„მაგნიტი“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე ფერმერებს პროდუქტების რეალიზებაში ეხმარება

ამბები

25 აპრილი 11:41

„მაგნიტი’’, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქართული სამეურნეო პროდუქტის შესყიდვას ახორციელებს. კომპანიამ მარნეულის მუნიციპალიტეტში პროდუქტები ადგილობრივი მეწარმეებისგან შეიძინა.

აღნიშნული ქმედება ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად მიმდინარეობის წახალისებას ემსახურება. აგრარული ბაზრები, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ძირითადად მარნეულიდან და ბოლნისიდან მარაგდება, თბილისში დაიკეტა. მარნეულის  მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობის და რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადების გამო, ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვა გაუძნელდა.  კომპანიის ეს გადაწყვეტილება კი მათი პროდუქციის რეალიზებას შეუწყობს ხელს.


„ჩვენი კომპანია ცდილობს მცირედი წვლილი შეიტანოს და დაეხმაროს ყველა იმ პირს თუ უწყებას, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. ამჯერად სოფლის მეურნეობის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, „მაგნიტმა“ პროდუქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მისაღებ ფასად შეიძინა. ეს ქმედება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და მრავალჯერად ხასიათს ატარებს“ - აცხადებს სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.


„მაგნიტმა“ ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, არაერთი ღონისძიება გაატარა. მათ შორის, კომპანიამ Stopcov ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. სურსათითა და პირველადი მოხმერების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა და ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, სადაც ჯამში 100-მდე პაციენტი გადის დაკვირვებას და მკურნალობას.


სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 210-ზე მეტი ფილიალი აქვს და 4500-მდე თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.  

დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?