სილამაზე/ჯანმრთელობა

შავი კვლიავი - მცენარე, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს

fun time

18:44 პარ. 15 დეკემბერი, 2023 წელი

შავი კვლიავი

14
დაკოპირებულია

თანამედროვე მსოფლიოში ქოლესტერინის სიჭარბე აქტუალური პრობლემაა. მას XXI საუკუნის სენსაც უწოდებენ, რადგან მრავალი დაავადების გამომწვევი ფაქტორია. ამდენად საინტერესო და ღრებულია კვლევა, რომელიც მალაიზიაში, Universiti Putra-ში ჩატარდა. 

საუბარია შავი კვლიავის კიდევ ერთ სამკურნალო თვისებაზე.

კვლევამ დაადასტურა, რომ შავი კვლიავის თესლის (ლათ. Nigella sativa) გამოყენებამ შეიძლება მენოპაუზის პერიოდში მყოფი ქალების ლიპიდური პროფილი მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მნიშვნელოვნად შეამციროს.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, მენოპაუზის დროს, სისხლში ლიპიდების გაზრდილი დონის მქონე ქალებს ორი თვის განმავლობაში შავი კვლიავის თესლს და პლაცებოს აძლევდნენ. კვლევის შედეგების მიხედვით ქალების ჯგუფს, რომელიც შავ კვლიავს იღებდა, ლიპიდური პროფილის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნებოდა.

შავი კვლიავის მიღების ორთვიან პერიოდში დაფიქსირდა საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება. პრეპარატის შეწყვეტიდან ერთი თვის შემდეგ ჯგუფში, რომელიც შავ კვლიავს იღებდა, ლიპიდური პროფილი საწყის მნიშვნელობებს უბრუნდებოდა.

ეს კვლევა მენოპაუზის ასაკის ქალებში ქოლესტერინის შესამცირებლად შავი კვლიავის თესლის პოტენციურ სარგებელზე მეტყველებს. მისი გამოყენება შეიძლება ბევრად უფრო გამართლებული იყოს, ვიდრე სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატებს, რომლებიც სხვადასხვა გვერდით მოვლენებს იწვევენ.

დაბოლოს, ინფორმაცია მოწოდებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს რეკომენდაციას დაავადებების სამკურნალოდ.

რა არის კვლიავი?

ხშირად გაიგონებთ, რომ კვლიავი იგივე ძირაა. მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე სხვადასხვა მცენარეებია ჩვეულებრივი კვლიავი და შავი კვლიავი.

ძირას ანუ Cumin-ის სამშობლო სამხრეთ აზიაა. ამ მცენარეს მძაფრი და "მძიმე" არომატი აქვს.

კვლიავის ანუ Caraway-ს სამშობლო აღმოსავლეთ ევროპაა. მას უფრო ციტრუსოვანი და დახვეწილი არომატი აქვს. საქართველოში მთებში ველურად იზრდება და თუშეთში სწორედ ამ სანელებლით (და არა - ძირათი) აკეთებენ ხინკალს.

შავი კვლიავის ანუ Nigella sativa-ს სამშობლოა დასავლეთ აზია და ხმელთაშუაზღვისპირეთი. მას პიკანტური, ცოტა მომწარო გემო აქვს (შავ პილპილის წააგავს) და სასიამოვნო არომატით გამოირჩევა (იყენებენ პარფიუმერიაშიც).

ესეც საინტერესოა:

👉 სანელებელი ჯანმრთელობისთვის - რომელი როდის გამოვიყენოთ?!

👉 მცენარეები და სანელებლები მუცლის ცხიმის დასაწვავად

👉 ნახშირი ჯანმრთელობისთვის

👉 სკრაბი ნაწლავებისთვის - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები