ფსიქოლოგიური დახასიათება ფიგურის მიხედვით

FUN-ტესტი

6 დეკემბერი 13:00, 2017 წელი

ამ ოთხიდან რომლის მსგავსი ფიგურა გაქვთ? აირჩიეთ და წაიკითხეთ საკუთარი ხასიათის თავისებურებები და რჩევებიც...

ვაშლი
ძირითადი თავისებურებანი: ამ ტიპის ქალებს, როგორც წესი, ფართო მხრები, დიდი მკერდი და ძლიერი ხელ-ფეხი აქვთ. როცა წონაში იმატებენ, ზედმეტი კილოგრამები ჯერ მკერდზე, ხელ-ფეხსა და მუცელზე ეტყობათ.


ფსიქოლოგიური დახასიათება: ეს ქალები ლიდერის თვისებებით გამოირჩევიან. სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, პასუხისმგებლობის მქონენი და დამოუკიდებლები არიან. მათ ერთი ცუდი ჩვევა აქვთ - არ იციან ზღვარი მუშაობაში, დასვენებაში, კვებასა და სპორტში.


რეკომენდაციები: თქვენ ვეგეტარიანული დიეტა წაგადგებათ. ზოგჯერ სჯობს, არ აღელდეთ და დატკბეთ უბრალო საგნებით. იდეალური ფორმის შესანარჩუნებლად ცურვას გირჩევთ.


მსხალი
ძირითადი მახასიათებლები: ამ ტიპის ქალებს კლასიკური ქალური სხეული აქვთ, ვიწრო ზედა ნაწილითა და მომრგვალებული თეძოებით. წონის მატება იწყება თეძოებიდან. მათ ცელულიტისკენ აქვთ მიდრეკილება.


ფსიქოლოგიური დახასიათება: ეს ქალები ძალიან მოსიყვარულენი, მზრუნველები და მგრძნობიარენი არიან. ადვილად ეკონტაქტებიან ახალგაცნობილ ადამიანებს. შენელებული მეტაბოლიზმის გამო ერთგვარი გარეგანი გულგრილობა ახასიათებთ, მაგრამ შინაგანად ძალიან ემოციურები არიან.


რეკომენდაციები: დიეტისას ხილს, ბოსტნეულსა და მსუბუქ ცილებს მიანიჭეთ უპირატესობა. ფსიქოლოგიური კომფორტისთვის თქვენ ურთიერთობა გესაჭიროებათ. გაექეცით მარტოობას, მაგრამ ნერვიული ადამიანებისგან თავი შორს დაიჭირეთ. იოგა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნასა და დადებითი ენერგიის დაგროვებაში. გახსოვდეთ, რომ შენელებული მეტაბოლიზმი გაქვთ, ამიტომ ფიზიკური აქტიურობა გესაჭიროებათ.


მართკუთხედი
ძირითადი მახასიათებლები: ამ სხეულს მოზარდის ფიგურა აქვს: ვიწრო მხრები, ნაკლებად გამოკვეთილი წელი და დიდი ხელ-ფეხი. ამ ფიგურის მქონე ქალები ძალიან სწრაფად მატულობენ წონაში და თავიდან მუცელი ეზრდებათ. სუსტი ლიმფური სისტემა შეიძლება შეშუპებებისა და მშრალი კანის მიზეზი გახდეს.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები: ამ ტიპის ქალები, როგორც წესი, ინტროვერტები არიან, აქვთ მიდრეკილება ხელოვნებისა და მეცნიერებისადმი. ისინი შეიძლება ინდიფერენტულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ურთიერთობა არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ თვითკმაყოფილები არიან. ზოგჯერ საკუთარ ფიქრებში იძირებიან.


რეკომენდაციები: გამოიყენეთ ცილოვანი დიეტა და ნახშირწყლების მოხმარება შეამცირეთ. სულის ჰარმონიისთვის სახლში რაც შეიძლება მეტი ყვავილი და არომატული სანთელი უნდა იყოს. რაც შეეხება ვარჯიშებს, აუცილებელია ვარჯიშები დაძაბულობაზე, რაც მუცელს მოგაშორებთ და წელს გამოკვეთავს.


ქვიშის საათი
ძირითადი მახასიათებლები: ამ ტიპის ქალები წონას ჯერ მუცელსა და თეძოებზე იმატებენ (კიდურები, წონის მატების მიუხედავად, ხშირად წვრილი რჩება). მათთვის დამახასიათებელია სუსტი კუნთები და ძალიან მყიფე ძვლები. ამას გარდა, შეიძლება თხელი მშრალი კანის პრობლემებიც აწუხებდეთ. აქვთ მიდრეკილება ცელულიტისკენ.


ფსიქოლოგიური მახასიათებლები: ამ ტიპის ქალები ხალისიანები, აქტიურები და გახსნილები არიან. კომუნიკაბელურობა მათი დამახასიათებელი ნიშანია. ამის გამო ნებისმიერ კომპანიაში ეხერხებათ გაშინაურება.


რეკომენდაციები: მწვანე ბოსტნეულის მოხმარებას გირჩევთ. ამას გარდა, აუცილებელია რძის პროდუქტები ცხიმის დაბალი შემცველობით. კარგია, თუ მინიმუმამდე შევზღუდავთ ხილს, პურს, ალკოჰოლსა და კოფეინს. სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად კარგი იქნება ჰიდრომასაჟი. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?