ურთიერთობა

ვინ არის „წვიმის კაცის“ რეალური პროტოტიპი?

fun time

17:00 კვი. 9 ივლისი, 2023 წელი

„წვიმის კაცის“ რეალური
პროტოტიპი

14
დაკოპირებულია

ალბათ, ნანახი გაქვთ ბარი ლევინსონის გენიალური ფილმი „წვიმის კაცი“, რომელიც ეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა. ფილმში ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები: დასტინ ჰოფმანი, ტომ კრუზი, ვალერია გოლინო და სხვები მონაწილეობენ.

ფილმის სცენარის მიხედვით, მამის გარდაცვალების შემდეგ აუტიზმით დაავადებულ რეიმონდს $3 მილიონი დარჩა, მის ჯანმრთელ ძმას ჩარლის კი არაფერი ერგო. ჩარლი უხეში და ეგოისტი კაცია. ის ნებისმიერი გზით ცდილობს მამის მემკვიდრეობისგან წილის მიღებას და შურისძიების მიზნით ძმას საავადმყოფოდან გაიტაცებს.

ძმების რამდენიმედღიანი თანაცხოვრება ყველაფერს ცვლის...

ბევრმა არ იცის, რომ ფილმის მთავარ გმირს რეალური პროტოტიპი ჰყავს და ის ამერიკელი მამაკაცი, სახელად კიმ პიკია.

ამ ადამიანს ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა და წაკითხული ინფორმაციის 98% იმახსოვრებდა.

კიმს აუტიზმი არ აწუხებდა, მაგრამ მისი ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის კავშირი დარღვეული იყო, ამიტომ ბიჭუნამ სიარული მხოლოდ 4 წლის ასაკში ისწავლა.

მას ცხოვრების ბოლომდე უჭირდა ელემენტარული პროცედურების ჩატარება, მაგალითად, ღილების შეკვრა. სამაგიეროდ, კითხვა 16 თვისამ ისწავლა! 7 წლის ასაკში ზეპირად იცოდა ბიბლია, 18 წლის ასაკში კი - შექსპირის ყველა ნაწარმოები!

კიმმა წიგნის კითხვის სპეციალური ტექნიკა შეიმუშავა: მარჯვენა თვალით მარჯვენა გვერდს კითხულობდა და მარცხენით კი - მარცხენას და ამას მხოლოდ 8-10 წამს ანდომებდა.

მამაკაცს შეუზღუდავი ინტელექტუალური შესაძლებლობები ჰქონდა. მას შეეძლო 20 წუთში ყველაზე სქელტანიანი წიგნი წაეკითხა და წაკითხული ინფორმაცია ნებისმიერ დროს სიტყვა-სიტყვით აღედგინა.

„წვიმის კაცმა“ 1989 წელს 4 ოსკარი, 2 „ოქროს გლობუსი“, ბერლინის კინოფესტივალის გრან-პრი და სხვა ჯილდოები მიიღო. ოსკარის მიღების ცერემონიაზე დასტინ ჰოფმანმა კიმ პიკს მადლობა გადაუხადა.


კიმ პიკი 2009 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა. „წვიმის კაცი“ მხოლოდ 59 წლის იყო.

ამბობენ, რომ გარდაცვლილს ჩახუტებული ჰქონდა ოსკარის ქანდაკება, რომელიც „წვიმის კაცის“ სცენარისტმა ბარი მეროუმ ათხოვა.

ესეც დაგაინტერესებთ:

ადამიანის მეხსიერების რეკორდები

ადამიანის გონების 10 საიდუმლო, რომელზეც ბევრს წარმოდგენაც არ აქვს

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება - 12 შეუცვლელი პროდუქტი!



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!