დავით ცაგარელი - „თავმდაბალი, კეთილი და ყველაზე უცნაური იუმორის პატრონი...“

არაჟურნალისტურ ამპლუაში

1 თებერვალი 22:00, 2018 წელი

„მჯერა, რომ ვისწავლით ნაგვის მიტანას სანაგვემდე, ზებრაზე ქვეითს გზას დავუთმობთ, არ ვიქნებით შურიანები და ერთმანეთის ცუდი სიამოვნებას არ მოგვანიჭებს...“ - დღეს „არაჟურნალისტურ ამპლუაშია“ ჟურნალისტი დავით ცაგარელი. 

სახელი: დავით


გვარი: ცაგარელი


სამუშაო ადგილი: TV „იმედი“, საინფორმაციო სამსახური „ქრონიკა“


რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი... პილოტი.


ყველაზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს... შანსი, დავეხმარო ადამიანებს.


ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი... სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. 


ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ... ადამიანობას, რომელიც სულ უფრო და უფრო იშვიათად მხვდება.


მჯერა, რომ...  ვისწავლით ნაგვის მიტანას სანაგვემდე, ავტომობილით მოძრაობისას ზებრაზე ქვეითს გზას დავუთმობთ, არ ვიქნებით შურიანები, ერთმანეთის ცუდი სიამოვნებას არ მოგვანიჭებს, არ ვიქნებით ჭორიკნები... და კიდევ მრავალი უტოპიური რამ...


მე იმ ბავშვობიდან ვარ, რომელსაც... 90-იანები ეწოდება და ბავშვობა მქონდა.


წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი... „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“.


ამოჩემებული სამოსი... შავ-თეთრი ჯემპრი, რომელიც, მინიმუმ, 12 წლისაა. 


ადრე ვფიქრობდი, რომ… ადამიანობა და თავმდაბლობა დეფიციტია.

ახლა ვფიქრობ, რომ...
 ადამიანობა და თავმდაბლობა დეფიციტია.   


ვტირი მაშინ,  როდესაც... იშვიათად, როდესაც მარტო ვარ და დიდი ხნის დაგროვებული ნეგატივისგან გათავისუფლება მინდა. დღემდე მეტირება მუფასას სიკვდილის გამო პატარა სიმბას რეაქციაზე (მულტფილმი „მეფე ლომი“).


მრცხვენია მაშინ, როდესაც... მაქებენ ან მსაყვედურობენ.


ყველაზე მეტად მიყვარს...  მუსიკა და ბავშვები. ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და ზოგჯერ უმარტივეს შეკითხვაზე დაგაფიქრებენ. ყველაზე მეტად მათი გულწრფელობა და სიკეთე მიყვარს.


არასოდეს გავაკეთებ... ბოროტებას.


რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ... ვიპოვოთ ადამიანობა, რომელიც სადღაც, ფულის თუ თანამდებობის მიღებისას დავკარგეთ.


ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ... ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემი შვილების თვალებს ვხედავ.


როდესაც ცუდად ვარ... ჩემს შვილებს ვუყურებ - საუკეთესო თერაპიაა!


ყველაზე დიდი სისულელე, რაც გამიკეთებია, არის...  ის, რომ ანალოგიური სისულელე კიდევ ბევრჯერ გამიკეთებია (იცინის).


პირად ურთიერთობებში ვარ... სანდო და ხარისხიანი. რეკლამის სლოგანს ჰგავს, მაგრამ ასეა (იცინის).

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს  საკუთარ თავში...  ერთი და იმავე შეცდომების გაუჩერებლად გამეორება (იღიმის).


პრეზიდენტი რომ ვიყო… ვიქნები ისეთივე, როგორიც ახლა ვარ. ამიტომაც პრეზიდენტი ვერასოდეს გავხდები.


არასოდეს თქვა… „გამორიცხულია“, „შანსი არაა“,


ადამიანი, რომ არ ვიყო, ალბათ, ვიქნებოდი…  მაიმუნი „ვირიშვილი“ (იცინის)


ჩემთვის ღმერთი არის… სიკეთე და სიყვარული


რწმენა არის... ის, რის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ აქვს. საკუთარი თავის, მიზნების რწმენა. რწმენა, რომ სააქაო დროებითია და საიქიო არსებობს.


იყო პატრიოტი, ნიშნავს... არ ამაყობდე მხოლოდ მიღწეულით, არ ხუჭავდე თვალს პრობლემებზე. მხოლოდ სადღეგრძელოთი არ გამოხატავდე. გრძნობდე შენს წილ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას, რადგან ქვეყნის შენება მხოლოდ პოლიტიკოსებსა და ეკონომისტებზე არ არის დამოკიდებული.


ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა შეუძლია... ლამაზად შეფუთულ ტყუილს.


ჩემთვის მისაბაძია...  თუკი სოციალურ ქსელში გავრცელებული მისი ფრაზები რეალურია, ხოლო ქმედებები - არაპოპულისტური, მაშინ, ალბათ, კიანუ რივზი.   

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც... თავმდაბალი, კეთილი და ყველაზე უცნაური იუმორის პატრონი.                                                        


 

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.