საკნატუნო ამბები

რატომ აკრძალეს ფრანგებმა კარტოფილი და შემდეგ რატომ თესავდნენ პარიზის ქუჩებში?

fun time

13:22 კვი. 22 მაისი, 2022 წელი

კარტოფლის ისტორიიდან

14
დაკოპირებულია

იყო დრო, როცა ამ მცენარეს „ეშმაკის ვაშლს“ უწოდებდნენ და შხამიანად მიაჩნდათ. მაგალითად, მე-18 საუკუნის საფრანგეთში ფიქრობდნენ, რომ  კარტოფილის მოხმარება კლავს. 

თუმცა შემდეგ თავად ბუნებამ მოახდინა კარტოფილს „რეაბილიტირება“:

უჩვეულო სიცივეებმა, რაც ევროპაში მე-18 საუკუნეში დაიწყო და მე-19 საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა, ხორბლის მოსავალი მკვეთრად შეამცირა. დაიწყო შიმშილობა, რამაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და საფრანგეთის ხელისუფლება აიძულა 1772 წელს კარტოფილის მოხმარებაზე აკრძალვა მოეხსნა.

თავიდან ფრანგების უმეტესობა კარტოფილის მიმართ უნდობლად იყო განწყობილი, თუმცა 1785 წლის შიმშილობის დროს კარტოფილმა უამრავი ფრანგი სიკვდილს გადარჩინა.

1794 წელს, როდესაც კარტოფილი რევოლუციონერთა საკვებად ითვლებოდა, კულინარიულ წიგნებში ამ პროდუქტისგან დამზადებული კერძების რეცეპტები გამოჩნდა. რევოლუციის დროს კარტოფილს პარიზის ქუჩებსა და მოედნებზე თესავდნენ და მოჰყავდათ.

საინტერესო ფაქტები კარტოფილის შესახებ:

  • ჩინეთში კარტოფილის მსოფლიო მარაგის 25% მოჰყავთ;
  • მსოფლიოში 2008 წელი კარტოფილის წელი იყო;
  • კარტოფილი უპრეტენზიო და ადვილად მოსაყვანი მცენარეა;
  • კარტოფილი ადვილად ინახება და კარგად ანაყრებს;
  • კარტოფილი უფრო იაფია, ვიდრე ნებისმიერი პური;
  • კარტოფილი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით;
  • ფრიდრიხ ენგელსის აზრით, კარტოფილის მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში ისეთივე დიდია, როგორც რკინის;
  • ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ ევროპაში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას;
  • სასარგებლოდ მიიჩნეოდა ეს ბოსტნეული შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც;
  • კარტოფილის თხელ ანათალს კი დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად.

იცი თუ არა 👇

რაში გამოგადგებათ კარტოფილის სახამებელი – 5 რჩევა ბებიებისგან

კარტოფილის სწორად შეწვის 6 ოქროს წესი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია