თემატური ჰოროსკოპი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვთ

fun time

14:00 ხუთ. 14 მარტი

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგია უძველესი მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს რიცხვების ენერგიას და მათ გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე. ამჯერად ნუმეროლოგიის საშუალებით გარკვიეთ, რა ნიჭით დაგაჯილდოვათ ბუნებამ.

ამისთვის დაბადების თარიღში შემავალი ყველა ციფრი მანამ უნდა შეკრიბოთ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებთ.

მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 11.03.1995, ამ თარიღში შემავალი ციფრები უნდა შეკრიბოთ:

1+1+0+3+1+9+9+5 = 11 და შემდეგ 1+1=2.

რა რიცხვსაც მიიღებთ (ამ შემთხვევაში 2), მის გასწვრივ წაიკითხეთ თქვენი დახასიათება

რიცხვი 1 - ლიდერი

აქტიური, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება ხართ. იცით, როგორ მიიზიდოთ ადამიანები და როგორ მართოთ ისინი. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ლიდერები ხდებიან, ამიტომ ადრე თუ გვიან დამსახურებულ ადგილს დაიკავებთ. დროა, აქტიურ მოქმედებაზე გადახვიდეთ და შედეგს მიაღწევთ.

რიცხვი 2 - სიმშვიდე და დიპლომატია

„ორიანები“ ბუნებამ უამრავი ნიჭით დააჯილდოვა. სხვა ყველაფერთან ერთად, მათ შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება, პრეტენზიული ადამიანების გულის მოგება და კონფლიქტები მოგვარება. ისინი წარმატებას თითქმის ყველა სფეროში აღწევენ - კარგი ფსიქოლოგები, იურისტები, დიპლომატები და მეწარმეები ხდებიან.

რიცხვი 3 - სიცოცხლის ხალისი და შთაგონება

„სამიანები“ მდიდარი წარმოსახვის უნარითა და ენერგიულობით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ იმდენად დამაჯერებლად ისაუბრონ, რომ ახლობელი ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ მიხვედრა, თუ როდის ამბობენ „სამიანები“ სიმართლეს და როდის ტყუიან. „სამიანები“ დიდ წარმატებებს აღწევენ შემოქმედებით საქმიანობაში, განსაკუთრებით სამსახიობო ოსტატობით გამოირჩევიან.

რიცხვი 4 - პრაქტიკულობა და ყურადღების კონცენტრაცია

ყურადღების კონცენტრაციის საოცარი უნარი გაქვთ. თქვენს მახვილ თვალს უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოეპარება. ამ თვისების დახმარებით ურთულეს გამოთვლებს უმკლავდებით და ზუსტ გეგმებს ადგენთ, ამიტომ თქვენი ადგილი ფინანსურ სფეროში ან არქიტექტურაშია.

რიცხვი 5 - ცნობისმოყვარეობა და ენერგია

„ხუთიანებს“ შეუძლიათ საგნების არსს ბოლომდე ჩასწვდნენ და რაღაც ახალი და უნიკალური მოიფიქრონ. მათ ენერგიის ამოუწურავი მარაგი აქვთ და ოსტატურად იყენებენ, რომ ცოდნის ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინონ. ამ რიცხვის მქონე ადამიანები უმეტესად შესანიშნავი მეცნიერები, მასწავლებლები და არქეოლოგები ხდებიან.

რიცხვი 6 - მოვალეობა და ერთგულება

ისინი შესანიშნავი პედაგოგები, მასწავლებლები და ექიმები არიან. როგორც წესი, მაშინაც კი, თუ მათი სამოქმედო სფერო ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიებიდან შორსაა, ისინი ადამიანების დახმარების საოცარი თვისებით გამოირჩევიან. მხარს უჭერენ, ბრძნულ რჩევებს აძლევენ და ბავშვებს შესანიშნავად ზრდიან.

რიცხვი 7 - ექსტრასენსული შესაძლებლობები და სიბრძნე

ეს ადამიანები ძლიერი ინტელექტით, ანალიტიკური უნარებით და გამჭრიახობით გამოირჩევიან. სწორედ ასეთებზე ამბობენ „ადამიანს რენტგენივით ხედავსო“. „შვიდიანების“ განსაკუთრებული უნარები ხშირად ბავშვობაში ვლინდება. ისინი წარმატებას აღწევენ ინტელექტუალურ საქმიანობაში და შემოქმედებაში. გარდა ამისა, ზოგიერთ მათგანს დროთა განმავლობაში ექსტრასენსული უნარები უვითარდება.

რიცხვი 8 - ძალა და ნებისყოფა

„რვიანებს“ შეუძლიათ გამოსავალი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი იპოვონ და მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველა დაბრკოლება გადალახონ. ასეთი ადამიანები წარმატებას აღწევენ ნებისმიერ სფეროში, რომელიც გონებრივ თუ ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. განსაკუთრებით სპორტში გამოირჩევიან.

რიცხვი 9 - შემოქმედება

ამ რიცხვით დაბადებულები სამყაროს გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი ძირითადად, შემოქმედებით პროფესიებში გვხვდებიან: სამსახიობო ხელოვნება, მუსიკა, ქორეოგრაფია...

ესეც საინტერესოა:

რას გვეუბნება ქორწინების ნუმეროლოგია - გამოთვალეთ თქვენი წყვილის ქორწინების რიცხვი

ნუმეროლოგია: რა რიცხვშიც იბადება ადამიანი, ისეთია მისი ცხოვრება

ნუმეროლოგია: გამოთვალეთ, გაქვთ თუ არა კარმული ვალი, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლით

ნუმეროლოგია: გამოთვალეთ თქვენი ბედის რიცხვი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?