„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

ამბები

7 ივლისი 10:28, 2020 წელი

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.

•  მართვის ახალი ეკოსისტემა - ადამიანების განვითარებაზე და მომსახურების გაუმჯობესებაზე ორიენტაცია


•  დისტანციური და ოფისში მუშაობის ჰიბრიდული მოდელი


•  სწრაფი ზრდის დინამიკა - მუდმივ განვითარებაზე ფოკუსირება


მათივე ცნობით, ტრანსფორმაციის პროცესი უკვე დაწყებულია. კომპანია მართვისა და მუშაობის სტილს სრულად შეცვლის და ბაზარზე ოპერირების ახალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.


სტრატეგიული ცვლილებების ხედვა მოიცავს საოპერაციო და მომსახურების სისტემების კომპლექსურ გარდაქმნას, მენეჯმენტში ახალი მიდგომების დამკვიდრებას, ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლის კვალდაკვალ. ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს დისტანციურად და ოფისში გატარებული საათების კომბინაციას თანამშრომლებისთვის მეტი ავტონომიისა და მოქნილობის მისანიჭებლად.


„ჯიპიაი ჰოლდინგის" გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე ამბობს, რომ მთავარი მიზანია, ახალ ეტაპზე კომპანიის განვითარება და უფრო სტაბილური, თანამედროვე სისტემების შექმნა.


„განვითარება და პროგრესი, ყოველთვის იყო და არის ჩვენი კომპანიის მამოძრავებელი ძალა, პანდემიამ კი დაგვანახა, რომ ცვლილებებისთვის სრულყოფილად ვართ მზად. ჩვენ უკვე გრაკვეული ხანია, ვგეგმავდით ჩვენს მიერ განვითრებული ტექნოლოგიური სისტემების გამოყენებას იმისთვის, რომ უფრო მოქნილი და ეფექტური საქმიანობის მოდელი შეგვექმნა და გასული რამდენიმე თვის გამოცდილება ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა, რომ ცვლილებები უფრო სწრაფად და თამამად დავნერგოთ. გვინდა, გამოვიყენოთ ის დადებითი გამოცდილება, რაც მივიღეთ და გავითვალისწინოთ გამოწვევები, რომელიც, ცხადია, ახლავს თან მსგავს მასშტაბურ ტრანსფორმაციას. მთავარი მიზანია, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი კომპანიის განვითარება და უფრო სტაბილური,  თანამედროვე და სწრაფ ზრდაზე ორიენტირებული სისტემები შევქმნათ, სადაც ამოსავალი წერტილი იქნება ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა და განვითარება და მომხმარებლებისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება. თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჩვენ არასდროს გვივლია გატკეპნილი გზით და ჩვენ მიერ დანერგილი ინოვაციები სადაზღვევო ბაზრის განვითარების საწინდარიც არაერთხელ გამხდარა და ახლაც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდთან ერთად, მყარ საფუძველს შექმნით გრძელვადიანი სტაბილური ზრდისთვის“, - აცხადებს პაატა ლომაძე.



კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები „ჯიპიაის“ სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს. თანამშრომლებს კი საშუალებას მისცემს თავისუფალი და მოქნილი გრაფიკით იმუშაონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან. ტრანსფორმაციის პროცესში კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააძლიეროს და დახვეწოს ციფრული არხები და საკომუნიკაციო სისტემები, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.


„ჯიპიაი ჰოლდინგის” ადამიანური რესურსის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ხაჭაპურიძის თქმით,  „ჯიპიაიმ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მძლავრი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი აქვს.


„უკვე სამი თვეა, ჩვენი ყველა თანამშრომელი სახლიდან შეუფერხებლად მუშაობს. „ჯიპიაიმ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მძლავრი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსი აქვს. გვიხარია, რომ ეს არ იქნება დროებითი მოვლენა და ახალ რეალობაში ჩვენს თანამშრომლებს ექნებათ შესაძლებლობა იმუშაონ ნებისმიერი ადგილიდან. ეს მიდგომა დაგვეხმარება სწრაფად გავიზარდოთ და სამომავლოდ გუნდის ახალი წევრები საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ავარჩიოთ. უკვე აქტიურად ვმუშაობთ მართვის ისეთ მოდელზე, სადაც თანამშრომელს მეტი თავისუფლება აქვს, სადაც ის მოქნილია სამუშაო დროის განაწილებაში და სრულად შედეგზეა ორიენტირებული, მენეჯმენტი კი მთელს ძალისხმევას და რესურსს თანამშრომლების განვითარებას და მართვის სისტემების დახვეწას უთმობს“, - აცხადებს ნინო ხაჭაპურიძე.


კომპანიის გარდაქმნის გადაწყვეტილება „ჯიპიაის“ მენეჯმენტმა პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღო. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, კომპანიის 750 თანამშომელი სახლიდან მუშაობს. გამართული ციფრული პლატფორმების საშუალებით კი კომპანიამ 300 000-ზე მეტი ოპერაცია დისტანციურად განახორციელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დეკემბრიდან „ჯიპიაის“ ყველა თანამშრომელი ახალ რეალობაში, ბევრად უფრო თანამედროვე, ძლიერ და სტაბილურ კომპანიაში იმუშავებს.  

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?