5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის
17:03 შაბ. 17 თებერვალი
რჩევა ქალებს: თუ ამ ფილმებიდან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
1. „ქალები შავებში“ / Ladies in Black, 2018
- ქვეყანა: ავსტრალია
- ჟანრი: დრამა, კომედია
- რეჟისორი: ბრიუს ბერესფორდი
- მსახიობები: რეიჩელ ტეილორი, ჯულია ორმონდი, ვენსან პერესი
ლესლიმ ეს-ესაა სკოლა დაამთავრა და ცდილობს, არდადეგებზე სამუშაოდ მოდური ტანსაცმლის მაღაზიაში მოეწყოს. ავსტრალიაში არდადეგები შობას ემთხვევა და სამუშაოს მოძებნა საკმაოდ იოლია. გოგონა გლამურულ გამყიდველებთან მოხვდება, რომლებიც მას სწრაფად ასწავლიან, როგორ გახდეს მოდური.
2. „დილა მშვიდობისა“ / Morning Glory, 2010
- ქვეყანა: აშშ
- ჟანრი: კომედია, მელოდრამა
- რეჟისორი: როჯერ მიჩელი
- მსახიობები: რეიჩელ მაკადამსი, ჰარისონ ფორდი, დაიან კიტონი
ახალგაზრდა და ამბიციური ბეკი პროდიუსერად იწყებს მუშაობას ურეიტინგო ტელეშოუში, რომლის რეანიმირებაც უნდა მოახდინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაცემას დახურავენ. ბეკის აქვს იდეები და ენთუზიაზმი, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია გუნდი, რომელთანაც მუშაობა მოუწევს.
3. „სრულყოფილი გრძნობა“ / Perfect Sense, 2011
- ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი, გერმანია
- ჟანრი: დრამა, მელოდრამა
- რეჟისორი: დევიდ მაკენზი
- მსახიობები: ევა გრინი, ოუენ მაკგრეგორი, ლორენ ტომპანი
მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო, შეგრძნებები... ამ ფილმის შემქმნელები დაფიქრდნენ, რა მოხდებოდა, ადამიანებს დროთა განმავლობაში ეტაპობრივად რომ დაეკარგათ ეს გრძნობები. და რა დაემართება ყველაზე მთავარ გრძნობას - სიყვარულს.
4. „წყნარი ნავსადგური“ / Safe Haven, 2013
- ქვეყანა: აშშ
- ჟანრი: დრამა, მისტიკა
- რეჟისორი: ლასე ჰალსტროიმი
- მსახიობები: ჯულიანა ჰაფი, ჯოშ დიუამელი, დევიდ ლაიონსი
ერთხელაც, პატარა მყუდრო ქალაქში ახალი მცხოვრები გამოჩნდება. ქალი ნელ-ნელა ეჩვევა ქალაქურ ცხოვრებას და ურთიერთობას აბამს სიმპათიურ ქვრივთან, ორი გოგონას მამასთან. ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ქალაქში დეტექტივი ჩადის მისი წარსული ცხოვრებიდან...
5. „ბრბოსგან შორს“ / Far from the Madding Crowd, 2015
- ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
- ჟანრი: დრამა
- რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი
- მსახიობები: კერი მალიგანი, მატიას შონარსტი, მაიკლ შინი
ფერმის მფლობელი ქალბატონი ვერაფრით ჩამოყალიბდა, რომელი მოსწონს უფრო მეტად სამი თაყვანისმცემლიდან. დიდი დრო გავა და ბევრი რამ მოხდება, სანამ ის მიხვდება, ვის ეკუთვნის სინამდვილეში მისი გული.
p.s. მთავარ ფოტოზე კადრი ფილმიდან „ბრბოსგან შორს“ Far from the Madding Crowd, 2015
ამოარჩიეთ Funtime-ს მიერ რეკომენდებული სხვა ფილმებიდანაც:
7 ჯაშუშური ფილმი, რომელიც რეალურ მოვლენებზეა გადაღებული
6 ფილმი უდიდესი მწერლების ცხოვრებაზე
გენიალური მილოშ ფორმანის 7 საუკეთესო ფილმი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან