იცით თუ არა

ფიკუსი სახლში - ცრურწმენები და რეალობა

fun time

18:19 ორშ. 12 თებერვალი

ფიკუსი სახლში

14
დაკოპირებულია

ფიკუსი პოპულარული ოთახის მცენარეა. ხალხური წარმოდგენის მიხედვით, მას პატრონისთვის ბედნიერება და კეთილდღეობა მოაქვს. თუმცა ასევე არსებობს ცრურწმენა, რომ ფიკუსი უბედურების მომტანია. ჩვენ გიამბობთ რა შემთხვევებში და რატომ არ შეიძლება ფიკუსის სახლში ყოლა და რა უნდა იცოდეთ, თუ ფიკუსი სახლში გყავთ ან მიყვანა გსურთ. 

მსოფლიოში ფიკუსის, დაახლოებით, 20 სახეობა არსებობს, მაგრამ ეს სამი ყველაზე პოპულარულია:

  • ფიკუსი ბენჟამინი - უპრეტენზიო ოთახის მცენარე, რომელსაც თავის მხრივ, უამრავი სახეობა აქვს.

  • ფიკუსი ლირა - სახელი ფოთლების უჩვეულო ფორმის გამო მიიღო. ფიკუსის ამ სახეობას ხშირად ბონსაისთვის გამოიყენებენ.

  • ფიკუსი მელანი - ამ სახეობის ფიკუსს ძირითადად, მცირე სივრცეებში ახარებენ.

***

ფიკუსზე სხვადასხვა კულტურას სხვადასხვა წარმოდგენა აქვს, ამიტომ ჩვენ მათ შორის ყველაზე გავრცელებულ ვერსიებს დაგისახელებთ.

სლავურ კულტურაში ეს მარადმწვანე მცენარე ჯადოქრობას უკავშირდება და ეშმაკისეულ ყვავილადაც კი ითვლებოდა, რომელსაც შეუძლია ქმარი სახლიდან გააქციოს. ბევრს დღემდე მიაჩნია, რომ წყვილებმა სახლში ფიკუსი არ უნდა იქონიონ, რადგან ის ურთიერთობებს ანადგურებენ.

ჩინეთში კი პირიქით, ფიკუსი, რომელსაც „დრაკონის ხეს“ უწოდებენ, ძლიერ ოჯახურ კავშირებს განასახიერებს, ამიტომ ახალდაქორწინებულებს ფიკუსს ჩუქნიან და ხანგრძლივ კავშირს უსურვებენ. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ მცენარე სახლში არსებულ ენერგიას ასუფთავებს.

ტაილანდში ფიკუსი წმინდა ყვავილია, რომელიც ბოროტ სულებს განდევნის.

ინდოეთში ფიკუსი წმინდა მცენარედ და დღეგრძელობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

***

ფიკუსი სახლში - დადებითი და უარყოფითი წარმოდგენები:

დადებითი

თუ ფიკუსი მისაღებ ოთახშია, ის პატრონებს ბედნიერებას მოუტანს და სახლს ცუდი ენერგიისგან გაწმენდს.

სამზარეულოში მდგარი ფიკუსი გაგიღებთ კარს მატერიალური კეთილდღეობის სამყაროში და ფინანსურ წარმატებას მოგიტანთ.

ფიკუსი მეუღლეების საძინებელში ოჯახში ბავშვის გამოჩენაზე მეტყველებს, ამიტომ ბევრი წყვილი მას საწოლთან ახლოს დგამს.

თუ მცენარეს შემოსასვლელი კარის სიახლოვეს დადგამთ, ის თქვენი სახლის ერთგული მცველი გახდება და ცუდი ადამიანებისა და ბოროტი თვალისგან დაგიცავთ.

სამუშაო ადგილის ახლოს მდგარი ფიკუსი ძალითა და ენთუზიაზმით აგავსებთ.

თუ მცენარეს სამუშაო ოფისში დადგამთ, კიდევ უკეთესი. ჩინური სწავლების მიხედვით, ოფისში ფიკუსი ფინანსური და კარიერული წარმატების ნიშანია. ფენ-შუის თანახმად, მცენარე ყველაზე კარგად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ხარობს.

აყვავებული ფიკუსი განსაკუთრებით დიდი დადებითი ენერგიის მატარებელია. ფიკუსზე კვირტების გამოჩენა ნიშნავს, რომ ოჯახი ახალ წევრს უნდა ელოდოს. ფიკუსი ხანგრძლივ სიცოცხლესთანაც ასოცირდება, ამიტომ მას ხანდაზმულებსაც ჩუქნიან.

უარყოფითი

დადებითი წარმოდგენების მიუხედავად, ბევრი ადამიანი ამ წინააღმდეგობრივი მცენარის სახლში შეტანას რამდენიმე წარმოდგენის გამო ერიდება:

არსებობს წარმოდგენა, რომ ფიკუსი მამაკაცური ენერგიის მატარებელი მცენარეა, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე „კონკურენტებს“ ვერ იტანს და ქმარს სახლიდან აძევებს.

