6 საუკეთესო ფილმი ჟურნალისტებზე

კინო

2 ოქტომბერი 14:00, 2020 წელი

გაინტერესებთ, რა ხდება ჟურნალისტიკის კულისებში? ამ ფილმებში სწორედ ჟურნალისტის პროფესიის მრავალწახნაგიანობაა ნაჩვენები - საინტერესო, არაპროგნოზირებადი, საპასუხისმგებლო, დაძაბული და ზოგჯერ - სიცოცხლისთვის სახიფათოც კი. აარჩიეთ ფილმი და შაბათ-კვირას ჩაუჯექით...

ინტერვიუ ღმერთთან / An Interview with God (აშშ. 2018 წ.)



რეჟისორი პერი ლენგი
როლებში: ბრენტონ ტუეიტსი, იაელ გრობგლასი, ბობი დი ჩიკო, მიგან კიმბერლი სმიტი, დევიდ სტრეტეირნი, ჩარლი დინ კრიკი, ჰილ ჰარპერი


სიუჟეტი: ნიჭიერი ჟურნალისტი პოლ აშერი, რომელიც ავღანეთში მივლინებით იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებული ოჯახური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება - მისი ქორწინება იშლება, თავად კი პიროვნულ კრიზისს განიცდის. სწორედ ასეთ ვითარებაში გადაწყვეტს, ინტერვიუ აიღოს ადამიანისგან, რომელიც საკუთარ თავს ღმერთს უწოდებს. ეს ინტერვიუ ჟურნალისტის ბედს ძირფესვიანად ამოატიალებს.



 



პირადი ომი / A Private War (დიდი ბრიტანეთი, აშშ. 2018 წ.)



რეჟისორი მეტ ჰეინემანი
როლებში: როზამუნდ პაიკი, ჯეიმი დორნანი, სტენლი ტუჩი, ტომ ჰოლანდერი...


სიუჟეტი: ეს არის ბიოგრაფიული ფილმი თანამედროვეობის გამორჩეული სამხედრო-კორესპონდენტი ქალის მერი ქოლვინის შესახებ. იგი სიმართლის ძებნაში მზად არის, ნებისმიერ გამოწვევას გაუძლოს და ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იყოს.



 


 


„საიდუმლო დოსიე“ / The Post (დიდი ბრიტანეთი, აშშ. 2017 წ.)



რეჟისორი სტივენ სპილბერგი
როლებში: მერილ სტრიპი, ტომ ჰენკსი, სარა პოლსონი, ბობ ოდენკიორკი, ბრიუს გრინვუდი, მეთიუ რიზი, ელისონ ბრი, კერი კუნი...


სიუჟეტი: სპილბერგის ამ დრამის სიუჟეტის ცენტრში არიან ცნობილი ამერიკული გაზეთები The New York Times და The Washington Post, რომელთა რედაქტორები  კეტრინ გრემი - „ნიუ-იორკ თაიმსის“ პირველი ქალი გამომცემელი (მერილ სტრიპი) და მისი კოლეგა „ვაშინგტონ პოსტიდან“ ბენ ბრედლი (ტომ ჰენკსი) გადაწყვეტენ, გამოაქვეყნონ პენტაგონის გასაიდუმლოებული დოკუმენტები ვიეტნამის ომის შესახებ.
გაზეთის პირველი ამერიკელი ქალი გამომცემლის, კეტრინ გრემისა (მერილ სტრიპი) და მისი „ვაშინგტონ პოსტის“ ენერგიული რედაქტორის, ბენ ბრედლის (ტომ ჰენკსი) უპრეცედენტო ბრძოლაზე ჟურნალისტებსა და ქვეყნის მთავრობას შორის.
ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. 1971 წელს სამხედრო ანალიტიკოს დენიელ ელსბერგის სტატია გაზეთმა The New York Times-მა დაბეჭდა.



 


ვისკი ტანგო ფოქსტროტი / Whiskey Tango Foxtrot (აშშ, 2016 წ.)



რეჟისორები: გლენ ფიკარა, ჯონ რეკუა
როლებში: თინა ფეი, მარგო რობი, მარტინ ფრიმანი, კრისტოფერ ებოტი, ბილი ბობ ტორნტონი...


სიუჟეტი: ფილმის მოვლენები 2003 წელს ვითარდება. რეპორტიორი კიმ ბარკერი (თინა ფეი) საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა. იგი გრძნობს საკუთარ პოტენციალს და სულ სხვა მოწოდება აქვს, თუმცა მაინც მუშაობს მოსაწყენ ტელეარხზე და ხვდება ბიჭს, რომელიც არ უყვარს. ერთ დღესაც ტელეარხის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ საინტერესო სიუჟეტის მოსაძებნად კიმი,  სამხედრო ჟრნალისტის რანგში, ავღანეთსა და პაკისტანში გაუშვას.  იქ უმეგობრდება BBC-ის ცნობილ ჟურნალისტს (მარგო რობი) და შოტლანდიელ ფოტოგრაფს (მარტინ ფრიმანი). სამყაროს მეორე ბოლოს ჟურნალისტი ქალისთვის ახალი აღმოჩენები და თავის გადარჩენისთვის ბრძოლა იწყება.



 


ყურადღების ცენტრში / Spotlight (აშშ. 2015 წ.)



რეჟისორი ტომას მაკარტი
მსახიობები: მარკ რუფალო, მაიკლ კიტონი, რეიჩელ მკადამსი, ლენ კარიუ, ლივ შრეიბერი, სტენლი ტუჩი


სიუჟეტი: ფილმში გადმოტანილი ამბავი ბოსტონში 2000 წლებში რეალურად მოხდა. გაზეთის The Boston Globe-ს რედაქცია მიიღებს ანონიმურ წერილს, რომელშიც სულისშემძვრელი ინფრმაციაა - ეკლესიების მსახურები სექსუალურად ძალადობდნენ 3-დან 14 წლამდე ბავშვებზე, რომელთაგან უმეტესობა ობოლია. რედაქცია დამოუკიდებელ გამოძიებას დაიწყებს. სტატიის გამოქვეყნებას არნახული სკანდალი მოჰყვა.



 


მოკალი მაცნე / Kill the Messenger (აშშ. 2014 წ.)



რეჟისორი მაიკლ კუესტა
როლებში: ჯერემი რენერი, მაიკლ შინი, ოლივერ პლატი, რეი ლიოტა,


სიუჟეტი: რეპორტიორი ჰარი უები ამზადებს სტატიას კალიფორნიაში ნარკოტრაფიკის შესახებ. მას ხელში ჩაუვარდება საიდუმლო მასალები, რომლებითაც დასტურდება სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობა ნარკოტიკების გადაზიდვის საქმეში. სპეცსამსახურები უწყებენ თვალთვალს, არ წყდება მუქარის ზარები, თუმცა ცნობილი რეპორტიორის მოკვლას ერიდებიან. ერთადერთი გამოსავალია, ჰარი ჭკუასუსტად გამოაცხადონ, რის შემდეგაც მისი ნებისმიერი სტატია ძალას დაკარგავს.
სიუჟეტი აგებულია რეალურ ამბავზე.



 


ასევე ნახეთ:


ფილმები ქალებზე 


აგათა კრისტის დეტექტივები და მათი 5 საუკეთესო ეკრანიზაცია


10 ცნობილი პერსონაჟის ცხოვრებისეული პროტოტიპები


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?