საკნატუნო ამბები

უმძიმესი აკრძალვები ჩრდილოეთ კორეაში

fun time

16:00 ორშ. 31 იანვარი, 2022 წელი

აკრძალვები ჩრდილოეთ
კორეაში

14
დაკოპირებულია

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეელ სტუდენტს ფლეშ დრაივზე ჩაწერილი სერიალის „კალმარის თამაშის“ შენახვის გამო 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სწორედ ასეთ სასჯელს ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი კანონი, რომელიც, დაახლოებით, ერთი წლის წინ შევიდა ძალაში და გაამკაცრა სასჯელი საზღვარგარეთიდან ფილმების, შოუების და სერიალების იმპორტისთვის. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასალის ყურებაც კი ისჯება და ამ ბრალდებით ჩრდილოეთ კორეაში უამრავი ახალგაზრდაა საპატიმროში.

კიდევ რა არის აკრძალული ჩრდილოეთ კორეაში?

დასავლური მუსიკა

ჩრდილოეთ კორეაში უცხოური მუსიკის მოსმენა აკრძალულია. ითვლება, რომ ჩრდილოეთ კორეელებმა მხოლოდ პატრიოტულ ან ეროვნულ მუსიკას უნდა უსმინონ. ქვეყანაში ნებისმიერი დასავლური მუსიკის შეტანა უმკაცრესად ისჯება.

გადაადგილება

ჩრდილოეთ კორეელებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება არ აქვთ და, რა თქმა უნდა, იკრძალება საზღვარგარეთ მოგზაურობა. გამონაკლისს მხოლოდ სპორტსმენები, დიპლომატები და ოფიციალური პირები წარმოადგენენ. აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნიდან გამგზავრების ნებართვას ხელისუფლება გასცემს და ისიც უიშვიათეს შემთხვევაში.

ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში ცხოვრებასაც მთავრობის პირდაპირი ნებართვა სჭირდება. როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინი ფიქრობს, რომ ფხენიანი რჩეულთა ადგილია.

პირადი ავტომობილი

ჩრდილოეთ კორეაში კერძო ავტომობილების ყოლის უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე სამხედროებს და ოფიციალურს პირებს აქვთ. ამ ქვეყანაში ავტომობილები და ველოსიპედებიც კი იმდენად ძვირია, რომ შეძენა მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ. ამ ქვეყანაში მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა პატიმრობით, ხოლო სამხედრო ტრანსპორტის მართვის მცდელობა სიკვდილით ისჯება.

რელიგია და ბიბლია

ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების უმეტესობა ათეისტია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს მოქმედი კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები, ქვეყნის მთავრობა მკაცრ ათეისტურ პროპაგანდას აწარმოებს და რელიგიას დაუნდობლად ებრძვის. ჩრდილოეთ კორეაში ბიბლიის ქონა და კითხვა აკრძალულია. მოქალაქეს ღმერთის ხსენებისთვისაც კი შეიძლება დაპატიმრება ან გადასახლება მიუსაჯონ.

პლაკატების ჩამოხევა

ჩრდილოეთ კორეაში პლაკატი იდეოლოგიური პროპაგანდის ნაწილია, რაც ქვეყნის ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პლაკატების ჩამოხევა და დაზიანება სასტიკად აკრძალულია და ასეთ ქმედებებში შემჩნეულ ადამიანებს შრომითი ბანაკებში გადასახლება ემუქრებათ.

ბევრს ახსოვს ამერიკელი სტუდენტის ოტო უორმბიერის ტრაგიკული ამბავი, რომელიც სასტუმროში გაკრული იდეოლოგიური პლაკატის მოპარვას ცდილობდა. ახალგაზრდა დააპატიმრეს და 15 წლით შრომით ბანაკში გაამწესეს. სანამ ამერიკელი დიპლომატები მისი გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ახალგაზრდა კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა.

ლურჯი ჯინსის ტარება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ლურჯი ჯინსი კაპიტალისტური იმპერიალიზმის სიმბოლოა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ლურჯი ჯინსის მფლობელი სახელმწიფოს მტერია და თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ალკოჰოლური სასმელები

ჩრდილოეთ კორეაში არსებობს გარკვეული დღეები და საათები, როდესაც სასმელი მკაცრად აკრძალულია. გარდა ამისა, ზოგიერთ დღესასწაულზე ან გლოვის დღეებში, ხელისუფლებამ შეიძლება სასმელის მიღება საერთოდ აკრძალოს. ამ კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა.

ბეჭდვის დროს შეცდომების დაშვება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ყველა მედიასაშუალებას საგულდაგულოდ აკონტროლებს. ამ ქვეყანაში ჟურნალისტმა ოდნავი გადაცდომისთვის შეიძლება სამსახური დაკარგოს. უფრო მეტიც, კიმ ჩენ ინის შესახებ სტატიაში შეცდომის გამო 2015 წელს ჟურნალისტი სიკვდილით დასაჯეს.

სახლის ყიდვა

ჩრდილოეთ კორეაში სახლის ლეგალურად ყიდვა შეუძლებელია. მოქალაქეებს ბინებს და სახლებს სახელმწიფო ურიგებს. ქვეყანას უძრავი ქონების შავი ბაზარი აქვს, მაგრამ ამ ბაზარზე საცხოვრებელი სახლის საშუალო ფასი 70-90 ათასი დოლარია, რაც ჩრდილოეთ კორეის საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის ასტრონომიული თანხაა.

⭕⭕⭕

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში

მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური ანდერძი

დასახლება დედამიწაზე, სადაც გარდაცვალება კანონით არის აკრძალული


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია