სხეულის რომელ ნაწილს იბანთ პირველ რიგში, როცა შხაპის ქვეშ დგებით?

FUN-ტესტი

11 მარტი 13:00, 2018 წელი

სწრაფი და თავშესაქცევი ტესტია, რომელიც გეტყვით, როგორი საყვარელი ხართ, ვინ უნდა გყავდეთ გვერდით და რა უნდა გაითვალისწინოთ ცხოვრებაში... 

მაშ ასე, რას იბანთ პირველ რიგში:


1. თავს


2. მკერდს


3. იღლიებს


4. სახეს


5. მხრებს


6. სხვა


 


ესეც შედეგი:


1. თავს
ა) პირველად თავს არტისტული ბუნების პატრონები იბანენ. თქვენ ღრუბლებში ფრენა გიყვართ, მაგრამ იმავდროულად იმის  მიღწევა შეგიძლიათ, რასაც სხვები ვერ ახერხებენ. თქვენ ზოგჯერ არათანმიმდევრული ხართ, მაგრამ მუყაითად მუშაობთ მიზნის მისაღწევად.
ბ) ფული თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არაა. მეგობრობას უფრო აფასებთ. თქვენს მეგობრებს შორის ინტელექტუალები სჭარბობს.
გ) იდეალური საყვარელი ბრძანდებით. ყოველთვის მიისწრაფვით სიახლისა და უცნობი შეგრძნებებისკენ.
დ) თქვენთვის საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველ რიგში მკერდს იბანს.


2. მკერდს
ა) ის, ვინც შხაპის ქვეშ პირველ რიგში მკერდს იხეხავს, პრაქტიკული ადამიანია. მიდებ-მოდება არ გიყვართ. თქვენთვის მთავარი სიმყუდროვეა.
ბ) არ გიყვართ, როცა საქმიდან გაცდენენ, ანდა როცა თქვენს აზრს არ იზიარებენ.
გ) კარგი საყვარელი ბრძანდებით და ახალი განცდები გიტაცებთ.
დ) საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველად თავს იბანს.


3. იღლიებს
ა) ის, ვინც პირველ რიგში იღლიებს იბანს, საიმედო და შრომისმოყვარეა. ამგვარი ტიპი ადამიანებში  საკმაოდ გავრცელებულია. 
ბ) მყარად დგახართ მიწაზე. მთელი გულით ცდილობთ სხვების დახმარებას. ხშირად უსიამოვნო ვითარებაშიც ხვდებით, რადგან ადამიანების გულწრფელობას ენდობით ხოლმე.
გ) როგორც საყვარელი - საშუალო დონის ბრძანდებით. ეცადეთ, სექსუალური ცხოვრება ცოტათი გაამრავალფეროვნოთ.
დ) თქვენთვის საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველ რიგში მხრებს იბანს.


4. სახეს
ა) მათთვის, ვინც პირველ რიგში სახეს იბანს, ფული მნიშვნელობით პირველ ადგილზე დგას. თქვენ ყველაფერზე წახვალთ, რათა სიმდიდრე მოიპოვოთ. ამ დროს პატიოსნება და ღირსება მეორე პლანზე იწევს.
ბ) ცხოვრება წინააღმდეგობათა ზოლია, ხოლო მეგობრები მის გადალახვაში გშველიან. გარეშეთათვის თქვენი გაგება ჭირს, მაგრამ ეს არ გადარდებთ. ძალიან ეგოცენტრული ბრძანდებით.
გ) საკმაოდ "ისე რა" საყვარელი ბრძანდებით, ვინაიდან თქვენთვის მთავარია სიამოვნების მიღება და არა მინიჭება.
დ) ყველაზე კარგი ურთიერთობა გექნებათ მასთან, ვინც "სხვას" არჩევს.


5. მხრებს
ა) ვინც პირველ რიგში მხრებს იბანს, ნაკლებად იღბლიანია. ზოგჯერ იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ.
ბ) ადამიანებში სიმპათიას არ იწვევთ. ნეგატივისგან თავის დაღწევას მარტოობით ამჯობინებთ. მთავარია  სასმელს ან სათამაშო მაგიდას არ მიეძალოთ. ფული და ძალაუფლება თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ იღბალი ზოგჯერ გღალატობთ.
გ) ცუდი საყვარელი ბრძანდებით და ცხოვრების პარტნიორის მოძებნა გაგიჭირდებათ.
დ) თქვენი ერთადერთი შანსია ის, ვინც პირველ რიგში იღლიებს იბანს.


6. სხვა
ა) თქვენ აირჩიეთ "სხვა". სავარაუდოდ, თქვენში შინაგანი ძალა სჭარბობს, მაგრამ ადამიანებს მისი დანახვა უჭირთ. 
ბ) გულის სიღრმეში საკმაოდ საინტერესო პიროვნება ბრძანდებით, რომელსაც ცოტა ნაკლი აქვს. თქვენ თქვენი ძალა უნდა  განავითაროთ და სისუსტის დაფარვაზე არ იფიქროთ.
გ) ჩვეულებრივი საყვარელი ბრძანდებით. ბევრი სხვადასხვაგვარი ფანტაზია გაქვთ, მაგრამ მათ სარეალიზაციოდ გამბედაობა არ გყოფნით.
დ) თქვენი საუკეთესო პარტნიორია ის, ვინც პირველ რიგში სახეს იბანს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?