იცით თუ არა

კონფუცი: 60 წლისამ ვისწავლე სიმართლის გარჩევა სიცრუისგან

fun time

14:00 ხუთ. 4 მარტი, 2021 წელი

კონფუცი - ციტატა

14
დაკოპირებულია

კუნ ფუ-ძი, რომელსაც ჩვენ კონფუცის სახელით ვიცნობთ, ძვ.წ 552 (551) წელს, გაღარიბებული თავადისა და სახელგანთქმული მეომრის, შულიან ჰეის მესამე ქორწინების შედეგად დაიბადა. მისი სამშობლო იყო სახელმწიფო ლუ, რომელიც დღევანდელი ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვ.წ X საუკუნიდან ჩვ.წ 252 წლამდე არსებობდა.

 

კუნი სამი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედამ სიცოცხლე შვილის აღზრდას მიუძღვნა, რომლის დიდებული მომავლიც სიზმარში ჰქონდა ნანახი.

კონფუციმ წინასწარმეტყველების ნიჭი და ყველასგან გამორჩეული უნარები ადრეულ ბავშვობაში გამოავლინა. შვიდი წლის ასაკში სკოლაში შეიყვანეს. ამის შენდეგ ბიჭუნა ბევრს კითხულობდა და თვითგანათლებას ეწეოდა.

17 წლის ასაკში კუნი მეფის მთავრობის წარმომადგენელი გახლდათ.

როგორც კი ახალგაზრდა ბრძენის შესახებ შეიტყო, ლუს მეფემ ის დედაქალაქში მიიწვია. 25 წლის კონფუციმ მოგზაურობის დროს საკუთარი სკოლის გახსნა გადაწყვიტა, რათა ტრადიციული სწავლებების საფუძველზე საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანები აღეზარდა.

მალე ძი (ანუ მასწავლებელი - ასე მოიხსენებდნენ უდიდეს ჩინელს მისი თანამედროვეები) იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, რასაც სამეფოს აყვავება მოჰყვა, მაგრამ ცილისწამებამ აიძულა, სახლი დაეტოვებინა. ბრძენმა მთელს იმპერიაში მოგზაურობა დაიწყო, თავისი ცოდნას და გამოცდილებას ყველას უზიარებდა - მათხოვრებსა და მთავრებს, გლეხებს და მმართველებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს.

საკუთარ ცხოვრებას კი კონფუცი ასე მოკლედ აღწერდა:

15 წლისამ - გონება სწავლაზე გადავრთე;

30 წლისამ - მყარი საფუძველი გავიკეთე;

40 წლისამ - ეჭვებს თავი დავაღწიე;

50 წლისამ - შევიმეცნე ზეცის ნება;

60 წლისამ - ვისწავლე სიმართლის გარჩევა სიცრუისგან;

70 წლისამ - დავიწყე გულისთქმის აყოლა.

კონფუციმ საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა, რომელმაც ძვ. წ. 479 წელს უწია.

ჩინელი ფილოსოფოსის სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიაზე. კონფუციანელობა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფიაა, მისი დამფუძნებლის ბრძნული გამონათქვამები კი ჩვენს დროშიც ფასეულია:

1. თუ გძულს, ესე იგი, დაგამარცხეს;

2. ადრე ადამიანი სწავლობდა სრულყოფილების მისაღწევად, ახლა სწავლობს - სხვების გასაოცებლად;

3. წვრილმანებში თავშეუკავებლობა დიდ საქმეს დაღუპავს;

4. ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ;

5. მას, ვინც არ ფიქრობს მომავალ პრობლემებზე, აუცილებლად ელოდება უახლოესი უსიამოვნებები;

6. კეთილშობილი სულის ადამიანი მუდამ მშვიდია, მდაბიო სულის - ყოველთვის შეწუხებული;

7. დაარიგე მხოლოდ ის ცოდნის მაძიებელი, ვინც თავისი უვიცობა აღმოაჩინა;

8. ქვეყანაში, სადაც წესრიგია, თამამი იყავი მოქმედებაში და სიტყვაში. ქვეყანაში, სადაც წესრიგი არ არის, თამამი იყავი მოქმედებაში და დაუკვირდი სიტყვას;

9. ბრძენმა არ იცის მღელვარება, ჰუმანურმა არ იცის წუხილი, მამაცმა არ იცის შიში;

10. სანამ შურს იძიებ, ორი საფლავი გათხარე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)