ურთიერთობა

15 რჩევა ფსიქოლოგიიდან, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

fun time

16:00 შაბ. 6 მარტი, 2021 წელი

რცევები ფსიქოლოგიიდან

14
დაკოპირებულია

ეს მოკლე რჩევები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავებაში გამოგადგებათ და თანამოსაუბრის გაგებას გაგიადვილებთ

1. როდესაც ერთად თავმოყრილი ადამიანები იცინიან, თითოეული მათგანი ინსტიქტურად უყურებს მას, ვინც ყველაზე მეტად მოსწონს ან მას, ვინც ახლობელ ადამიანად მიაჩნია.

2. როდესაც რაღაც განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საქმეს აკეთებთ ან მნიშვნელოვან საკითხზე ყურადღების კონცენტრირება გჭირდებათ, გირჩევთ, საღეჭი რეზინა ღეჭოთ ან რაღაც მიირთვათ. ეს ქვეცნობიერის დონეზე უსაფრთხოების განცდასთან ასოცირდება, ვინაიდან, ადამიანი მაშინ ჭამს, როცა არაფერი ემუქრება.

3. თუ თქვენზე ვინმე გაბრაზებულია და ამას ემოციურად გამოხატავს, თქვენ კი ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნებას ახერხებთ, მისი სიბრაზე უფრო მძაფრდება, მაგრამ მოგვიანებით ამ ადამიანს თავისი საქციელის შერცხვება.

4. თუ ვინმე თქვენს კითხვაზე პასუხს თავს არიდებს ან ირიბად პასუხობს, ნუ ჩაეძიებით. ჯობს, უბრალოდ, თვალებში ჩახედოთ. ის, სავარაუდოდ, მიხვდება, რომ პასუხი არ გაკმაყოფილებთ და სიტყვას გააგრძელებს.

5. სახის გამომეტყველებით შეგიძლიათ, არა მხოლოდ საკუთარი გრძნობა გამოხატოთ, არამედ სწორედ ასეთივე გრძნობა გამოიწვიოთ. უკუკავშირი უზადოდ მუშაობს, ამიტომ თუ გსურთ, თავი ბედნიერად იგრძნოთ, რაც შეიძლება ხშირად უნდა გაიღიმოთ.

6. უმჯობესია, საუბრის ან მიმოწერის დროს არ გამოიყენოთ ფრაზები: „ვფიქრობ“ ან „მეჩვენება“. ეს ისედაც იგულისხმება და მათი ხაზგასმა თქვენს გაურკვევლობას აჩვენებს.

7. მნიშვნელოვანი ინტერვიუს დაწყებამდე ეცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ რესპონდენტთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა გაკავშირებთ. თითქმის ყოველთვის ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ აღვიქვამთ სიტუაციას და ჩვენი სიმშვიდე და ძალდაუტანლობა თანამოსაუბრესაც გადაეცემა.

8. თუ მოახერხებთ ადამიანთან შეხვედრის დროს გულწრფელი სიხარულის გამოხატვას, როცა მას მეორედ შეხვდებით, ისიც ბედნიერი იქნება თქვენი ნახვით. (სხვათა შორის, ძაღლები გამუდმებით ამ „ილეთს“ გვიტარებენ).

9. ადამიანები ხშირად თანახმა არიან, გაგვიწიონ მცირე დახმარება მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვან თანადგომაზე უარი გვითხრეს.

10. შეიძლება თანამოსაუბრის ფეხების პოზით სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. თუ, ვთქვათ, მისი ფეხსაცმლის წვერი თქვენკენ არ იყურება, ეს ნიშნავს, რომ იგი საუბრის დასრულებას ჩქარობს.

11. თუკი ვიღაცისგან მწვავე კრიტიკის მოსმენას ელით, უმჯობესია, მის გვერდით დაჯდეთ. პრაქტიკა ადასტურებს, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი თავდასხმის სურვილს დაკარგავს ან ნაკლებად კრიტიკული იქნება.

12. თუ საკუთარი ვიზუალით თავდაჯერებულობის დემონსტრირებას ისწავლით, ადამიანებს მიიზიდავთ.

13. კარგი რჩევა მომსახურების სფეროში დასაქმებულებისთვის: თქვენს ზურგს უკან სარკე ჩამოკიდეთ და მომხმარებლები გაცილებით კორექტულად მოიქცევიან - არავის სიამოვნებს საკუთარი ბრაზიანი გამომეტყველების ხილვა.

14. ძალიან სასარგებლო ჩვევაა ადამიანთან შეხვედრისას მისი თვალის ფერზე დაკვირვება. წამებით გახანგრძლივებული მხედველობითი კონტაქტი მას ქვეცნობიერად თქვენ მიმართ სიმპათიას აგრძნობინებს.

15. პირველ პაემანი მხიარულ და სასიამოვნო ადგილზე დაუნიშნეთ. მოგვიანებით, ამ შეხვედრის დადებით ემოციებს ყოველთვის თქვენს პიროვნებას დაუკავშირებს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!