სილამაზე/ჯანმრთელობა

უნდა ვინერვიულოთ თუ არა, თუ სიზმრები არ გვამახსოვრდება?

fun time

18:51 პარ. 8 დეკემბერი, 2023 წელი

უნდა ვინერვიულოთ თუ არა,
თუ სიზმრები არ
გვამახსოვრდება?

14
დაკოპირებულია

ბევრისგან გაიგებთ, რომ სიზმრებს ვერ ხედავს. სიზმრები მეცნიერებისთვისაც კი საიდუმლოს წარმოადგენს, თუმცა ვიცით, რომ ისინი ფიქრებისგან, შეგრძნებებისა და ცხოვრებაში ნანახი კადრებისგან შედგება, რომლებიც ძილის დროს გონებაში გვიტრიალებს. მეცნიერები დღემდე თავს იმტვრევენ იმაზე ფიქრით, თუ რატომ ხედავენ ან ვერ ხედავენ ადამიანები სიზმრებს და ამასთან დაკავშირებით ბევრი თეორია აქვთ.

შეიძლება თუ არა, რომ სიზმარი ვერასოდეს ნახო?

სავარაუდოდ, შეიძლება, მაგრამ მეცნიერებმა ამის დამტკიცების გზები ვერ იპოვეს, რადგან ამისათვის წლების განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანის შესწავლა მოუწევთ.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ზოგ ადამიანს საკუთარი სიზმარი უბრალოდ არ ახსოვს ან შეიძლება სწრაფი ძილის ფაზას სიზმრები სულაც არ ახლდეს.

ცნობისათვის: ძილი შედგება ნელი (Non-Rapid Eye Movement) და სწრაფი (REM) ფაზებისაგან. ამ ფაზების ერთობლიობა წარმოქმნის ძილ-ღვიძილის ციკლს, რომელიც ჯანმრთელ ადამიანს ღამის განმავლობაში 4-6-ჯერ უმეორდება.

ამასთან, არსებობს მტკიცებულება, რომ უსიზმრებოდ სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს სძინავს, რაც შეიძლება ხარისხიანი ძილის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. ამან კი თავის მხრივ, შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება.

მეცნიერები ვარაუდობენ რომ დეპრესიას, სწრაფი ძილის ფაზის შემცირებასა და სიზმრების არარსებობას შორის ძლიერი კავშირი არსებობს.

ალბათ, უბრალოდ, გავიწყდებათ საკუთარი სიზმრები

აღარც კი გახსოვთ, ბოლოს სიზმარი როდის ნახეთ? სანერვიულო არაფერია. შეიძლება უბრალოდ, სწრაფი გაღვიძებისას ივიწყებთ.

თუ მაღვიძარას ხმაზე, შეშინებული იღვიძებთ და თავში მხოლოდ ის გიტრიალებთ, რომ სამსახურში არ დააგვიანოთ, საკუთარ თავს სიზმრების დავიწყებისკენ უბიძგებთ.

ძილის მდგომარეობიდან ნელ-ნელა გამოსვლისას ადამიანი ცნობიერების გარდამავალ ეტაპზეა და სიზმრის ცალკეული ფრაგმენტები ახსოვს, ამიტომ, ნელ-ნელა გაღვიძება ხელს უწყობს გონებაში სიზმრის აღდგენას.

ზოგს სიზმრად ნანახის დაწვრილებით აღწერა შეუძლია - ეს დამოკიდებულია თქვენი ტვინის მუშაობაზე

2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ შემოქმედებითი აზროვნების ადამიანები სიზმრებს უფრო ადვილად იხსენებენ. სიზმრებს უკეთ იმახსოვრებენ ასევე ფხიზელი ძილის მქონე ადამიანები, განსხვავებით მათგან, ვისაც „მკვდარივით სძინავს“. საქმე ის გახლავთ, რომ ფხიზლად მძინარენი უფრო ხშირად იღვიძებენ და გაღვიძებისას სიზმრად ნანახს აცნობიერებენ. ამ ნახევრად მძინარე მდგომარეობაში მყოფ ტვინს დაახლოებით ერთი წუთი სჭირდება, რომ სიზმარი მეხსიერებაში გადაიტანოს.

