სამარხვო რეცეპტები

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივით!

fun time

13:47 სამ. 18 ოქტომბერი, 2022 წელი

შემწვარი გოგრა ტაფაზე

14
დაკოპირებულია

შეგიძლიათ, გოგრა ზუსტად ისევე შეწვათ, როგორც კარტოფილს წვავთ. თანაც, ეს გაცილებით უფრო მსუბუქი და სასარგებლო საჭმელია!

3-4 ულუფისთვის საჭირო პროდუქტი:

  • გოგრა - 500-600 გრამი;
  • ნიორი - 1 დიდი თავი;
  • ლიმონი - ნახევარი;
  • კამა ან ოხრახუში;
  • მწვანე სალათი;
  • მარილი;
  • მზესუმზირას ზეთი - შესაწვავად.

მომზადება:

გოგრა გაასუფთავეთ (თესლი და კანი მოაშორეთ) და დაჭერით პატარა ნაჭერბად;
ნიორი გაასუფთავეთ და თითო კბილი სიგრძეზე გაჭერით - 2-3 ნაჭრად;

გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი, დააყარეთ გოგრის ნაჭრები და საშუალო ცეცხლზე შეწვით 5-7 წუთის განმავლობაში;

შემდეგ დააყარეთ ნიორი, მარილი, კარგად ამოურიეთ, დაახურეთ ტაფას თავსახური და გააგრძელეთ წვა საშუალო ცეცხლზე. პერიოდულად აკურატულად ამოურიეთ ხოლმე;
როგორც წესი, გოგრის შეწვას 25-30 წუთი სჭირდება, თუ ძალიან დიდ ნაჭერბად არ დაჭრით;

როცა გოგრა მზად იქნება, თეფშზე დააწყვეთ მწვანე სალათის ფურცლები, ზედ გადმოიღეთ შემწვარი გოგრა, მოაჭერით მწვანილი და დააწურეთ ლიმონი;

სულ ეს არის.

შენიშვნა:

ნუ იფიქრებთ, რომ ერთი მთლიანი თავი ნიორი კერძს გაამწარებს. თერმული დამუშავებისას ნიორი სიმწარეს კარგავ და გოგრას ძალიან სასიამოვნო სპეციფიკურ გემოს აძლევს;

მწვანე სალათაც ძალიან უხდება ამ კერძს, თუმცა მის გარეშეც შეგიძლიათ მიირთვათ;

ასევე,შეგიძლიათ, თეფშზე გადმოღებულ კერძს თაფლი მოასხათ - თუ, რა თქმა უნდა, წონის მომატება არ გაშინებთ და თითოეულ კალორიას არ ითვლით.

გემრიელად მიირთვით!

ასევე, დაგაინტერესებთ:

გოგრის წვნიანი - უზბეკური რეცეპტი

გოგრა დიეტის დროს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული...

დატენილი ბულგარული

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი

უხორცო წვნიანი პიტნით

უხორცო წვნიანი პიტნით

სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი...

უკრაინული დრიანიკი