ვისთან ერთად ჩამოდის ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თბილისში?

ამბები

22 მაისი 16:45, 2018 წელი

რამდენიმე დღეში ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ეწვევა. ფესტივალი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება.

მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს თავისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

„მართლაც, ძალიან ცოტა დრო რჩება. ჯეიმს ბლანტს ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივარები საქართველოში, რომლებიც მართლაც უკვე დღეებს ითვლიან. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც კომპანიის მოწვევით 26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის  სტადიოსნზე იმღერებს. ეს შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. შოუ საინტერესო იქნება ყველა ასაკის მაყურებლისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო მსოფლიო ტურნეს ნაწილი იყოს,“ - განმარატავენ ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფში.


მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანელ ვარსკვლავს განსაკუთრებული მოთხოვნები არ ჰქონია, მას თბილისში, თბილისის ზღვის ახალ ქალაქში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“  უმასპინძლებს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ მათ საოცნებო სახლზე, ზოგს სურს მყუდრო პატარა სახლი, ზოგს კი დიდი. ისინი, სწორედ მათთვის შესაფერის გარემოში გრძნობენ თავს კომფორტულად. შესაბამისად, დასვენების, გასტროლების დროს  თუ მოგზაურობისას საცხოვრებელ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. „ისეთი დონის მომღერლისთვის როგორიც ჯეიმს ბლანტია, აუცილებელია, ჰქონდეს  ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს და მისი ვიზიტი საქართველოში ამ მხრივაც დასამახსოვრებელი იქნება. ბრიტანელი მომღერალი სასტუმროს მეათე სართულზე, ყველაზე მაღალი კატეგორიის ნომერში  ე.წ პრემიერ სუითსში იცხოვრებს, რომელიც თავისი მდიდრული და დახვეწილი ინტერიერით ნამდვილად გამორჩეულია,“ - გვითხრეს სასტუმროში და ამასთან ფიქრობენ, რომ ლეგენდარული მომღერალი აღნიშნული ნომრით კმაყოფილი დარჩება.


26 მაისს,  ჯეიმს ბლანტი საქართველოში მარტო არ ჩამოდის. ის  გერმანიიდან კერძო თვითფრინავით გამოემგზავრება და მისი ტურისტული ჯგუფი შედგება 12 ადამიანისგან შედგება(6 ბენდი და 6 ეკიპაჟი) აპარატურის იქნება საქართველოდან,დანიიდან,სომხეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და თურქეთიდან. „ჩვენ 6 დღიანი წინასამზადისი გვაქვს. ამ დღისთვის იქნება 250 დაცვის თანამშრომელი,რათა დაცული იყოს ყველას უსაფრთხოება. მსემენელებისთვის ეს იქნება ერთგვარი კომფორტიც, სტადიონზე სულ არის 11 შესასვლელი, რათა მაყურებლებმა მათთვის განკუთვნილი ადგილი მარტივად დაიკავონ. სულ იქნება 6 ბარი,რათა ყველამ კარგი დრო გაატაროს. იქნება 5 კვების ობიექტი, რათა ღონისძებაზე მოსულ ადამიანებს დღის გამმავლობაში შეეძლოთ წამხესება.  საქართველოში მოგზაურობის განმავლობაში ჯეიმს ბლნატს დაიცავს პოლიციის კოლონა. ამასთან მას ეყოლება პირადი დაცვა,“ - აღნიშნავს კომპანია Black Pearl Live-ს მმართველი პარტნიორი, კინ დე ბირი.


და ბოლოს, ფანებს შესაძლებლობა ექნებათ ცოცხლად მოუსმინონ  ყველა მათ საყვარელ ჰიტს “You’re Beautiful”, “Goodbye my lover” და “Love Me Better“-ის ჩათვლით. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.


საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც  მსოფლიოს  წამყვან  შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია  განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?