რატომ ვერ ვხედავთ სიზმარს?

1. სტრესი

სტრესი უარყოფითად მოქმედებს ძილის ხარისხზე და გავლენას ახდენს სწრაფი ძილის ხანგრძლივობაზე.

2. ალკოჰოლი, სიგარეტი, კოფეინი, ფსიქოაქტიური ნივთიერებები

კოფეინმა, ალკოჰოლმა და სხვა ნივთიერებებმა, რომლებსაც სტრესისგან გათავისუფლებისთვის ვიღებთ, შეიძლება ძილის ხარისხზე და სიზმრების დამახსოვრების უნარზე იმოქმედოს. ისინი ააქტიურებენ გარკვეული ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც სწრაფი ძილის ფაზას აფერხებენ.

3. გაჯეტები ძილის წინ

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, ძილის წინ სმარტფონების ან ლეპტოპების გამოყენება ძილის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.

4. მედიკამენტები

მედიკამენტები, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი დარღვევების სამკურნალოდ ინიშნება, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა, სწრაფი ძილის ფაზას ხელს უშლის. სიზმრები კი სწორედ ამ დროს ჩნდება.

5. მეხსიერების პრობლემები

მეხსიერების პრობლემები განსხვავებულია და შეიძლება სიზმრის დამახსოვრების უნარზეც იმოქმედოს, თქვენ კი გგონიათ, რომ სიზმრებს ვერ ნახულობთ.

6. სხვა ფაქტორები

ძილი მკვლევრებისთვის დღემდე ნაკლებად შესწავლილი საგანია, ამიტომ შესაძლებელია მასზე სხვა, ჯერჯერობით უცნობი ფაქტორებიც მოქმედებდნენ.

უნდა ვინერვიულოთ თუ არა, თუ სიზმრები არ გვამახსოვრდება?

ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გრძნობთ თავს გაღვიძების შემდეგ.

რა თქმა უნდა, სიზმრების არნახვის გამო პაციენტები თერაპევტის კაბინეტს იშვიათად სტუმრობენ. როგორც წესი, შეშფოთების ძირითადი მიზეზი ხარისხიანი ძილის სიმცირეა. ამრიგად, სიზმრების ნაკლებობა, როგორც წესი, სხვა პრობლემის შედეგია და არა ძირითადი მიზეზი.

ასე რომ, თუ გაღვიძების შემდეგ თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, სანერვიულო არაფერია, მაგრამ თუ სრულფასოვანი ძილის შემდეგაც გამუდმებულ დაღლილობას გრძნობთ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ.

როგორ დავიმახსოვროთ სიზმრები

  • დაიცავით ძილის ჰიგიენა: ძილის კარგი ჰიგიენა ნიშნავს ბნელ, გრილ ოთახში ერთსა და იმავე დროს დაძინებას და გაღვიძებას.
  • ეცადეთ ნელ-ნელა გაღვიძებას: მოერიდეთ გაღვიძებისთანავე ტელეფონის ან სხვა ისეთი საგნის ხელში აღებას, რომელიც ყურადღებას გიფანტავთ და თუნდაც ერთი წუთი დაუთმეთ გამოფხიზლებას.
  • მოერიდეთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ძილის წინ: ალკოჰოლმა, ნიკოტინმა და განწყობის შემცვლელმა სხვა ნივთიერებებმა შეიძლება მეხსიერებაზე გავლენა მოახდინოს. თავი შეიკავეთ ან მოერიდეთ მათ მიღებას შუადღის შემდეგ.

ესეც საინტერესოა:

სიზმრის 6 ტიპი და მათი განმარტება - როგორ წავიკითხოთ ჩვენი ქვეცნობიერის „მესიჯები“

სიზმარი და ნუმეროლოგია - რას გვამცნობს სიზმარში ნანახი რიცხვები?

რატომ ხედავს ზოგი ადამიანი ფერად სიზმარს, ზოგი კი შავ-თეთრს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები