10 გენიალური გამოცანა, რომლებიც 7 წამში უნდა ამოხსნათ

FUN-ტესტი

12 აგვისტო 14:00, 2019 წელი

ეს თავსატეხები გაიძულებთ, დაფიქრდეთ, ლოგიკა ჩართოთ და გონება დაძაბოთ.

1.



დამნაშავეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მას თავად შეუძლია, დასჯის მეთოდი აირჩიოს. მის წინაშეა სამი ოთახი: ერთში ცეცხლი გიზგიზებს, მეორეში ხუთი შეიარაღებული მკვლელი ელოდება, მესამეში 15 ლომია, რომლებსაც უკვე ორი წელია, არაფერი უჭამიათ. რომელი ოთახი უნდა აირჩიოს, რათა გადარჩეს?


2.



ყველას გინახავთ ბოთლში ოსტატურად მოთავსებული გემი. ბოთლში კიტრის მოთავსებაც შესაძლებელია. როგორ უნდა ჩავტიოთ ბოთლში მთლიანი კიტრი, რომლის დიამეტრიც ბევრად აღემატება ბოთლის ყელის დიამეტრს, თანაც ისე, რომ არც კიტრი დავაზიანოთ და არც ჭურჭელი.


3.



სადილის დროს კაცს ყავიან ჭიქაში ბეჭედი ჩაუვარდა. რატომ არ დასველდა სამკაული?


4.



სად არის ზღვა უწყლოდ, ტყე - უხეებოდ და ქალაქები - უსახლებოდ?


5.



ადამიანს სიცოცხლის მანძულზე ამის მიღება შეუძლია სამჯერ, მაგრამ უფულოდ - მხოლოდ ორჯერ.


6.



რამდენს მივიღებთ, თუკი 20-ს გავყოფთ 1/2-ზე და დავუმატებთ 10-ს?


7.



მეფემ თავის 3 ქალიშვილს უბრძანა, ჩაიდნებით წყალი აედუღებინათ. სამივე ჭურჭელი ერთნაირია და წყალიც სამივეში თანაბარი რაოდენობით ასხია. ხელმწიფე მზადაა, თავის მემკვიდრედ იმ ქალიშვილის ქმარი დაასახელოს, რომლის ჩაიდანიც ყველაზე ადრე ადუღდება. საბოლოოდ, პირველად უმცროსი ქალიშვილის ჩაიდანი ადუღდება, მიუხედავად იმისა, რომ მას სულაც არ სურს გათხოვება. რატომ მოხდა ასე?


8.



ბევრმა იცის, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამვლელებს ფეხსაცმლის გაწმენდას უფასოდ სთავაზობენ. თუმცა, საერთო ჯამში, ისინი, ვინც ამ წინადადების მიმართ ინტერესს იჩენენ, საკუთრი სურვილით იხდიან ფულს ამ მომსახურებაში. რატომ ხდება ასე?


9.



თქვენი მეგობრები და ნაცნობები თქვენზე ხშირად იყენებენ მას, მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც თქვენ გეკუთვნით. რაზეა საუბარი?


10.



ანდრიამ სამი დღე დაჰყო საავადმყოფოში. ის არც ავად იყო და არ ტრავმები ჰქონდა, მაგრამ გამოწერის შემდეგ ნათესავები იძულებულნი იყვნენ, ის მაინც ხელით გამოეყვანათ. რასთანაა ეს დაკავშირებული?


პასუხები:


1. ოთახი, სადაც ლომები არიან - თუ 2 წელია, შიმშილობენ, ისინი დიდი ხნის დახოცილები იქნებიან;


2. პატარა კიტრი, ისე რომ ღეროს არ მოსწყვიტოთ, უნდა მოათავსოთ ბოთლში და დაელოდოთ მის გაზრდასა და დამწიფებას;


3. ყავა მარცვლის სახით იყო ჭიქაში - ჯერ კიდევ მოუხარშავი;


4. იგულისხმება მსოფლიო რუკა;


5. კბილები;


6. მიღებულია ასე გამოთვლა: 20:2+10=20. მაგრამ როცა გაყოფაზეა საუბარი, შეიძლება დრობის ინვერსიული ვარიანტითაც  გამოთვალოთ: 20-ჯერ 2-ს + 10;


7. ორი და მუდმივად ხდის ჩაიდანს სახურავს, რათა შეამოწმოს: ადუღდა თუ არა წყალი. ამან გავლენა იქონია ადუღების დროზე;


8. ერთი ფეხსაცმელი უფასოდ იწმინდება, მეორეს გაწმენდა კი ფასიანია. რათა სულელებად არ გამოჩნდნენ, ტურისტებს ურჩევნიათ, მეორეს გასუფთავებაში ფული გადაიხადონ;


9. თქვენი დრო;


10. ანდრია სამი დღის წინ ამ კლინიკაში დაიბადა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?