1 - EHWAZ: ეს რუნა მოძრაობის სიმბოლოა და მიგვითითებს იმაზე, რომ უკვე დროა, ნაბიჯი წინ გადავდგათ. შესაძლოა, ნაკლები ფიქრი და მეტი მოძრაობა იყოს საჭირო.
2 - OTHALA: ეს რუნა საოჯახო კავშირების განმტკიცების სიმბოლოა. შესაძლოა, თქვენი ოჯახი ფართოვდება ან ურთიერთობას გაჯანსაღება ესაჭიროება.
3 - URUZ: ეს რუნა ძალის სიმბოლოა და მოგვიწოდებს, საკუთარ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა საკუთარ ხელში ავიღოთ. ის, ასევე, ნაყოფიერებისა და სექსუალური ენერგიის ზრდის სიმბოლოცაა.
4 - GEBO: ეს რუნა კეთილდღეობის სიმბოლოა და იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოულოდნელი ბედნიერება გეწვევათ! ეს ერთ-ერთი იღბლიანი სიმბოლოა და სამყაროს სიუხვეზე მიგვითითებს.
5 - HAGALAZ: ეს რუნა ქარიშხლის სიმბოლოა და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში აუცილებელი ცვლილება ხდება. დადგა დრო, კვლავ შეიყვაროთ საკუთარი თავი.
6 - ALGIZ: ეს რუნა დაცვის სიმბოლოა და თქვენ მიმართ ღვთიურ ხელმძღვანელობასა და დაცვაზე მიუთითებს. ასევე, საკუთარ ჯანმრთელობასაც უნდა მიხედოთ.
7 - RAIDHO: ეს რუნა მოგზაურობის სიმბოლოა. თუ სადმე გამგზავრებას აპირებთ, ეს მოგზაურობა შემეცნებითად ძალიან საინტერესო იქნება.
8 - BERKANA: ეს რუნა განკურნების სიმბოლოა და ახალი ცხოვრების დაწყებისკენ მოგიწოდებთ. წარსული წარსულში უნდა დატოვოთ და საკუთარი სიძლიერე ახლიდან უნდა ააგოთ.
9 - TEIWAZ: ეს რუნა დისციპლინის სიმბოლოა. დადგა დრო, დეტალებს ჩაუღრმავდეთ და გადაწყვეტილებები სპონტანურად არ მიიღოთ.
10 - Mannaz: ეს რუნა პრობლემებზე მიუთითებს. ცხოვრებაში ზოგიერთ ურთიერთობას აუცილებლად უნდა გადახედოთ.