დესერტი

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორტი

fun time

19:03 შაბ. 30 მარტი

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

14
დაკოპირებულია

Crazy Cake ამერიკული ტორტია, რომელიც სურსათის დეფიციტის დროს გამოიგონეს. ის კვერცხისა და რძის პროდუქტების გარეშე, ფაქტობრივად არაფრისგან მზადდება და იდეალური დესერტია მარხვის დროს. 

საჭირო პროდუქტი:

  • წყალი ან წვენი, ყავა, ჩაი, რძე - 240 გრ.
  • ფქვილი - 210 გრ.
  • ზეთი 75 გრ.
  • კაკაო - 35 გრ.
  • შაქარი - 180გრ.
  • ვანილი,
  • მარილი - მწიკვი,
  • გამაფხვიერებელი - 10 გრ.
  • საცხობი ფორმა - 21 სმ.

შოკოლადის მინანქარი:

  • კაკაო - 3 ს/კ.
  • შაქრის პუდრი - 3 ს/კ.
  • სახამებელი - 1 ს.კ.
  • ცივი წყალი (საჭიროების შემთხვევაში)

მომზადების წესი:

1. გაცრილი ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთმანეთს შეურიეთ. დაამატეთ მარილი, შაქარი და ვანილის შაქარი.

2. მშრალ, ფქვილოვან მასას დაამატეთ წყალი და მცენარეული ზეთი, აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღეთ.

3. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში.

4. მინანქრის მოსამზადებლად კაკაო, შაქრის პუდრა და სახამებელი ერთმანეთში აურიეთ, თანდათან დაამატეთ ცივი წყალი, სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიაღწევს.

5. გაციებულ ტორტს თავზე მინანქარი წაუსვით (შეგიძლიათ, ქოქოსის ფანტელებით გააფორმოთ).

გემრიელად მიირთვით!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!