1. იღლიები
შესაღიტინებლად ყველაზე გავრცელებული ადგილი იღლიებია. იღლიაში ღიტინი სიცილს იწვევს, ვინაიდან ამას ის პირი აკეთებს, ვისთანაც ემოციური კავშირი გაქვთ. ხდება არავერბალური კომუნიკაცია. თუკი ადამიანებს შორის ამგვარი კავშირი არაა, მაშინ ღიტინი ფიზიკურ შეტევად აღიქმება და სიცილის ნაცვლად აგრესიას იწვევს.
2. თეძოები
თუკი ყველაზე მგრძნობიარე ადგილად თეძოები გაქვთ, მაშინ ძლიერ გულისხმიერი ადამიანი ყოფილხართ. თქვენ სხვა ადამიანების მდგომარეობაში შესვლა და სამყაროსთვის მათი თვალებით შეხედვა შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ, საღად შეხედოთ და შეაფასოთ აზრი, მაშინაც კი, როცა ის თქვენსას არ ეთანხმება.
3. ფეხისგულები
ბევრ შემთხვევაში ფეხისგულებზე ღიტინი უსიამოვნო შეგრძნება იყო და კუნთების უნებლიე შეკუმშვას იწვევს. ფეხისგულებზე ღიტინი შუა საუკუნეებში წამების ერთ-ერთი სახეობა გახლდათ. თუკი ფეხისგულებზე გეღიტინებათ, მაშინ: თქვენ იუმორის დიდი გრძნობა გქონიათ. გიყვართ ხუმრობა და სიცილი დაბერების საშუალებას არ გაძლევთ. ეს ძალიან კარგი თვისებაა.
4. ყელი
ზოგ ადამიანს ყელსა და კეფაზე ძალიან მგრძნობიარე კანი აქვს, ამიტომაც ნებისმიერი შეხება ღიტინს იწვევს. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ სხვების მოსმენა შეგიძლიათ. მეგობრები თქვენ გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ. როცა სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოუსმენთ და რჩევას მისცემთ, ისინი თქვენთან მოდიან. მოსმენის, გაგებისა და ანალიზის უნარი - მართლაც იშვიათი უნარია.
5. მუხლები
ზოგ ადამიანს მუხლებზე მგრძნობიარე კანი აქვს და ამიტომაც სტიმული უფრო ძლიერია. თუკი ეს თქვენი შემთხვევაა, მაშინ შრომისმოყვარე ადამიანი ყოფილხართ. როცა საქმეს ხელს ჰკიდებთ, არ ჩერდებით, სანამ წარმატებით არ დაასრულებთ. ყურადღების კონცენტრაცია დიდი ხნის მანძილზე შეგიძლიათ. თქვენ საკუთარი თავის პატივისცემის უნარი გაქვთ.