ურთიერთობა

ზიგმუნდ ფროიდი: ადამიანების 3 ტიპი, ვისაც თქვენი ცხოვრება არ უნდა დაუკავშიროთ

fun time

18:00 ხუთ. 28 ოქტომბერი, 2021 წელი

ზიგმუნდ ფროიდი

14
დაკოპირებულია

„ზოგჯერ ჩვენი ცხოვრების თეატრში გარშემო მყოფ ადამიანებზე უფრო მეტია დამოკიდებული, ვიდრე ჩვენზე! - ეს სიტყვები ვიქტორ ჰიუგოს ეკუთვნის, ჩვენ კი ადამიანის სამ ტიპზე გიამბობთ, რომლებიც, ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდის აზრით, ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ, მაგრამ მათგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. 

როცა ურთიერთობა არა ერთ ადამიანთან, არამედ მის მთელ ოჯახთან გაქვთ

ფროიდის აზრით, ადამიანის სიმწიფეს ასაკი კი არა, ის ფაქტი განაპირობებს, თუ რამდენად მოახერხა მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება.

ფსიქოანალიტიკოსი დარწმუნებული იყო, რომ მშობლების აზრზე დამოკიდებული ადამიანი, ასაკის მიუხედავად, ზრდასრულად ვერ ჩაითვლება. ასეთ ადამიანთან ძნელია ოჯახური ურთიერთობების დამყარება, რადგან პრობლემების, კონფლიქტებისა და რთული სიტუაციების მოგვარების პროცესში ურთიერთობის დამყარება მხოლოდ მასთან კი არა, მთელ მის ოჯახთან მოგიწევთ.

„პირველ ოჯახთან განშორება დამოუკიდებელი ადამიანის ზრდის ბუნებრივი ეტაპი და ახალი ოჯახის შექმნის მთავარი პირობაა: ოჯახს ორი ზრდასრული ადამიანი ქმნის და იქ მესამე ადამიანის ადგილი არ არის,“ - დარწმუნებულია ფროიდი.

აღსანიშნავია, რომ „ფსიქოანალიტიკის მამა“ მშობლების ოჯახთან და ნათესავებთან კონტაქტის სრულ გაწყვეტაზე კი არა, საკუთარი აზრის არსებობასა და დამოუკიდებლობაზე საუბრობდა.

„თუ ქმრის ოჯახს ჯერ კიდევ შეუძლია მისი ცხოვრების კონტროლი, ბავშვზე გათხოვილხართ. იგივე ეხებათ ქალებს, რომლებიც ქმართან ურთიერთობაში დედებს ჩარევის უფლებას აძლევენ. დიახ, ხშირად ძლიერი მშობლები ცდილობენ გააკონტროლონ თავიანთი ზრდასრული შვილი. მას კი მშობელთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა, თუმცა სწორედ მას შეუძლია დაარღვიოს ეს მანკიერი წრე და ამიტომ პასუხისმგებლობაც მასზეა.

ვინც ბევრს ლაპარაკობს, ფიქრისთვის ცოტა დრო რჩება

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც იმდენად ბევრს ლაპარაკობენ, რომ მათი დანახვისთანავე იღლები,“ - ფროიდი აღიქვამდა სიტყვას, როგორც ღირებულებას, ხოლო საუბარს, როგორც ორი ადამიანისათვის სიკეთის მომტან ურთიერთობას.
რა თქმა უნდა, ყველა საუბარი მნიშვნელოვანი არაა - ზოგჯერ ეს ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებაა, რომელსაც დიდი დრო არ სჭირდება. მაგრამ არსებობს ადამიანების კიდევ ერთი ტიპი - განუწყვეტლივ ლაპარაკობენ, ღია და ენერგიული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ უკიდურესად ზედაპირულები და მომაბეზრებლები არიან.

ამ ტიპის ადამიანებს უამრავ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა, მაგრამ მათთან მეგობრობის სურვილი ცოტას თუ უჩნდება, რადგან მათთან საუბარი ცალმხრივია: „როცა ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთი საუბრობს, ეს დიალოგი არა. ესაა მოლაყბე პირი, რომელიც თავისუფალ ყურებს ეძებს”. ასეთ ადამიანებთან რთულია არა მხოლოდ მნიშვნელოვანი საუბრის დაწყება, არამედ ურთიერთობაც - ლაპარაკი ბევრს შეუძლია, მოსმენა ცოტას.

ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ პრობლემებს გაჩვენებენ და კარგს მალავენ

სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ადამიანს ცხოვრებაში სიხარულიც აქვს და პრობლემებიც. ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც კარგ რამეებზე ლაპარაკის ძალა აღარ გაქვს, მაგრამ ასე თუ ისე, ყველაზე რთული მომენტებიც კი ოდესმე მთავრდება და მათ ნაცვლად კარგი მოდის. ამიტომ თუ ადამიანი მხოლოდ თავის პრობლემებსა და წარუმატებლობაზე გიამბობთ, ის თქვენთან ბოლომდე გულწრფელი არ არის.

ესეც საინტერესოა 📣:

გინებას ანესთეზიის ეფექტი აქვს - ოქსფორდის ფსიქოლოგების ახალი კვლევა

9 ფსიქოლოგიური შეკითხვა, რომლებიც ადამიანს უნდა დაუსვათ, თუ მისი გაცნობა გსურთ

არეული სახლი - ამის უკან 8 ფსიქოლოგიური მიზეზი იმალება!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!