იცით თუ არა

ადამიანის ფენომენალური მეხსიერების რეკორდები!

fun time

14:00 შაბ. 7 აგვისტო, 2021 წელი

მახსოვრობის რეკორდები

14
დაკოპირებულია

ისინი ჩვენი თანამედროვეები არიან. მათი ფენომენალური მეხსიერება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა!

  • ინგლისელ დომინიკ ო’ბრაიენს (Dominic O'Brien, დაბად. 1957 წ.) მსოფლიოს ყველა კაზინოში შესვლა აკრძალული აქვს და ეს გასაკვირი არაა - დომინიკს ფენომენალური მეხსიერება აქვს, ამიტომ ბანქოს ქაღალდებს თვალის ერთი შევლებით იმახსოვრებს. 2002 წლის 1 მაისს, როდესაც მან დაიმახსოვრა 2808 სათამაშო კარტის შემთხვევითი თანმიმდევრობა, ის გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიტანეს.

ო’ბრაიენი საათში, დაახლოებით, 300 ახალ სიტყვას იმახსოვრებს და ახალი ენის შესასწავლად 2-3 დღე სჭირდება.

ის 8-ჯერ გახდა მეხსიერების მსოფლიო ჩემპიონი. პირველად ეს მოხდა 1994 წელს, როდესაც 15 წუთში 152 ჩინური სიტყვა დაიმახსოვრა.

  • მეორე ინგლისელმა, დანიელ ტამეტმა (Daniel Tammet, დაბად. 1979 წ.)ბავშვობაში ეპილეფსიის შეტევის გადატანის შემდეგ საოცარი უნარი შეიძინა - ტამეტს გონებაში ასზე მეტი ნიშნისგან შემდგარი რიცხვების რთული გამოთვლების ჩატარება შეუძლია.

  • ამერიკელმა კიმ პიკმა (Kim Peek, 1951-2009 წწ.), რომლის შესახებაც არის გადაღებული ფილმი „წვიმის კაცი“, მთელი ცხოვრების მანძილზე წაკითხული, 12 0000 წიგნი ზეპირად იცოდა, ახსოვდა შეერთებული შტატების ყველა ქალაქის და მაგისტრალის რუკა და ადვილად შეეძლო კალენდარში ბოლო 2000 წლის კვირის ნებისმიერი დღე განესაზღვრა.

🔰🔰🔰:

ჰიპერთიმეზიის სინდრომი - გოგონა, რომელსაც დაბადებიდან მოყოლებული ყველაფერი ახსოვს

25 საინტერესო ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ!

ექსკურსია ადამიანის სხეულში!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)