დღის ჰოროსკოპი

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:29 შაბ. 13 აპრილი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ შესაძლებელია, ამ დღეს ურთიერთობების გარკვევას და მძიმე საუბრებს მოერიდეთ. ინიციატივას ნუ გამოიჩენთ და დღე მშვიდად გაატარეთ. შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა - სავარაუდოდ, ძვირად ღირებული ნივთი იმედს მალე გაგიცრუებთ. ეცადეთ, საღამოს დრო გამონახოთ და სახლიდან ზედმეტი ნივთები მოაშოროთ. მოერიდეთ ძველი წყენის გახსენებას და ეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

კურო

დღეს თქვენს საქმიანობაში შეცდომები და არასწორი გათვლები სრულიად შესაძლებელია, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ და ინფორმაციის გადამოწმება ნუ დაგეზარებათ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა საყვარელ ადამიანებს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალ ნაცნობებთან გულწრფელ საუბრებს მოერიდოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ამ დღეს მცირე, თითქმის უმნიშვნელო საქმეებზე დიდი დროის დახარჯვა მოგიწიოთ. მთლიანობაში, წარმატებული დღეა - შეგიძლიათ ძველი, მტკივნეული პრობლემა მოაგვაროთ ან მოიშოროთ ის, რაც თქვენთვის უმნიშვნელო გახდა. გსურთ თუ არა, სხვა ადამიანების ემოციებისა და მოსაზრებების გათვალისწინება მოგიწევთ. დამშვიდდით და უმნიშვნელო უსიამოვნების გამო განწყობა არ გაიფუჭოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, საყიდლებზე სიარული სამომავლოდ გადადოთ - დღევანდელი შენაძენი იმედებს გაგიცრუებთ. ამ დღეს ფინანსური საკითხების განხილვას, კამათს ან დაპირისპირებას ძალიან უნდა მოერიდოთ, რადგან ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ახალ ურთიერთობებზე უარს ნუ იტყვით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.

ლომი

რომანტიკული განწყობა საინტერესო გეგმის შემუშავებაში დაგეხმარებათ, რომელსაც მალე მოგებიანად განახორციელებთ. წარსულთან შეხვედრის დღეა, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ძველ მეგობარს ან კოლეგებს შეხვდეთ, ან დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთი იპოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დამატებით პასუხისმგებლობებზე უარი თქვათ და შემოთავაზება არ მიიღოთ. ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაბალია და დაწყებული საქმის დასრულება გაგიჭირდებათ.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება სევდიანი მოგონებები მოგეძალოთ და განწყობა გაგიფუჭოთ. გირჩევთ, ასეთი აზრები თავიდან მოიშოროთ და წარსულის შეცდომებზე ნერვიულობა შეწყვიტოთ - ახლა თვითკრიტიკა არაფერში გამოგადგებათ. დროა, ახალ, საინტერესო პროექტებზე იფიქროთ. ოჯახის წევრებს თქვენი ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ.

სასწორი

ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ პრობლემების თავიდან აცილებისთვის საკუთარი სიტყვები და მოქმედებები უნდა აკონტროლოთ. ეცადეთ, პირად ურთიერთობებში მეტი დიპლომატია გამოიჩინოთ და თანამოსაუბრის განწყობას მოერგოთ. ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხებისა გადასაჭრელად. ღრუბლებიდან რაც უფრო სწრაფად დაეშვებით, მით უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.

მორიელი

თუ რაღაც არ გამოგდით, ნუ ინერვიულებთ - სამყარო განიშნებთ, რომ სხვა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ და სხვა მიზნები დაისახოთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, ამ დღეს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებთ. ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ადამიანებს თქვენით მანიპულირების საშუალებას ნუ მისცემთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უცნობებთან საერთო ენის გამონახვას და ყურადღების ცენტრში ყოფნას ადვილად ახერხებთ. შესაძლოა, ხალხმრავალ წვეულებაზე გავლენიან ადამიანს შეხვდეთ და თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. უჩვეულო იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, მომავალში ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ არ უნდა დაივიწყოთ. ნუ ეცდებით, ოპონენტებზე ზეწოლა მოახდინოთ. მათი დარწმუნება მშვიდად, იძულების გარეშეც შეგიძლიათ.

თხის რქა

იმპულსურად მოქმედებით შეიძლება მტრები გაიჩინოთ და მეგობრები დაკარგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ მაშინაც კი, როცა რაღაც ძალიან გაღიზიანებთ. პირად ურთიერთობებში სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი საშუალება ინიციატივის გამოჩენაა. ასე რომ, თუ სასიკეთო ცვლილებები გსურთ, თავად უნდა იმოქმედოთ.

მერწყული

დილიდან ინფორმაციის ნაკადში მოექცევით და შეიძლება ტყუილ-მართლის გარკვევა გაგიჭირდეთ. შეიძლება, რაღაც უსიამოვნოც გაიგოთ, მაგრამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ. ასჯერ გაზომეთ, სანამ ერთხელ გაჭრით. ასეთი წინდახედულებისთვის საკუთარ თავს მალე მადლობს ეტყვით.

თევზები

იღბლიანი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ პრობლემებს წარმატებით გაუმკლავდეთ. დროა, მიეჩვიოთ საქმეების განაწილებას, რადგან თუ ყველაფრის ერთდროულად კეთების ჩვევას არ მოიშლით, საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge