ვეფხვი
თუკი პირველად ვეფხვი დაინახეთ, მაშინ იმპულსური ადამიანი ყოფილხართ. რეალობას საკუთარი გამოცდილებითა და მოსაზრებით ავსებთ! თქვენ მხოლოდ გარეშეთა ნათქვამს არ ენდობით. ნებისმიერ საკითხზე საკუთარ შეხედულებას მუდამ ასაბუთებთ. ძალიან დაკვირვებული ბრძანდებით და ყოველთვის საკითხების გადაწყვეტის დამატებით შესაძლო ვარიანტებს ეძებთ.
ქალი
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პასუხია, ძალიან თავდაჯერებული ადამიანი ხართ და დასკვნებს სწრაფად აკეთებთ. დიახ სურათზე არის ქალი. რაღა თქმა უნდა, თქვენ მოასწარით იმის გაფიქრება, რომ უფრო სწორი პასუხი იქნებოდა „ქალი“, ვიდრე „ვეფხვი“. მაგრამ თქვენ ვერ დაინახეთ, რომ ქალები სამნი არიან!
სამი ქალი
მეორე მხრივ, თუკი თავიდანვე სამი ქალი დაინახეთ, მაშინ რეალისტური და რაციონალური ადამიანი ხართ, რომლის მოტყუება არც ისე ადვილია. თქვენი მხედველობა და ტვინი კონცენტრირდება იმაზე, რაც თქვენ წინაშეა. თქვენ არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ რაიმე ანდა ვინმე თქვენ მიერ დანახულის დამახინჯებას ცდილობს.