ნატო გზირიშვილი: საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა მინდა, რომ ჩემს ქვეყანას მოვახმარო

ამბები

29 ივნისი 13:30

ნატო გზირიშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულია.

დიპლომირებულმა მედიკოსმა გამარჯვების შესახებ, როგორც „პირველს“ უთხრა, გუშინ გაიგო და ძალიან ბედნიერია.


რა ეტაპების გავლა მოუწია, როგორც აფასებს საკონკურსო პროცედურებს და რა მოლოდინი აქვს საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით - ამის შესახებ კონკურსის გამარჯვებული „პირველს“ უყვება.


ვარ დიპლომირებული მედიკოსი. დამთავრებული მაქვს მედიცინის ფაკულტეტი და ექიმობა მინდოდა. ბაკალავრიატის ბოლო წლებში აზრი შევიცვალე, მივიჩნიე, რომ მენეჯმენტში უფრო ძლიერი უნარები მაქვს და გადავწყვიტე, მენეჯმენტის განხრით წავსულიყავი. ჩავაბარე ილიაუნში ჯანდაცვის პოლიტიკასა და მენეჯმენტზე. ჩემმა საქმიანობამ კლინიკებიდან ფინანსურ სეგმენტში გადაინაცვლა. ახლა „ევექსში“ ვმუშაობ რისკების დეპარტამენტში.


რაც შეეხება საკონკურსო პროცედურებს და კონკურსში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებას, როცა სტიპენდიის მოძიებაზე დავიწყე ფიქრი, შევიტყვე განათლების საერთაშორისო ცენტრის არსებობისა და რეალური ადამიანების დაფინანსების შესახებ, ამიტომაც ერთ-ერთი იყო განათლების საერთაშორისო ცენტრი, სადაც საბუთები გავაგზავნე. პროცედურა ძალიან მარტივი აღმოჩნდა - არანაირი ბიუროკრატიული თემები არ სჭირდება, არც ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, არც რამის გაგზავნა-გამოგზავნასთან. ძალიან ხელმისაწვდომია. უბრალოდ, სახლში კომპიუტერთან უნდა დაჯდე, შენი საბუთები მოიმარაგო და ძალიან მარტივად გახვიდე ბოლო ეტაპამდე, ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე. 


ქვეყნებისა და უნივერსიტეტების შერჩევისას გერმანიას მივანიჭე უპირატესობა. ვეძებდი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებს. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო არჩევანი ჰამბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი იყო და გადავწყვიტე, საბუთები იქ გამეგზავნა. ამრიგად, გერმანიაში ვისწავლი მაგისტრატურაზე. ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ, ვაპირებ საქართველოში ჩამოვიდე და მიღებული ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმარო. საქართველოში ისეთი მიმართულებით უნდა დავსაქმდე, რომელიც ამინდს ქმნის ქვეყანაში. შეიძლება ეს კლინიკების ქსელი იყოს, ან საჯარო სექტორი ან კერძო. მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდებოდეს ამ მიმართულებით და აქტიურად ვიყო მასში ჩართული.


აკადემიური მიმართულებითაც მინდა განვითარება. ვფიქრობ, ჩემი სალექციო კურსითაც დავბრუნდე. რასაც გერმანიაში ვისწავლი, იმის ანალოგი რომ გავაკეთო საქართველოში და სხვადასხვა უნივერსიტეტებში გავაგზავნო. მაქვს ლექციების ჩატარების გამოცდილება. ვიმედოვნებ, ყველა სეგმენტი მეცოდინება ამ სფეროში, შემეძლება, რამე საინტერესო შევთავაზო უნივერსიტეტებს. შემიძლია, ვიმუშაო როგორც ქართულენოვან, ისე ინგლისურენოვან სეგმენტზე. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, იქ მიღებული გამოცდილება საქართველოში ჩემს კოლეგებს გავუზიარო. გარდა ამისა, სადოქტოროზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.


 


ცნობისთვის, განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.


დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!


 


 

დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.