რა შეიძლება გაუხარდეს პატარას ყველაზე მეტად?

ახალი თაობა

28 ივნისი 18:00, 2018 წელი

ამ კითხვაზე პატარები თავად გვპასუხობენ და დედიკოებო და მამიკოებო, გაითვალისწინეთ...

4 წლის დაჩი ხრიკაძე:



კანფეტები და შოკოლადები საჭმელზე მეტად მიყვარს. ამიტომ, დედიკო ტკბილეულს რომ ყიდულობს ჩემთვის, ძალიან მიხარია. სათამაშოებიც მახარებს! ზაფხულში ბავშვებთან ერთად თამაშიც და შიშველი სიარულიც მიხარია. აუზზე რომ დავდიოდი და ტიტლიკანა ვიყავი, ესეც მიხაროდა. კიდევ იცით, რა მიხარია? დაბადების დღეებზე სიარული, მაგრამ ხანდახან ვმორცხვობ.


6 წლის ნიკა შარაშიძე:



სტადიონზე წასვლა, კომპიუტერით თამაში, ტელევიზორის ყურება და ცეკვა მიხარია. არ დავდივარ ცეკვაზე, მაგრამ ინტერნეტში ვუსმენ მუსიკებს და ვცეკვავ. დაბადების დღის ცენტრებში სიარულიც და ახალ წელს საჩუქრები მახარებს!


5 წლის სესილი მარჯანიძე:



ბარბი და პრინცესა სოფიას დანახვა ძალიან მიხარია! ბაბუმ ხის სახლი გამიკეთა, აგურებიანი შპალერით, რაც ძალიან გამიხარდა! დედიკო რამე სათამაშოს ან მამიკო ტკბილეულს რომ მომიტანს, ესეც მიხარია! ბავშვებს დაბადების დღეებზე სიარულიც გვიხარია!


7 წლის გიორგი დავლიანიძე:



ჭადრაკში თამაშს რომ ვიგებ, ყველაზე მეტად მიხარია! არდადეგების დაწყებაც მახარებს, რადგან დასასვენებლად მივდივარ. კიდევ მიხარია, როცა დედიკოსთან ერთად ტელევიზორში მულტფილმს ან კინოს ვუყურებ. ელექტროსათამაშოებზე ვგიჟდები და დედიკო ხშირად მიკეთებს საჩუქრებს. ჰოვერბოდრი, პულტიანი მანქანა, სკუტერი, დრონი... იმდენი რამე მიყიდეს, გეგონება, ქორწილში ვიყო!

დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.