სილამაზე/ჯანმრთელობა

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeaker ან ყურსასმენები ტელეფონის მავნე ზემოქმედებას ამცირებს

fun time

16:41 შაბ. 20 აპრილი

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

14
დაკოპირებულია

21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრება მობილური ტელეფონის გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიოში, სადაც  მაღალი წნევა უეცარი სიკვდილის მთავარი მიზეზია, მობილური ტელეფონი 10 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის თითქმის 75%-ს აქვს. რატომ ვახსენებთ ამ ორ ფაქტს ერთად? ამას ჩვენს სტატიაში გაიგებთ.

სანამ მეცნიერების ნაწილი კაცობრიობის მომავლისთვის ხელოვნური ინტელექტის პოტენციურ საფრთხეს განიხილავს, მეორე ნაწილმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ქცეული ტექნიკა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ზოგი მათგანი ადამიანის სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

მობილური ტელეფონის გავლენა სხეულზე

მობილურ ტელეფონზე დიდხანს საუბარი, როგორც ჩინელმა მკვლევრებმა დაადგინეს, ყველაზე მეტად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.

ამასთან, ულტრაბგერას ყველაზე ძლიერი ზემოქმედება მაშინ აქვს, როდესაც მობილური გადამცემ სადგურს უკავშირდება და პირველი ზუმერი გაისმის. ამიტომ უმჯობესია, Loudspeaker-ზე ანუ ხმამაღლა ლაპარაკზე ჩავრთოთ ან ყურსასმენებით ვისარგებლოთ. სწორედ ამიტომ საუბრობს ევროპაში უმეტესობა ყურსასმენით, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია. ულტრაბგერის ზემოქმედება პირველი ზარიდან 10-20 წამის შემდეგ მცირდება.

როგორც მკვლევრები განმარტავენ, მობილური ტელეფონით დიდხანს საუბის ზიანი შეიძლება 10-15 წლის შემდეგ გამოვლინდეს, რაც ეს განსაკუთრებით სახიფათოა ახალგაზრდა ტვინისთვის.

ვფიქრობთ, ეს გაფრთხილება საკმაოდ კარგი მიზეზია იმისთვის, რომ ტელეფონზე საუბრის დროს ე.წ ლაუდსპიკერი ჩართოთ ან ყურსასმენები გაიკეთოთ.

მობილური ტელეფონების მავნე ზემოქმედება

👉 რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების პრობლემები - რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ ონლაინ ურთიერთობებში, მით უფრო ნაკლებ დრო გვრჩება რეალური ურთიერთობებისთვის.

👉 ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება - მუშაობის ან სწავლის დროს ახლოს მყოფი ტელეფონი ყურადღების კონცენტრაციას 20%-ით ამცირებს და ტვინი ზარმაცდება.

👉 ყურადღების ხანგრძლივობის შემცირება - ტელეფონის ხშირი გამოყენების შედეგად ინფორმაციას მხოლოდ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იმახსოვრებთ.

👉 მხედველობის გაუარესება - სმარტფონის მომხმარებელთა 90%-ზე მეტს მხედველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა აღენიშნება. ზოგადი ჩივილებია: ტკივილი თვალის არეში, მშრალი თვალის სინდრომი, თავის ტკივილი და გულისრევა.

რამდენ ხანს შეიძლება ტელეფონის უსაფრთხოდ გამოყენება?

სასურველია, რომ ტელეფონთან ურთიერთობა - ინფორმაციის კითხვა, ვიდეოს ყურება, სქროლვა - დღეში ორ საათამდე შეამციროთ, ლაპარაკი კი სისხლის ნორმალური მიმოქცევისთვის, პერიოდულად უნდა ადგეთ და გაჭიმვა და მცირე ვარჯიშები შეასრულოთ.

რაც შეხება მობილურზე საუბარს, ერთი საუბარი უმჯობესია გრძელდებოდეს არა უმეტეს ორი წუთისა. ზარებს შორის პაუზა კი მინიმუმ 15 წუთი მაინც იყოს.

საზიანოა თუ არა მობილური ტელეფონი თავთან ძილის დროს?

გარდა იმისა, რომ ტელეფონის გამოსხივება თავის ტვინზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ასევე იწვევს შფოთვისა და ფორიაქის მდგომარეობას და გვაიძულებს, დაძინებამდე უამრავ რამეზე ვიფიქროთ. მკვლევრები გვირჩევენ, რომ დაძინებამდე, სულ მცირე, ერთი საათით ადრე სმარტფონი და კომპიუტერი საძინებლიდან გავიტანოთ ან გამოვრთოთ.

ესეც საინტერესოა:

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდება - იაპონელი ექსპერტების ანგარიში

3 მიზეზი, რატომ არ შეიძლება დასამუხტად შეერთებული ტელეფონთან ახლოს ძილი

ნომოფობია - ვის აქვს ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში

რა მოიფიქრა ნიდერლანდების მეფემ, რომ ბავშვები გაჯეტებისთვის მოეწყვიტა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?