საკნატუნო ამბები

ბავშვები, რომლებმაც მსოფლიო უნდა მართონ - ვინ არიან სამეფო ოჯახების შთამომავლები?

fun time

14:00 ორშ. 31 მაისი, 2021 წელი

შვედეთის პრინცესა ესტელი

14
დაკოპირებულია

თვალი გადავავლოთ სამეფო ოჯახების შვილებს, რომლებიც სულ მალე თავიანთი ქვეყნის მმართველებად მოგვევლინებიან...

ესპანელი პრინცესა ლეონორა

ესპანეთის მეფის ფილიპ VI-სა და დედოფალ ლეტიციას 15 წლის ქალიშვილი, ესპანელი პრინცესა ლეონორა, მცირე ასაკის მიუხედავად, ხუთი სამეფო ტიტულის მატარებელია. მათგან მთავარი ასტურიის პრინცესას ტიტულია.


დიდი ბრიტანეთის პრინცი ჯორჯი

მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის პრინცი ჯორჯი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა შორის მესამე ადგილზეა (მამის უილიამისა და ბაბუის, პრინცი ჩარლზის შემდეგ), მას ტიტულზე სრული უფლება აქვს და „სამეფო უდიდებულესობად“ იწოდება.


ბელგიის პრინცესა ელისაბედი

მიუხედავად იმისა, რომ 19 წლის ელისაბედს ორი უმცროსი ძმა ჰყავს, მას შემდეგ, რაც ბელგიაში მემკვიდრეობითობის კანონი შეიცვალა, პრინცესას შანსი აქვს, ბელგიის სამეფო ტახტის პირველი დედოფალი გახდეს.


ნორვეგიის პრინცესა ინგრიდ ალექსანდრა

კანონმდებლობაში გატარებული რეფორმის წყალობით, 17 წლის პრინცესა ინგრიდ ალექსანდრასაც აქვს შანსი, ნორვეგიის პირველ დედოფლად იქცეს.

მონაკოს პრინცი ჟაკი

მისი ბრწყინვალება, პრინცი ჟაკ ონორე რენიე მარკიზ დე ბო ქვეყანას თავის ტყუპ დასთან გაბრიელა-ტერეზა-მარიასთან ერთად, 2014 წლის დეკემბერში მოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭუნა დაზე რამდენიმე წუთით გვიან გაჩნდა, მონაკოს სამეფო ტახტზე მემკვიდრეობის უფლებით სწორედ ჟაკი ისარგებლებს.

ნიდერლანდების პრინცესა კატარინა-ამალია

17 წლის კატარინა-ამალია ნიდერლანდების მეფის უილიამ-ალექსანდრესა და დედოფალ მაქსიმას სამი ქალიშვილიდან უფროსია და მამის შემდეგ, სახელმწიფოს ოფიციალური მმართველი სწორედ ის გახდება.

დანიის პრინცი კრისტიანი

კრისტიანი 15 წლისაა. როგორც კი მას თავზე სამეფო გვირგვინს დაადგამენ, მის სახელს რიგითობის მანიშნებელი რიცხვი XI დაემატება. ტრადიციულად, დანიის სამეფო ოჯახის ყველა ვაჟს კრისტიანი ან ფრედერიკო უნდა ერქვას. სწორედ ამიტომ, მეფის სახელს ყოველთვის რიგითობის მანიშნებელი ემატება.

შვედეთის პრინცესა ესტელი

9 წლის ესტელი დედის კრონპრინცესა ვიქტორიას შემდეგ, შვედეთის სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრეა (თუ ტახტზე ძმის, პრინცი ოსკარის სასარგებლოდ არ იტყვის უარს). ამის გარდა, ესტელს დიდი ბრიტანეთის მართვის თეორიული შანსი აქვს, რადგან ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეებს შორის მე-300 ადგილზე იმყოფება.

მაროკოს პრინცი მულაი ჰასანი

მულაი 8 მაისს გახდა 18 წლის. მაროკოს პრინცი პატარა ასაკიდანვე მონაწილეობს მაღალ დონეზე ჩატარებულ ოფიციალურ ღონისძიებებში და მეფობისთვის ემზადება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის