ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

ამბები

22 თებერვალი 18:21, 2019 წელი

ვენაში, გაეროს ოფისში გამართული კონფერენცია სახელწოდებით, „დამოუკიდებელი ცხოვრება და პოლიტიკური ჩართულობა“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებას მიეძღვნა.

ჯილდო ნომინაციაში - „ინოვაციური პრაქტიკა 2019“ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დანერგილი წარმატებული პრაქტიკისთვის გადაეცა. ზემოაღნიშნული წარმატებული გამოცდილება უსინათლო ამომრჩევლებს სპეციალური ჩარჩო-ფორმის გამოყენებით დამოუკიდებლად და ფარულად ხმის მიცემის საშუალებას აძლევს.

ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ავსტრიული ორგანიზაცია იესელის ფონდის (Essl Foundation) მიერ ინიცირებული პროექტის (Zero Project) ფარგლებში გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებას მიეძღვნა. აღნიშნული მიმართულებით 36 ნომინაციაში წარდგენილი ორგანიზაციებიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 საუკეთესოს შორის შეარჩიეს.

 

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან  ერთად დაჯილდოვდნენ სხვა ქვეყნების მთავრობები და საარჩევნო ადმინისტრაციები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი, ბრაზილიის უმაღლესი საარჩევნო სასამართლო, პარაგვაის საარჩევნო ტრიბუნალი, კანადიდან კი ბრიტანეთის კოლუმბიის და სასქაჩევანის საარჩევნო ადმინისტრაციები.  ასევე დაჯილდოვდა ევროკავშირისა და ფინეთის სერვისების ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი 8  ქვეყანაში  (ბელგია, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, სლოვენია, კვიპროსი) განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ იესელის ფონდის (Essl Foundation) მიერ ორგანზიებულ ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს, (IFES) არჩევნების ხელმისაწვდომობაზე დაკვირვების მექანიზმის შემუშავებისა და საარჩევნო ლექსიკონის სურდო თარგმანით შექმნისთვის.

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?