭედს მარჯვენა ხელის საჩვენებელ ან ნეკა თითზე იკეთებენ, თუ ასტროლოგიურად, სხვა რჩევა არ არსებობს.

✔️ სანამ მარგალიტის სამკაულს გაიკეთებთ, ძროხის რძეში გარეცხეთ ან უმჯობესია, თუ რძეში მთელი ღამით დატოვებთ. ეს პროცედურა მინერალს კარგად აშორებს ჭუჭყს და მატებს ბზინვარებას.

❗ მოერიდეთ მარგალიტის ტარებას ბრილიანტთან და ზურმუხტთან ერთად. კონფლიქტის გამო, რომელიც ამ ქვებს შორის წარმოიქმნება, დადებითი ენერგიის დინება იბლოკება და მინერალი თავის თვისებებს კარგავს.

❗ მოერიდეთ იაფი ან ხელოვნური მარგალიტის ყიდვას.

❗ თუ თქვენი სხეული მარგალიტს არ იღებს, შეიძლება ჯანმრთელობის ისეთმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, როგორიცაა შაკიკი ან შფოთვა. დააკვირდით, გაქრება თუ არა სიმპტომები სამკაულს მოხსნის შემდგომ. თუ ასეა, შეწყვიტეთ მარგალიტის ტარება და მიეცით ის ვერძს, კირჩხიბს ან მორიელს ბედნიერებისა და კეთილდღეობის გულწრფელი სურვილებით - მაშინ მინერალი ნამდვილად სარგებელს მოუტანს ახალ მფლობელს.

ესეც საინტერესოა:

ამები - მარგალიტებზე მონადირე იაპონელი „ქალთევზები“, რომლებსაც ზვიგენებისაც არ ეშინიათ

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

სად და რომელი ქვები უნდა დააწყოთ სახლში, რომ წარმატება მოიზიდოს

ოქროს შემოწმება - სამი უტყუარი ხერხი!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?