ექსპოზე წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიო მასშტაბის ბრენდები საავტომობილო ინდუსტრიიდან, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე საავტომობილო პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით, როგორებიც არიან: Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, ZF, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Bex, Akom, Total, Jcb, Fleetguard, Shell, Mobil, Motul და სხვა.
გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და გაეცნონ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეებს, ნოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, გამოფენაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.