თემატური ჰოროსკოპი

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშანი დაასახელეს

fun time

17:39 პარ. 12 აპრილი

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

14
დაკოპირებულია

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშანი, რომლისთვისაც  2024 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება და ის ასტროლოგიური ნიშნების სისტემაში მეორე ადგილზე მყოფი კუროა. 

კურო დედამიწის სტიქიის ტიპური წარმომადგენელია – თბილი და მგზნებარე. მისთვის მთავარი მიწიერი სიამოვნებაა. უყვარს ყველაფერი საუკეთესო. ეს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გონებით მოქმედი ნიშანია. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტად გვხვდებიან ფინანსისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები.

***

ასტროლოგების აზრით, კუროსთვის 2024 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე პერსპექტიული წელი იქნება და ეს პლანეტა იუპიტერის გავლენით ხდება. იუპიტერი იღბლის მფარველი პლანეტაა და მისი კეთილგანწყობის დამსახურებით კუროსთვის წარმოუდგენელი შესაძლებლობები გაიხსნება.

2024 წელს კუროს ფინანსურ საკითხებში ძალიან გაუმართლებს, რაც მაისსა და ივნისში განსაკუთრებით საგრძნობი იქნება. ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში კუროს პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც კარგი დრო უდგას და ნამდვილი სიყვარულის პოვნას შეძლებს.

***

ერთადერთი თვე, როდესაც წლის იღბლიანმა ნიშანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, აგვისტოა. აგვისტოში ფრთხილად უნდა იყოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე კუროები შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემამ შეაწუხოს.
ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას უნდა მოერიდოთ.

***

დარჩენილ თვეებში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ - ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერი დაავადება ან სირთულე გვერდს აგივლით.

მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები: ახალი ბინის ან ავეჯის შეძენა, კაპიტალური რემონტი და ყველაფერი, რაც ყოველდღიური ცხოვრების მოწყობას უკავშირდება. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ამ მხრივ დიდი ხარჯები გელით.

***

კურო ვენერას „შვილია“ და შესაბამისად მისთვის საგნების ესთეტიკური მხარე საკმაოდ მნიშვნელოვანია, სილამაზეს ყველა კურო აფასებს, როგორც ადამიანებში, ასევე მოვლენებში და ნივთებში.

ყველა ტიპურ კუროს უყვარს მყუდრო საოჯახო გარემო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ ძალიან უყვართ ყველაფერი გემრიელი. ბევრი კურო გურმანია, რაც მათ წონაზეც აისახება, ამიტომ გირჩევთ 2024 წელს თქვენთვის მისაღები დიეტა შეარჩიოთ და დროულად დაიწყოთ - შედეგი გაგაოცებთ.

და აქვე ესეც საინტერესოა:

რატომ არის კურო ყველაზე კომფორტული პარტნიორი?

მომდევნო 10 წლის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

კვირის ბედნიერი დღე თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?