რა ღირდა „პაპიროსი ზეფირი“ ტიფლისში 100 წლის წინ?

ერთი რაკურსით

5 ნოემბერი 16:00, 2015 წელი

დაჟინებით მოითხოვეთ ყველგან პაპიროსი „ზეფირი“ - აქვეყნებდა სეილანოვების ფაბრიკის რეკლამას  გაზეთი „Кавказь“ 1910 წლის მარტის ნომერში.

პანორამა ანჩისხატიდან მადათოვამდე, ამჟამად - ანჩისხატიდან მშრალ ხიდამდე
კუნძული, რომელიც ახლანდელი მშრალი ხიდის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის ორ განშტოებას შორის არსებობდა, ვიდრე რუსული არმიის გენერალ-ლეიტენანტ ვალერიან მადათოვის სახელს მიიღებდა, თავად ორბელიანების საკუთრებაში ყოფილა და „ორბელიანის კუნძულს“ ეძახდნენ. კუნძულს მარჯვენა ნაპირთან აკავშირებდა კოფებზე შეყენებული ხის ვიწრო ხიდები, რომლებზეც ხილით სავსე გოდრები სახედრებით გადაჰქონდათ. ამიტომაც შეარქვეს მას თბილისელებმა ვირის ხიდები. ამ ხიდების გარდა, კუნძულზე გადასვლა ტივითაც შესაძლებელი იყო. მდინარე მტკვარში მაშინ მხოლოდ ტივები და მცურავი წისქვილები „ბინადრობდნენ“. „მტკვრის გაღმა ერთიმეორეზე მიყოლებული, ჯაჭვით დაბმული წისქვილები ძველი გემებივით იდგა. ბიჭს სადღაც წიგნში დახატული ენახა ნავსადგური და გაღმა მხარე მუდამ იმ სურათს აგონებდა. ქვაზე ჩამოჯდებოდა და, სანამ ბანაობას დაიწყებდა, დიდხანს გასცქეროდა წისქვილებს, შეჰყურებდა მტკვარზე გადმომდგარ აივნიან სახლებს“ (ნაწყვეტი ა. სულაკაურის მოთხრობიდან „ბიჭი და ძაღლი“).


 


მუხრანის ხიდის დასაწყისი ციციანოვის აღმართის მხრიდან, ახლანდელი ბარათაშვილის ხიდის დასაწყისი ბარათშვილის აღმართიდან ბარათაშვილის აღმართზე ამ მეტად რთული გზის გაჭრის იდეა ფარსადან ციციშვილს (იგივე ციციანოვს) ეკუთვნის, რომელმაც კლდის ფერდობზე გზა საკუთარი ხარჯებით გაიყვანა. მისი სახელის უკვდავსაყოფად ქალაქის თვითმმართველობამ  გზას „ციციანოვის აღმართი“ უწოდა. ამ სახელით იცნობდა აღმართს ხალხი XX საუკუნის 60-იან წლებამდე.
ფარსადან ციციშვილი იყო ბიძაშვილისშვილი მთავარმართებელ პავლე ციციანოვისა, რომელიც 1806 წლის იანვარში ბაქოს აღებისას ვერაგულად მოკლეს.
XIX საუკუნის 20-იან წლებში ფარსადან ციციშვილი პეტერბურგშია. იქ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან იონა ხელაშვილთან და სიმონ დოდაშვილთან. თბილისში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად ჩაება საქართველოს ეკლესიის სამსახურში და დიდ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა.
ფარსადან ციციშვილს ეკუთვნის ერთი მოსწრებული გამოთქმა, რომელმაც ჩვენამდე იონა მეუნარგიას წყალობით მოაღწია. როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველო გუბერნიებად და მაზრებად დაყო, პეტერბურგელ რევიზორს უკითხავს ფარსადან ციციშვილისთვის, როგორ მოგწონთ ეს „პერეობრაზოვანიეო“, ფარსადანი არ დაფიქრებულა და უთქვამს: „სნაჩალა ნუჟნო ობრაზოვანიე, ა პოტომ პრეობრაზოვანიე“.


 


მარჯვენა სანაპირო და წისქვილები, ძველ ფოტოზე, მარცხნივ, კადეტთა სასწავლებელი მოჩანს
წისქვილები ქმნიდა ძველი ტიფლისის სახეს, ხასიათს… წისქვილები გამართული ყოფილა ორთაჭალჰესის ადგილზე (თამამშევის წისქვილი), აბანოებთან, რიყეზე, გარეთუბანში. მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდთან იყო ქუჩები, სახელწოდებით „წისქვილის შესახვევი“ და „წისქვილის დაღმართი“, რომელიც მტკვართან ჩადიოდა.


 


ხედი ზემო და ქვემო ბეთლემის მიმართულებით
ბეთლემი, გვიანდელი ფეთხაინი, ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველესი მიკროუბანია. მდებარეობს ქვემო კალაში, სოლოლაკის ქედის ფერდობზე. კლდოვანი რელიეფის გამო ამ ტერიტორიას კლდისუბანსაც უწოდებენ.


 


სომხური ტაძარი, შვეიცარული „ომეგა“ და ძმები სეილანოვები სასახლის ქუჩაზე
უწინ გოლოვიანის პროსპექტი მეფისნაცვლის სასახლიდან იწყებოდა. ქუჩა მოკლე იყო, გამზირზე ვიწრო.  მონაკვეთს გოლოვიანის პროსპექტსა და ერევანსკის მოედანს  შორის სასახლის (დვარცოვი) ქუჩა ერქვა.
სასახლის ქუჩაზე სომხურ-გრიგორიანული ტაძარი, ქამოანთ სურბ გევორქის ეკლესია იდგა, რომელიც 1930-იან წლებში, გასაბჭოების შემდგომ პერიოდში რუსთაველის გამზირის გაფართოების მიზნით დაანგრიეს.
ეკლესიის წინ განთავსებული იყო სავაჭრო ფართები, მათ შორის - შვეიცარიული ფირმის „ომეგას“ (დაარსდა 1848 წ.) საათებისა და ძმები სეილანოვების თამბაქოს ნაწარმის მაღაზიები.
„დაჟინებით მოითხოვეთ ყველგან პაპიროსი „ზეფირი“. 27 ცალი - 15 კაპიკი, 10 ცალი - 6 კაპიკი“ - აქვეყნებდა სეილანოვების ფაბრიკის რეკლამას  გაზეთი „Кавказь“ 1910 წლის მარტის ნომერში. ამ ფაბრიკის სიგარეტები იყო ასევე „პრიმა“, „დელიკატნაია“, „რეფორმა“ და „ვოსხოდ“.



ხედი სოლოაკის ქედიდან თბილისზე

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?