საკნატუნო ამბები

ნომოფობია - ვის აქვს ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში

fun time

15:27 ორშ. 27 თებერვალი, 2023 წელი

ნომოფობია - ტელეფონის
გარეშე დარჩენის შიში

14
დაკოპირებულია

ვისაც მობილური ტელეფონის ელემენტის განმუხტვის თუ დაფარვის ზონის მიღმა დარჩენის შიში ერთხელ მაინც გამოუცდია, მიხვდება, რომ ეს თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დისკომფორტია. დროთა განმავლობაში ეს დისკომფორტი ავადმყოფურ შიშად და ნამდვილ ფობიად გადაიქცა. 

 

„ნომოფობია“ (nomophobia) ინგლისური ფრაზის no mobile phone phobia (მობილური ტელეფონის არარსებობის შიში) შემოკლებული ფორმისგან იშვა. ახალ ფობიას უკვე ოფიციალური მოკლე განსაზღვრებაც აქვს.

2019 წლის ბრიტანულმა კვლევამ მამაკაცების 34%-ში და ქალების 52%-ში ნომოფობიის გარკვეული ხარისხი გამოავლინა.

მობილურ ტექნოლოგიებზე ყველაზე დამოკიდებულები 18-24 წლის ახალგაზრდები აღმოჩნდნენ. ბრიტანელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი სმარტფონზე დამოკიდებულია.

ნომოფობები მობილურ ტელეფონს არასოდეს თიშავენ, გამუდმებით SMS-ებს, ფეისბუკის თუ ინსტაგრამის მიმოწერებს და ელექტრონულ ფოსტას ამოწმებენ, ნერვიულობენ, როდესაც ელემენტი ჯდება. შესაბამისად, ყურადღება ეფანტებათ, დაბნეულები და გაღიზიანებულები არიან.

დადგენილია, რომ ავტომობილის მართვის დროს ტელეფონზე საუბარი ან შეტყობინებების გაგზავნა ბოლო დროს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზია.

სტატისტიკის თანახმად, საჭესთან ჯდომისას მობილური ტელეფონის გამოყენება ისეთივე საშიშია, როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა.

ავარიების 25% სწორედაც მძღოლის ყურადღების გაფანტვით გამოწვეულ შემთხვევებზე მოდის.

სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ნომოფობებს ჰქონდეთ:

  • შფოთვა
  • ტაქიკარდია
  • აკვიატებული აზრები
  • თავის ტკივილი
  • მუცლის ტკივილი.

***

იცით, რისი ეშინოდათ ჰიტლერსა და ნაპოლეონს?


წყარო: yougov.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის