13-19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

12 თებერვალი 19:30, 2017 წელი

მომდევნო შვიდი დღე მშვიდად ჩაივლის. ეს შესანიშნავი დროა ახალი პროექტების, საკუთარ თავზე მუშაობისა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად.

ვერძი
ამ კვირაში ვერძები დასახული მიზნისკენ არა პირდაპირი გზით, არამედ ძალიან უცნაური მარშრუტით დაიწყებენ სვლას. გადაწყვეტთ, რომ ეს „ეშმაკური“ მარშრუტი საკუთარი ამბიციების რეალიზებისთვის საჭირო დროისა და ძალების დაზოგვაში დაგეხმარებათ. სულ მალე მიხვდებით, რომ შეცდით.  მთავარ მიზანთან მიახლოების ფიქრის პარალელურად თქვენს პირად ცხოვრებაში რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი მოხდება. საყვარელ ადამიანთან ყოფით საკითხებთან უთანხმოების გამო მცირე კამათი მოგიწევთ.


 


კურო
კუროებისთვის მომდევნო შვიდი დღე არცთუ ისე წარმატებული იქნება. უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა დაგატყდებათ თავს და მათ გადასალახად, პრაქტიკულად, მთლიანი დანაზოგის დახარჯვა მოგიწევთ. სამაგიეროდ პირადი ცხოვრება უწყვეტ პოზიტივს მოგანიჭებთ (უფრო მეტსაც). თუკი დაოჯახებული ხართ, უახლოეს დღეებში გაიგებთ, რომ ოჯახში ახალი წევრი მოგემატებათ. თუკი ახალი სიყვარულის ძიებაში ხართ, დარწმუნებული იყავით - დასვენების დღეებში თქვენი ოცნება სრულად ახდება. მართალია, რომანის დაწყებამდე ცოტა ლოდინი მოგიწევთ, სანამ თქვენი ახალი გატაცება განთავისუფლდება მიმდინარე სასიყვარულო ურთიერთობისგან.


 


ტყუპები
ტყუპები ამ კვირაში დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიდან გამომდინარე, გარშემომყოფები ძალიან წარმატებულ, გონიერ და თანამედროვე პერსონად აღგიქვამენ, რომლისგანაც თამამად შეუძლიათ საქმიანი რჩევა მიიღონ. სანამ გარშემო ყველას რჩევებს აძლევთ, პირადი ცხოვრებისთვის დრო საერთოდ არ დაგრჩებათ. საბედნიეროდ, ამ სფეროში ცუდი არაფერი მოხდება (თუკი არ ჩავთვლით იმას, რომ თქვენი სასიყვარულო პარტნიორი დამოუკიდებლად გადაწყვეტს საკმაოდ ძვირიანი შენაძენი განახორციელოს, რომელსაც ვერ გაიგებთ და ვერც მხარს დაუჭერთ).


 


კირჩხიბი
კირჩხიბებს ამ კვირაში ცრუ ამბიციები შეიპყრობთ. გადაწყვეტთ, რაც არ უნდა მოხდეს, წარმატების მისაღწევად, მთელ თქვენს თავისუფალ საათებსა და დასვენების დღეებს სამსახურში გაატარებთ. სანამ მოჩვენებითი კარიერული წარმატების ძიებაში ხართ, თქვენი პირადი ცხოვრება არსებული გზიდან „გადაუხვევს“. თუკი საყვარელი ადამიანი უკვე გყავთ, თქვენს არყოფნაში მას მოენატრებით და ახალ პერსონასთან ვირტუალურ რომანს წამოიწყებს. თუკი ახლა ცდილობთ, ახალი სიყვარული მოძებნოთ, სანამ კარიერული ოლიმპის გზაზე დგახართ, ის თავის გულს სულ სხვა ადამიანს დაუთმობს.


 


ლომი
ლომებს ვარსკვლავები ურჩევენ, სერიოზულად დაკავდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვით. ეწვიეთ ექიმებს და გამოიკვლიეთ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ყველა ორგანო. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუკი ცხოვრებისეულ რიტმს ოდნავ შეანელებთ, ხოლო ძილის ხანგრძლივობას, პირიქით, გაზრდით. ამგვარად განთავისუფლდებით დაღლილობისგან, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში დაგიგროვდათ. თქვენი კარიერისა და ფინანსებისთვის მომდევნო შვიდი დღე მშვიდად ჩაივლის (ამ ასპექტში გრანდიოზული არაფერი მოხდება, ამიტომაც თამამად შეგიძლიათ, მუშაობის ტემპი ოდნავ დააგდოთ).




ქალწული
ქალწულები ამ კვირაში ახალი იმიჯის ძიებით დაკავდებიან. ამ მიზნის განხორციელებაში მოდური ჟურნალი და რჩევები დაგეხმარებათ, რომელთაც ინტერნეტში იპოვით. სანამ საკუთარ თავზე მუშაობით ხართ დაკავებული, თქვენი კარიერა თქვენგან დიდ ყურადღებას ვერ მიიღებს. ეს ფაქტი პრობლემებს ნამდვილად არ შეგიქმნით, მაგრამ არც ახალი სამსახურებრივი გამარჯვება გელოდებათ. სამაგიეროდ, იმიჯის შეცვლა დადებითად აისახება თქვენს სასიყვარულო კავშირზე. თქვენით დაინტერესდება ადამიანი, რომლის გულის მოგებას დიდი ხანია, ფიქრობთ. თუკი მუდმივი პარტნიორი უკვე გყავთ, ის კომპლიმენტებით აგავსებთ და რომანტიკით კვლავ თავბრუს დაგახვევთ.




სასწორი
სასწორები მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში სამსახურსა და სახლს შორის მუდმივ სირბილში იქნებიან. პირადი და პროფესიული საქმეები თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს, თქვენ კი ამგვარი ძლიერი დატვირთვისთვის მზად არ იქნებით. ამ კვირის გიჟური ტემპი ძალიან დაგღლით და გადაწყვეტთ დასვენების დღეები მაინც გაატაროთ მშვიდად, თუმცა, ორი დღის დივანზე გატარება მაინც არ გამოგივათ, რადგან სახლში მოულოდნელად სტუმარი გეწვევათ, რომლის ნახვა დიდად არ გესიამოვნებათ, თუმცა საკუთარ ნეგატიურ განწყობას დამალავთ და საკმაოდ მშვიდი სახით შეუდგებით სტუმრის ყველა ახირების შესრულებას.


 


მორიელი
მორიელებო, ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს შეუძლებლის გაკეთებას. თუკი ცოტა ხნის წინ საკუთარი ბიზნესპროექტის განვითარება დაიწყეთ, ნუ იდარდებთ, რომ მისგან ჯერჯერობით ფულადი სარგებელი არ გაქვთ. ამ საქმიანობიდან შემოსავლის მიღებას მოასწრებთ (ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი პანიკაში არ ჩავარდებით და მხოლოდ თქვენი კომპანიის ყოველმხრივ განვითარებაზე იფიქრებთ). პირად ცხოვრებაში რაიმე სახის პრობლემა არ გემუქრებათ. ერთადერთი უსიამოვნება თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის უფროს ნათესავებთან ურთიერთობა გახდება, რადგან ისინი არ დაუჭერენ მხარს იმ გეგმას, რომელიც ერთად დაისახეთ.




მშვილდოსანი
მშვილდოსნები კვირის განმავლობაში საკუთარი ცხოვრების შეცვლით დაკავდებიან. მეორეხარისხოვან როლში ყოფნა თქვენთვის მოსაბეზრებელია და სწორედ ამიტომ შეეცდებით, „ტახტზე“ ახვიდეთ და თქვენს მეუღლეს ადგილი მიუჩინოთ. როგორც კი საოჯახო ძალაუფლება თქვენს ხელში აღმოჩნდება, ოდნავ დაიბნევით. მოგიწევთ, სასწრაფოდ გადაწყვიტოთ, როგორ წაიყვანოთ ბავშვი სკოლაში, როგორ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები, ვის მიანდოთ გატეხილი ნივთის შეკეთება და ა.შ. საბოლოოდ გააცნობიერებთ, რომ პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი, უბრალოდ, არ შეგწევთ.


 


თხის რქა
თხის რქებს ბრძენი ადამიანის რჩევა დასჭირდებათ. დილემის წინაშე აღმოჩნდებით (თქვენი კარიერის სამომავლო საკითხთან დაკავშირებით). იმ მოვალეობის შეფასებისას, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი დაგავალებთ, აღიარებთ, რომ ის ძალიან პრესტიჟულია. თუმცა, იმაზე ფიქრი, რომ ამ მიზეზით ამჟამინდელი კოლექტივის მიტოვება და შემდეგ ახალ კოლეგებთან მიჩვევა მოგიწევთ, მოსვენებას არ მოგცემთ. რჩევას უფროს მეგობრებს სთხოვთ და გადაწყვეტთ, ისეთმა წვრილმანებმა, როგორიც ახალ კოლექტივთან მიჩვევის აუცილებლობაა, ასე პერსპექტიული ნაბიჯის გადადგმაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.




მერწყული
მერწყულებს კვირის განმავლობაში წარმოუდგენელი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევთ. იმისთვის, რომ თქვენი კარიერა კიდევ უფრო წინ წავიდეს, სამსახურში გაცილებით მეტ დროს გაატარებთ, ვიდრე გევალებათ. ბევრი მუშაობით ძალიან გადაღლილი დასვენებას სახლშიც ვერ შეძლებთ. თქვენი ოჯახი საკმაოდ ხარჯიანი და შრომატევადი პროექტის განხორციელებას შეუდგება (რემონტი ან უძრავი ქონების რეკონსტრუქცია), და ამ საკითხთან დაკავშირებული ძირითადი საქმე თქვენ დაგევალებათ. მხოლოდ კვირა დღეს შეძლებთ დასვენებას, როდესაც საუკეთესო მეგობართან ერთად აგარაკზე აღმოჩნდებით.




თევზები
თევზები ამ კვირაში თავიანთი ძირითადი კონკურენტის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიტყობენ. გადაწყვეტთ, რომ ამ კომპრომატით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ, რაც თქვენთვის ყველაზე დიდი შეცდომა აღმოჩნდება. ზუსტი სტრატეგიული გეგმის დასახვის გარეშე, იმპულსურად იმოქმედებთ. ამ მიზეზით კი, ინფორმაცია, რომელსაც შესაძლოა, თქვენი ახალი ცხოვრების კარი გაეღო, ცარიელი და უსარგებლო აღმოჩნდება. პირად ცხოვრებაში რაიმე სახის სირთულე არ შეინიშნება. დასვენების დღეებს იმ ადამიანთან ერთად გაატარებთ, რომელიც უკვე დიდი ხანია, თქვენს ინტერესს იწვევს და რომელიც ყოველთვის გულგრილად გესაუბრებოდათ.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?