სილამაზე/ჯანმრთელობა

წყლის ჩარეცხვამდე უნიტზს სახურავი დახურეთ - ჰიგიენის და ფენ-შუის მოთხოვნა!

fun time

16:00 შაბ. 10 ივნისი, 2023 წელი

რატომ უნდა დავახუროთ
უნიტზს სახურავი?

14
დაკოპირებულია

პირველი უნიტაზი, დაახლოებით, 450 წლის წინათ, დედოფალ ელისაბედ პირველისთვის  დამზადდა. უნიტაზის თავსახური კი მოგვიანებით, უსიამოვნო სუნის შესაკავებლად გამოიგონეს, რომელიც სამეფო აპარტამენტებში ვრცელდებოდა.

რა საჭიროა უნიტაზის თავსახური?

რა თქმა უნდა, მხოლოდ სუნის შესაკავებლად არა. ჯერ კიდევ შორეულ 70-იან წლებში ჩატარებული ექსპერიმენტით გაირკვა, რომ უნიტაზის ჩარეცხვის შემდეგ მიკრობები პირსახოცებზე, კერამიკის ფილებზე, კბილის ჯაგრისებზე და სხვა ზედაპირებზე ხვდება და დიდი ხნის მანძილზე რჩება.

კვლევების თანახმად, უნიტაზში წყლის ჩარეცხვის დროს 2 მეტრამდე სიმაღლის აეროზოლის სვეტი წარმოიქმნება, რომელიც წყლის, ჰაერისა და პათოგენური ბაქტერიებისგან შედგება. მავნე ბაქტერიების შემცველი „უნიტაზის შლეიფი“ 2-3 მეტრის მანძილზე ვრცელდება, რაც განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტუალეტში უნდა გაითვალისწინოთ!

როგორ მოვიქცეთ?

წყლის ჩარეცხვამდე უნიტზს სახურავი დაახურეთ. თუ საზოგადოებრივ საპირფარეშოში ხართ, ჩარეცხვამდე უნიტაზს მაქსიმალურად უნდა მოშორდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ტანსაცმელზე, კანზე, თმასა და ხელებზე მილიარდობით ბაქტერია მოხვდება. თუ სახლში საერთო სარგებლობის ტუალეტი გაქვთ, გაიტანეთ პირადი ჰიგიენის ნივთები: კბილის ჯაგრისები, სავარცხლები, პირსახოცები და ა.შ.

რას ფიქრობს ამაზე ფენ-შუი?

ფენ-შუის ფილოსოფიის თანახმად, საპირფარეშოებთან დაკავშირებული ენერგია უარყოფითად ითვლება. ზოგადად, ჩინური სწავლებით უნიტაზი აბაზანაში არ უნდა იყოს. თუ სხვა გზა არ არის, ფარდების ან ტიხრების დახმარებით, ვიზუალურად უნდა გამოყოთ.

ფენ-შუის სწავლებით უნიტაზი უარყოფით ენერგიასთან ასოცირდება, რომელსაც შეუძლია ფული, იღბალი და კეთილდღეობა წაგართვათ, ამიტომ წყლის ჩარეცხვისას არა მარტო თავსახური, არამედ ტუალეტის კარიც უნდა დაკეტოთ.

ბევრს მიაჩნია, რომ უნიტაზის თავსახურავის დახურვით, ბინის სხვა მცხოვრებლების მიმართ თავაზიანობას გამოხატავთ. ევროპის ქვეყნებში ამ წესებს ბავშვობიდან ასწავლიან, ამიტომ თუ სახლში სტუმრად ევროპელი გყავთ, არ გაგიკვირდეთ, რომ უნიტაზის თავსახური ყოველთვის დახურული დაგხვდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ აქვს ტაივანში ტუალეტებს მინის კედლები?

სასტუმრო ოქროს უნიტაზებით, ვიეტნამის დედაქალაქში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას