რას ფიქრობენ დანიელი ტურისტები საქართველოზე

ამბები

30 ივლისი 14:20

კოპენჰაგენში მცხოვრები ადამიანები საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებას უზიარებენ.

ქ. კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოამზადეს ვიდეო-რგოლი სადაც ჩაწერეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ.


კლიპი მიზნად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.


„ჩვენი დიდი სურვილი იყო მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში და აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ, შევხვდით სრულიად უცხო ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო უკუკავშირი მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს", - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.


„თავდაპირველად თბილისს ვესტუმრე. ქალაქი აბსოლუტურად მომაჯადოვებელია. ვფიქრობ, მსგავს საოცრებაში არასდროს ვყოფილვარ. ნამდვილი ზღაპარია. ძალიან ძველი და მისტიკური. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პირველი რასაც ვაკეთებ ქართული რესტორნის ძებნაა. ხაჭაპურის და ხინკლის მოყვარული ვარ", - ამბობს ტრინე დანიიდან. (იხ. ვიდეო)




პროექტის ორგანიზატორები: მარიამ შონია, მარი ნადარაია, თამარ კაკუბავა, გიორგი ვადაჭკორია, სემ ვინთერ სმიტი და ცირა ქობალია სრული ენთუზიაზმით მომავალშიც გეგმავენ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით.


ისინი განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ვიდეოს სისრულეში მოყვანისათვის და მხარდაჭერისთვის სემ ვინთერ სმიტს ნორვეგიიდან.

დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის რულეტი ყველით

ყველა მხრიდან დაბრაწული ქათმის ნაზი ფილე, შიგნით ჩამდნარი ყველით, ვიზუალურადაც იმდენად მადისაღმძვრელია და გემოთიც ისეთი გემრიელი, რომ სუფრიდან თვალის დახამხამებაში ქრება.
დღის ჰოროსკოპი

20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ოქტომბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი, რომლებიც სულს აგიფორიაქებთ

თუ ცოტა ხნით ბლოკბასტერებს მოსწყდებით და სერიოზული ფილმის საყურებლად განეწყობით, ეს ფილმები ღრმა შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ხრაშუნა კარტოფილის ჩხირები ლორით

ალბათ მიხვდით, რომ ეს არ არის კარტოფილი ფრი, თუმცა გარწმუნებთ, ფრიზე მეტად შეიყვარებთ!
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.




×

საბანერო პოზიცია
300x150