სილამაზე/ჯანმრთელობა

გულის მკვებავი პროდუქტები

fun time

15:24 სამ. 27 სექტემბერი, 2022 წელი

გულის მკვებავი
პროდუქტები

14
დაკოპირებულია

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. დაავადებების გამომწვევი მიზეზი უმეტესად, არტერიებსა და სისხლძარღვებში წარმოქმნილი „საცობებია“, რომლებიც გულის კუნთისკენ ჟანგბადისა და სასარგებლო ნივთიერებების მოძრაობას ხელს უშლიან. სისხლძარღვებში საცობების წარმოქმნას რამდენიმე ფაქტორი იწვევს. მათ შორის ორის - ასაკისა და მემკვიდრეობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ მენიუში ტრანსცხიმებისა და ნახშირწყლების შემცირება სრულიად შესაძლებელია. 

 

გთავაზობთ 15 პროდუქტს, რომელიც გულის დაავადებებისგან დაგიცავთ.

1. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული

კომბოსტო, კოლრაბი (კეჟერა), ბროკოლი, რუკოლა, სალათის ფოთოლი, ისპანახი, კამა, ოხრახუში და სხვა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული მინერალებით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით სავსეა. ვიტამინი K სისხლის შედედების ფუნქციას აწესრიგებს და სისხლძარღვებს იცავს. ფოთლოვანი მწვანილის მოხმარება იშემიის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

2. ავოკადო

ერთი ავოკადო 975 მგ კალიუმს შეიცავს, რაც კალიუმის ყოველდღიური ნორმის 28%-ია. დღეში 4,7 გ კალიუმის მიღება არტერიული წნევისა და ინსულტის რისკის 15%-ით შესამცირებლად საკმარისია.

3. სოიო

ცხოველური ცილისგან განსხვავებით, სოიოს ცილა ცუდ ქოლესტერინს საშუალოდ 3%-ით ამცირებს და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს.

4. მთელმარცვლიანი პროდუქტები

რაფინირებულ მარცვლეულთან შედარებით, ყავისფერი ბრინჯი, შვრია, ჭვავი, ქერი და წიწიბურა გაცილებით მეტ ბოჭკოს შეიცავს. ყოველდღიურად სამი ულუფა მთელმარცვლიანი პროდუქტის მიღება გულის სხვადასხვა დაავადების ალბათობას 22%-ით ამცირებს.

5. ცხიმიანი თევზი

თუ ორაგულის, სკუმბრიას, სარდინის და თინუსის მოყვარული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ეს თევზები ომეგა 3-ის ყოველდღიური დოზის მიღებაში დაგეხმარებათ. სისტოლური წნევის შესამცირებლად კვირაში სამი ულუფა ცხიმიანი თევზის მიღება საკმარისია.

6. კენკრა

მოცვის ყოველდღიურად ჭამა აუმჯობესებს სისხლძარღვების დამცავი უჯრედების ფუნქციას, ეხმარება არტერიული წნევის კონტროლს და სისხლის შედედების ფუნქციას. მარწყვი, მაყვალი და ჟოლო ჭარბი წონისა და ანთების მარკერების 11%-ით შემცირებაში დაგეხმარებათ.

7. ფორთოხალი

1 საშუალო ზომის ფორთოხალი, დაახლოებით, 62 კალორიას და 3 გრ ბოჭკოს შეიცავს. ხილში შემავალი პექტინი ებრძვის ქოლესტერინს, ხოლო კალიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს და აუმჯობესებს სისხლძარღვების ჯანმრთელობას.

8. ბატატი

შეცვალეთ თეთრი კარტოფილი ტკბილი კარტოფილით, რომელსაც დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ბატატი არ იწვევს სისხლში შაქრის სწრაფ მატებას, შეიცავს ბოჭკოვანს, A ვიტამინს და ლიკოპინს. გემოს გასაძლიერებლად შეგიძლიათ, მზა ბატატს დარიჩინი მოაყაროთ და ლაიმის წვენით მოასხათ.

9. ნიგოზი

ნიგოზი ბოჭკოვანასა და ისეთი მიკროელემენტების წყაროა, როგორიცაა მაგნიუმი, სპილენძი და მანგანუმი. კვლევების თანახმად, ნიგვზის რეგულარული მოხმარება ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს და ანთებას და LDL დონეს 16%-ით ამცირებს,.

10. შავი შოკოლადი

მაღალი ხარისხის, მინიმუმ 70% კაკაოს შემცველობის შავი შოკოლადი ფლავონოიდებით მდიდარი პროდუქტია. კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ მას კვირაში ხუთჯერ მიირთმევთ, იშემიის რისკი 57%-ით, არტერიებში კი კალციფიცირებული ნალექის წარმოქმნის რისკი 32%-ით შემცირდება.

11. ლობიო

ლობიო შეიცავს სახამებელს, რომელიც ტრიგლიცერიდების და LDL დონის შემცირების გზით აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას.

12. პომიდორი

ლიკოპენი ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც სიმსივნეს ებრძვის და პომიდორში ყველაზე მაღალი შემცველობით გვხვდება. ცნობით, სისხლში ლიკოპინის დაბალი დონე გულის შეტევას და ინსულტს უკავშირდება.

13. თესლები

ჩიას, სელის და კანაფის თესლები გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების, მათ შორის, ბოჭკოვანასა და ომეგა 3 -ის წყაროა. მენიუში მათი დამატება ცუდი ქოლესტერინის შემცირებაში და გულის დაავადებების პროფილაქტიკაში დაგეხმარებათ.

14. ზეითუნის ზეთი

ანტიოქსიდანტები და ზეითუნის ზეთში შემავალი სხვა სასარგებლო ნივთიერებები ანთებით პროცესებს ამცირებენ და გულთან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვიან. კვლევების თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ზეითუნის ზეთს მოიხმარენ, გულის დაავადების განვითარების რისკი 35%-ით ნაკლები აქვთ.

15. ნიორი

ექვსთვიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ 600-1500 მგ ნივრის ყოველდღიური მიღების ეფექტი არტერიული წნევის მედიკამენტის მოქმედების ტოლფასია.

დაბოლოს: 5 ნაბიჯი გულის დაავადებებისგან თავის დასაცავად

  1. მენიუს დაგეგმვისას სასურველია, რომ რამდენიმე წესი დაიცვათ:
  2. აკონტროლეთ ულუფის რაოდენობა. რამდენს მიირთმევთ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რას ჭამთ.
  3. ეცადეთ მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვათ. დაბალკალორიული, ბოჭკოებით მდიდარი ბუნებრივი საკვები მენიუში არაჯანსაღი პროდუქტების შემცირებაში დაგეხმარებათ.
  4. აირჩიეთ ცილის წყაროები ნაკლები ცხიმით - უცხიმო ხორცი, ფრინველი, რძის პროდუქტები და კვერცხი ცილის საუკეთესო წყაროა.
  5. შეამცირეთ მარილის რაოდენობა საკვებში.

ასევე დაგაინტერეებთ 👇

ნიორი მკურნალი

სასარგებლო ბოსტნეული

ნიახურის სასარგებლო თვისებები

რომელი ზეითუნის ზეთია კარგი


წყარო: www.plus100years.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები