ღირსშესანიშნაობებითა და სულიერებით მდიდარი ტფილისი

ერთი რაკურსით

3 დეკემბერი 16:00, 2015 წელი

დილის 10 საათია, ირგვლივ საზეიმო ვითარებაა. ფუნიკულიორის სადგურები და მთელი ტრასა ვარდ-ყვავილებითა და რუსეთის იმპერიის ეროვნული დროშებით არის მორთული. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვას ამბობს მამადავითის ეკლესიის ზედამხედველი მღვდელი მაჭარაშვილი. მის შემდეგ ქალაქის მოურავი ცისფერ ლენტს ჭრის...

რიყე ავლაბრის კლდიდან
მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი (ადრინდელი ავლაბრის ჭალა) გვიანდელი შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა. XVII საუკუნეში ეს იყო საასპარეზო ადგილი. აქ გადიოდა რუსეთში მიმავალი ავჭალის დიდი გზა. XIX საუკუნეში აქ იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები და აქაურობა სავსე იყო მკალავებით, ხარაზებით, ჭონებით, მღებავებით…




მეტეხი და მტკვარი მეიდნიდან




აბანოთუბანი და მეჩეთი
თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთი უნიკალურია იმ მხრივ, რომ მას სალოცავად იყენებენ, როგორც სუნიტი მუსლიმანები, ასევე შიიტები. აშენდა XIX საუკუნის ბოლოს სუნიტური მეჩეთის ადგილას. 
ისტორიული წყაროები მოწმობს, რომ თბილისში მეჩეთები VIII ს-დან არსებობდა.
საქართველოში რჯულშემწყნარებლობითი პრინციპები დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან დაინერგა. არაქრისტიანი მოსახლეობის მფარველობით გამოირჩეოდა დავითის მემკვიდრე დემეტრე პირველი. არაბი ისტორიკოსი ალ-ფარიკი, რომელიც 1153 წელს ჩამოვიდა თბილისში და რამდენიმე წელი დემეტრე პირველის (1125-1156 წწ.), სამსახურში იყო,  წერდა, რომ მან პირადად ნახა მეჩეთში დემეტრე  I, რომელმაც ლოცვის მოსმენის  შემდეგ 200 ოქროს დინარი შესწირა.  





თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორიის შენობა 1901-1904 წლებშია აგებული პოლონელი არქიტექტორ ა. შიმკევიჩის პროექტით. თავდაპირველად იგი სამუსიკო სასწავლებლისთვის იყო განკუთვნილი. მშენებლობის ხარჯები ცნობილმა მეცენატებმა - ძმებმა ზუბალაშვილებმა გაიღეს; ხოლო გამოჩენილმა მუსიკოსმა ანტონ რუბინშტეინმა მშენებლობას 1891 წლის 24 აგვისტოს თბილისში გამართული კონცერტის მთელი შემოსავალი გადასცა.  
1917 წლის 1 მაისიდან სასწავლებლის შენობაში თბილისის კონსერვატორიამ დაიდო ბინა.




ფუნიკულიორის ქვედა სადგური
1905 წლის 27 მარტი. დილის 10 საათია, ირგვლივ საზეიმო ვითარებაა.
ფუნიკულიორის სადგურები და მთელი ტრასა ვარდ-ყვავილებითა და რუსეთის იმპერიის ეროვნული დროშებით არის მორთული.
საზეიმო ცერემონიალზე სიტყვას ამბობს მამადავითის ეკლესიის ზედამხედველი მღვდელი მაჭარაშვილი. მის შემდეგ ქალაქის თავი ცისფერ ლენტს ჭრის - ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის პროექტით აშენებუ ლი ფუნიკულიორის ტრასა საექსპლუატაციოდ მზად არის.
მშენებლობაზე 400 მანეთი დაიხარჯა. ტრასის ხაზის სიგრძე კი 501 მეტრია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ციცაბო რკინიგზად მიიჩნევა.
იმ დღეს მგზავრობის პირველი მსურველების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ (სწორედ ამ საზოგადოების წარმომადგენელი იყო ალფონს რობი) საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა. 
პეტერბურგში გამომავალი ჟურნალი „ნივა” იუწყებოდა:
„ეს შესანიშნავი ნაგებობა მოწყობილია ცნობილი უცხოური ფუნიკულიორების მსგავსად, დაახლოებით ასეთი რამ არსებობს ნიჟნი ნოვგოროდში, მაგრამ, იქაური ფუნიკულიორი ვერც კი შეედრება მთაწმინდაზე აგებულ გზას. ამჟამად ტფილისის ფუნიკულიორი დიდი წარმატებით სარგებლობს მცხოვრებთა შორის და წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას, რომლითაც ესოდენ მდიდარია ტფილისი.“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?