სილამაზე/ჯანმრთელობა

10 საინტერესო ფაქტი მარწყვზე

fun time

17:04 სამ. 18 აპრილი, 2023 წელი

10 საინტერესო ფაქტი
მარწყვზე

14
დაკოპირებულია

მარწყვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კენკროვანი კულტურაა. ის დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ორგანულ მჟავეებს, ნახშირწყლებს, ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C), ვიტამინ K-ს, ვიტამინ B6-ს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს და შაქრებს შეიცავს. მარწყვის ნაყოფი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა. საქართველოში მარწყვის სეზონი მაისიდან იწყება და თითქმის შემოდგომამდე გრძელდება. ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც ეს რბილი, ტკბილი და სურნელოვანი კენკრა არ უყვარს.

1. მარწყვის კულტივაცია ფრანგებმა XIV საუკუნეში მოახდინეს. იმ დროისთვის შარლ V-ის ბაღში მარწყვის 1200 ბუჩქი ხარობდა. სწორედ საფრანგეთმა დაუდო სათავე ბაღის მარწყვის მოშენებას ევროპაში, საიდანაც საქართველოშიც მოხვდა. ამჟამად კი მსოფლიოში სამასზე მეტი ჯიშის მარწყვია.

2. ზოგს ბაღის მარწყვი და ტყის ხენდრო ერთი და იგივე კენკრა ჰგონია, მაგრამ ეს შეცდომაა. დიახ, ორივე ვარდისებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა, მაგრამ ბაღის მარწყვს მოზრდილი, მოგრძო ფორმის ნაყოფი აქვს, ტყის ხენდრო კი პატარა, მრგვალი ფორმის კენკრაა. ხენდრო ეკოლოგიურად სუფთაა და ვიტამინებით უფრო მდიდარი, უფრო არომატული და ტკბილია. ხენდროსა და მარწყვში ბევრია C ვიტამინი, რომლის ნაკლებობა გაზაფხულის ბოლოს განსაკუთრებით იგრძნობა.

3. მარწყვის წარმოებაში წამყვანი ადგილი აშშ-ს უკავია, სადაც წელიწადში 1 200 000 ტონაზე მეტი მარწყვი მოჰყავთ. ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელია ესპანეთი, თურქეთი და მექსიკა.

4. მარწყვის ყველაზე დიდი ნაყოფი 1983 წელს, აშშ-ის კენტუკის შტატში მოწყვიტეს. მარწყვის წონა 231 გრამი იყო, თუმცა სიტკბოთი და სასიამოვნო გემოვნური თვისებებით არ გამოირჩეოდა.

5. მარწყვის და ხენდროს წვენი კანს შესანიშნავად თეთრებს და ასაკობრივ ლაქებს ებრძვის.

6. მარწყვი თავის ტკივილს კარგად უმკლავდება, რადგან ასპირინის შემადგენლობის მსგავს ნივთიერებებს შეიცავს.

👉 მარწყვის სასარგებლო თვისებები

7. მარწყვი შეიცავს სპილენძს, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას ააქტიურებს. აქედან გამომდინარე, მარწყვის ნიღაბს ძვირად ღირებული საცხის მსგავსი ეფექტი აქვს. დაზოგილი ფულით კი რამდენიმე კალათა მარწყვის შეძენას შეძლებთ.

8. ჰოლივუდში ბევრი მსახიობი პერიოდულად, მარწყვის დიეტას იცავს. შედეგები შთამბეჭდავია - მინუს 2,5 კილო 4 დღეში. ვიქტორია ბეკჰემი თვეში სამი დღე მხოლოდ მარწყვს მიირთმევს.

9. მარწყვი, ნაღების გარდა, ზღვის პროდუქტებს, ფრინველსა და ყველსაც შესანიშნავად ეხამება. კარაქში შემწვარი და შავი პილპილით შეზავებული მარწყვი ერთ-ერთი უგემრიელესი კერძია.

10. ყველაზე ძვირად ღირებული მარწყვის დაგემოვნება ნიუ ორლეანში მდებარე რესტორან Arnaud's-ში შეგიძლიათ, თუმცა ამისთვის ერთ პორციაში 1.4 მილიონი დოლარის გადახდა მოგიწევთ. რესტორანში მარწყვს კრემთან და 5-კარატიან ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედთან ერთად მოგართმევენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას