ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ამბები

19 მაისი 16:43, 2019 წელი

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე მედიას 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია:


თბილისი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 10. 4%
მარნეული: 14%
ზესტაფონი: 16.5%
ჭიათურა: 17.6 %
ზუგდიდი: 20.1%
ხულო: 19.5%
საგარეჯო: 35.7%
ახმეტა: 18.4 %
ადიგენი: 23.1%
ტყიბული: 17.7%
წყალტუბო: 22.2%
ოზურგეთი: 17.8%


პრეს-სპიკერის თქმით, ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღე მიმდინარეობს შეუფერხებლად ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.


ანა მიქელაძემ მედიას, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით, ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში -13, მარნეულში - 7, ზესტაფონში -1, ხოლო ხულოში - 3.


„საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, დაფიქსირდა შემდეგი ხასიათის ხარვეზები:


№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედია წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი.


№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალ-ცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს არ ერტყმება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას. რაც მთვარია, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ საკუთარი ნების გამოხატვას.


მარნეულში, 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობის ხელის შეშლისა და სამაგიდო სიებში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობისთვის. 68-ე უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს ორგანიზაცია „ერთობიდან“, ხოლო 49-ე უბანი - დამკვირვებელს ორგანიზაციიდან „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.


ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე გააკეთა განმარტება ამომრჩეველთა სიის სურათებიან ვერსიასთან დაკავშირებით.


„დამატებით გაცნობებთ, რამდენადაც გრძელდება ამ საკითხზე ინტერპრეტაციები, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე სურათიანი საარჩევნო სიების მოთხოვნის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია გაცემულია 6 საინიციატივო ჯგუფსა და 5 პარტიაზე“,-აღნიშნა მიქელაძემ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?