როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი შვილი საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი პირველი მხარდამჭერი ქეთევანი. ის ამ დილით ჩამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მას, ამას ნიშნავს ქართულიოჯახი, რომელიც შენ გვერდით დგას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ბევრი ადამიანური და ბუნებრივი რესურსი აქვს, რაც აუცილებლად უნდა დაიცვან დაგანავითარონ.
„28 ოქტომბრის შემდეგ იწყება ჩვენი ძალიან საინტერესო სვლა, რომ ქვეყანა გავხადოთ თანამედროვე, ევროპული და ამავე დროს ქართული,ძალიან ძლიერი სახელმწიფო.
ამ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი რესურსი – ნიჭის, ადამიანური და ბუნებრივი. უნდა დავიცვათ ეს ბუნებრივი რესურსები და ისინი განათლებითადა ცოდნით განვავითაროთ. ეს არის საქართველოს გზა ევროპისკენ და არა მხოლოდ ევროკავშირში სამართლებრივად გაერთიანების, არამედიმ მხრივაც, რომ ჩვენ გავხდეთ ის, რაც ღრმად არის ჩვენს ბუნებასა და ფესვებში – ეს ევროპული, ცივილური ქვეყანაა, რომლისთვისაცყველაფერი გვაქვს, მაგრამ, ალბათ, ცოტა მეტი შრომა და თანმიმდევრულობა გვინდა.
მე ვიქნები ყველა იმ უფლების დამცველი, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში. სოციალურად დაუცველი ფენა, შშმ პირები,რომლებისთვისაც ჯერ არ გაგვიკეთებია, რაც მათ სჭირდებათ და რაც ეკადრება საქართველოს, უნდა შემოვიყვანოთ საზოგადოებაში. ეს საზოგადოება უნდა გახდეს მართლაც ქართული საზოგადოება თავისი ყველა ღირებულებით – ტოლერანტი, დემოკრატი, ღია, საკუთარიფასეულობების, ისტორიისა და ტრადიციების დამცველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.