ჩხუბს და სკანდალებს იწვევს.

იზიდავს უარყოფით ენერგიას, ჭორიკანა, შურიან და ბოროტ ადამიანებს.

მარტოხელა ქალს ბედნიერების პოვნაში ხელს უშლის.

ფინანსურ ნაკადებს ბლოკავს და უსახსრობას იწვევს.

სადაც ფიკუსი ხარობს, ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ.

***

წინააღმდეგობრივია წარმოდგენები ფიკუსის მაგიურ სამყაროსთან ურთიერთობების მხრივაც.

მაგალითად, ზოგი წყარო, რომელიც ხალხურ ცრურწმენებს სწავლობს, ამტკიცებს, რომ ფიკუსი პორტალივით მოქმედებს დემონური არსებებისთვის, რომლებსაც მისი დახმარებით ადამიანისთვის თვალყურის დევნება შეუძლიათ. 👀

გარდა ამისა, მცენარე ადამიანებში ყველაზე ბნელ მანკიერებებს აღვიძებს, ცუდი საქციელისკენ უბიძგებს და ჭკუიდან გადაჰყავს.

***

როგორ მოქმედებს ფიკუსი ორსულებზე?

ხალხური წარმოდგენის მიხედვით, ფიკუსი ხელს უწყობს ჩასახვას, ამიტომ უშვილო წყვილებს ფიკუსით ენერგიის გაძლიერებას ურჩევენ. თუ მცენარეზე ახალი ყლორტები ან კვირტები გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ახალ წევრს უნდა ელოდოთ.

***

შეიძლება თუ არა ფიკუსის ჩუქება და სახლში შენახვა?

ფიკუსს ძლიერი ენერგია აქვს, ამიტომ მიიჩნევა, რომ ის ყველაზე კარგად იქცევა, როცა მისი პატრონი ძლიერი ნებისყოფის მქონე, თავდაჯერებული ადამიანია. თუ ფიკუსს ბუნებით ლიდერ ადამიანს აჩუქებთ, ის ლიდერის თვისებებს გააძლიერებს. დამთმობი ხასიათის, მერყევ ადამიანებს კი ჯობია, სხვა საჩუქარი შეურჩიოთ.

მცენარის უარყოფითი გავლენის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, ამიტომ ამიტომ ჯობს ყურადღება იმ ადამიანის დამოკიდებულებაზე გაამახვილოთ, ვისთვისაც ფიკუსის ჩუქება გსურთ. ცრუმორწმუნე და ეჭვიანი ადამიანისთვის ფიკუსის ჩუქება არ ღირს, რათა თავი ცუდი ფიქრებით არ აევსოს.

თუ ყვავილს კარგად მოუვლით, ის მადლობის ნიშნად, სახლში ენერგიას გაწმენდს, ფინანსურ ნაკადებს მიიზიდავს და გამრავლებაში დაგეხმარებათ.

***

ყვავილის თვისებები, რომლებიც ცრურწმენებს არ უკავშირდება

ფიკუსი ასუფთავებს ჰაერს ისეთი მავნე ნივთიერებებისგან, როგორიცაა ფორმალდეჰიდი და ბენზოლი, მათ რესპირატორული დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, მცენარე, ფილტრის მსგავსად, ჰაერს მავნე ნივთიერებებისა და ბაქტერიებისგან წმენდს.

ფიკუსი შეიძლება საშიში გახდეს, თუ ბავშვი ან ცხოველი მის ფოთოლს პირში ჩაიდებს, რადგან მასში სახიფათო ნაწილაკები გროვდება.

ასთმიანები სახლში ბენჟამინის ფიკუსის ქონას უნდა მოერიდონ, რადგან ამ სახეობის ფიკუსმა შეიძლება სუნთქვის პრობლემების სახით, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ბენჟამინის ფიკუსი შეიძლება სხვა სახეობის ფიკუსებით ჩაანაცვლოთ, რომლებიც ალერგიულ რეაქციებს არ იწვევენ.

დაბოლოს, მცენარე, რომელიც ამდენ სადავო წარმოდგენას და ცრურწმენას უკავშირდება საკმაოდ უვნებელია.

ესეც დაგაინტერესებთ:

ჩრდილის ამტანი მცენარეები - თუ თქვენს ფანჯრებში მზის შუქი არ შემოდის

რა სჭირდება მცენარეს სიცოცხლისთვის - 10 ოქროს წესი!

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექციისგან დაგიცავთ

რომელია ოთახის მცენარეებიდან თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

ეს 6 მცენარე თქვენს სახლს კონდენციონერის გარეშე გააგრილებს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)