იცით თუ არა

რატომ მოჰყვება შიმშილობა დედამიწაზე ფუტკრის გაქრობას?

fun time

19:00 კვი. 12 ნოემბერი, 2023 წელი

ფუტკრის ცხოვრება

14
დაკოპირებულია

თუ ფიქრობთ, რომ ფუტკრების რაოდენობის მკვეთრი კლება მხოლოდ მეფუტკრეებისა და ენტომოლოგების პრობლემაა, სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ძალიან ცდებით. ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება ამ საოცარი მწერების სრული გაქრობის მომსწრენი გავხდეთ, რაც დედამიწის ყველა მკვიდრის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის... თუ რატომ, ორი სიტყვით მოგახსენებთ...

 

ფუტკრები დედამიწის ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა) ცხოვრობენ.

მეცნიერებისათვის ფუტკრის 20000-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, თუმცა ბოლო დროს ჩვენი პლანეტა ძალიან შეიცვალა, რაც ფუტკრის საკვების შემცირებას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. კერძოდ:

        • პესტიციდებისა და ჰერბიციდების ფართო გამოყენება
        • ურბანული განვითარების არეალის ზრდა
        • ბუნებრივი ეკოსისტემების არეალის შემცირება
        • ფიჭური კომუნიკაციების სწრაფი გავრცელება
        • კლიმატის ცვლილებები

შედეგი - ფუტკრის რაოდენობის კატასტროფული შემცირებაა.

მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში ამ მწერების რაოდენობა 30-იდან 70%-მდე შემცირდა.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ თუ ფუტკრის პოპულაციის შემცირება დღევანდელი ტემპით გაგრძელდა, მწერები 2035 წლისთვის მთლიანად გაქრებიან!

შეიძლება იფიქროთ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია და თაფლის გარეშე ცხოვრებას შევძლებთ, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა.

რა მოხდება, თუ ფუტკრები გადაშენდებიან?

იმას, რაც დედამიწაზე ბოლო ფუტკრის გაქრობის შემდეგ მოხდება, თამამად შეიძლება აპოკალიფსი ვუწოდოთ!

საქმე ისაა, რომ მცენარეების 80-90%-ს, რომელიც დამტვერვით მრავლდება, სწორედ ფუტკარი დამტვერავს. სხვა დანარჩენი ანუ პეპლები, ბუზები, ბზიკები და ა.შ., მხოლოდ მცირე ნაწილის დამტვერვას ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ დამტვერვა არის პროცესი, რომლის შედეგად ნაყოფი და თესლი წარმოიქმნება, თესლი კი მცენარის, როგორც ბიოლოგიური სახეობის გადარჩენის გასაღებია.

ფუტკრების გაქრობისთანავე:

ჩვენ აღარ გვექნება მცენარეული წარმოშობის პროდუქტი:

  • ვაშლი და მსხალი, ფორთოხალი და ლიმონი, გოგრა და ყაბაყი...
  • მზესუმზირა თესლს ვერ წარმოქმნის და ვეღარ დავამზადებთ მზესუმზირას ზეთს...
  • წიწიბურას მოსავლიანობა საგრძნობლად შემცირდება და სამუდამოდ დავივიწყებთ წიწიბურის ფაფის გემოს...
  • კიტრის ბევრი სახეობა, ყავის, ატმის, გარგარის, ქლიავის, ალუბლისა და ჟოლოს ხეები და ბუჩქები ნაყოფს მხოლოდ დამტვერვის შემდეგ იძლევიან...
  • კარტოფილიც დიდხანს არ გაგვყვება: უსასრულოდ არ შეიძლება ტუბერების დარგვა, დროდადრო თესლია საჭირო, თესლებისთვის კი - ფუტკარი...

გაიშვიათდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტი:

  • საქონლის ხორცი ძალიან იშვიათი გახდება, რადგან მკვეთრად შემცირდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვები, რომლის 40-50% თივაზე მოდის. საქონლის საკვების ნაწილის მიღება შესაძლებელია მარცვლეულისა და სიმინდისგან, რომლებიც ქარით არის დამტვერიანებული, მაგრამ მდელოს ბალახის და, მათ შორის, სამყურას (ლათ. Trifolium) ნაკლებობა ძალიან იმოქმედებს.
  • ფუტკრების გარეშე არ გვექნება რძის ნაწარმი: კარაქი, ყველი, ნაყინი... იმისათვის, რომ ძროხამ რძე მოგვცეს, მას სჭირდება მდელოს ბალახი.

დაგვრჩება ბანანი - მათ, ძირითადად, ღამურები ამტვერიანებენ.

მოკელდ, ადვილი მისახვედრია, რომ ფუტკრების გაქრობის შემდეგ დედამიწელთა ცხოვრება შეიცვლება - ველური მცენარეების დაახლოებით 90 პროცენტი დამოკიდებულია ფუტკრისგან დამტვერიანებაზე. ფუტკრების გარეშე ეს მცენარეები აღარ იქნება, რაც ნიშნავს, რომ გაქრება მრავალი მწერისა და ცხოველის საკვები და თავშესაფარიც, ეს კი გაანადგურებს მთელ კვების ჯაჭვს!

ფოტოზე: ფუტკარი სამყურაზე ზის - თავის ერთ-ერთ საყვარელ ყვავილზე

ესეც დაგაინტერესებთ:

თაფლის სასარგებლო თვისებები - რა მოხდება, თუკი თაფლს ყოველდღიურად მიირთმევთ?

რა მოხდება, დედამიწამ ბრუნვა საპირისპირო მიმართულებით რომ დაიწყოს?

რა მოხდება, მზე რომ ჩაქრეს?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უყვარს კატას ბანაობა?

რატომ არ უყვარს კატას
ბანაობა

როგორ იქცა ზოლიანი მაისური მეზღვაურ...

როგორ იქცა ზოლიანი
მაისური მეზღვაურების
უნიფორმად?

ქერა ფერადკანიანები - მეცნიერები დი...

ფერადკანიანი, ქერა
ადამიანები მელანეზიაში

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი