20-26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

19 თებერვალი 19:30, 2017 წელი

თუკი გული გკარნახობთ, დროა, კონკრეტულ საქმეში ნაბიჯი გადადგათ, ნუ დააიგნორებთ საკუთარ ინტუიციას! 

ვერძი
ვერძებო, ცოტა იფიქრეთ და ბევრი იმოქმედეთ. რეალური შანსი გაგიჩნდებათ და მისი გამოყენების შემთხვევაში უფრო მდიდარი და პოპულარული გახდებით. ნუ ეცდებით საკუთარი სიზარმაცის გამართლებას და ნუ დაიწყებთ უხილავი ბარიერების ძებნას წარმატების მისაღწევად. თამამად გასწიეთ ოცნებასთან შესახვედრად, სხვა დანარჩენი კი გვერდზე გადადეთ. თუმცა,  ვარსკვლავები არ გირჩევენ მიზნის მისაღწევად სასიყვარულო ურთიერთობის სრულად დავიწყებას, რომელიც საკმაოდ დიდ გაფრთხილებას მოითხოვს. დასვენების დღეები მეორე ნახევართან ერთად გაატარეთ და აჩუქეთ მას ზღვა რომანტიკა.


 


კურო
ვერძები კვირის განმავლობაში საკუთარი ჯანმრთელობით უკმაყოფილოები იქნებიან. შესაძლოა, გაცივდეთ და სამუშაო დღეების გატარება სახლში მოგიწიოთ. ეს იძულებითი დასვენება ემოციური ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ, ასევე, შესანიშნავად დაისვენებთ, როგორც ფიზიკურად, ასევე, სულიერად. კვირის ბოლოს, როგორც კი სრულად დაამარცხებთ დაავადებას, გართობას გადაწყვეტთ. ამ მიზნით კი რომელიმე ინტერნეტმოსაუბრესთან რომანს გააბამთ.



 
ტყუპები
ტყუპებს საკმაოდ მიმზიდველი პერსპექტივა გამოუჩნდებათ პოტენციური კარიერული ზრდისთვის. გადაწყვეტთ, ბედისწერას ყველა საჩუქარი სასწრაფოდ „გამოგლიჯოთ“, მაგრამ ამ მცდარი გადაწყვეტილებით დიდ შეცდომას დაუშვებთ. სანამ ხელმძღვანელს შემოთავაზებაზე დასთანხმდებით და  უპასუხებთ: „დიახ“, დაფიქრდით, გეყოფათ თუ არა ძალები აუარებელი სამუშაოს შესასრულებლად? პირად ცხოვრებაშიც მოგიწევთ დაფიქრება, აქვს თუ არა მომავალი თქვენს ახლანდელ რომანს. თქვენ და თქვენი სასიყვარულო პარტნიორი ამ რთულ საკითხში შეცდომის დაშვების თავიდან ასაცილებლად ურთიერთობებში დროებით ტაიმ-აუტის აღებას გადაწყვეტთ.




კირჩხიბი
კვირის განმავლობაში კირჩხიბები საკუთარ სამოქალაქო პოზიციას აქტიურად დაამტკიცებენ. საქმე, რომელსაც საუკეთესო მეგობრების დახმარებით წამოიწყებთ, იმ ადამიანების დასახმარებლად იქნება გამიზნული, რომელთაც საზოგადოებამ რაღაცით აწყენინა. სამართლიანობისთვის ბრძოლა იმდენად გაგიტაცებთ, რომ სამთავრობო ძალაუფლების უმაღლეს ეშელონამდე მიაღწევთ. ამ საკითხს წარმატებით მოაგვარებთ, მაგრამ ცხოვრების სხვა სფეროში ნაკლებად გაგიმართლებთ. თქვენი სახლის კედლებში რამდენიმე დღის განმავლობაში სიწყნარე დაისადგურებს, რომლის მთავარი მიზეზი მორიგი საყოფაცხოვრებო „გარჩევა“ იქნება.




ლომი
ახალი კვირა ლომებს ვერაფრით დაამახსოვრებთ თავს. სამსახურებრივ მოვალეობას ისე შეასრულებთ, როგორც ჭეშმარიტი პროფესიონალი, მაგრამ ხელფასის მომატება თქვენთვის კვლავ აუხდენელ ოცნებად დარჩება. პირად საქმეებში დიდ ენთუზიაზმს გამოიჩენთ, მაგრამ ვერც ორგანიზებული „რომანტიკა“ და ვერც მდიდრული საჩუქარი ვერ გაალღობს თქვენი საყვარელი ადამიანის გულს. კვირის ბოლოს მომხდარზე ხელს ჩაიქნევთ და კარგად გართობას გადაწყვეტთ. საღამო, რომელსაც საკუთარ სახლში მოაწყობთ, ამ არცთუ ისე წარმატებული კვირის ხმაურიანი დასასრული იქნება.




ქალწული
კვირის დღეებს ოჯახური დღესასწაულისთვის მზადებაში გაატარებთ, რომლის მოწყობას უქმეებზე გეგმავთ. სადღესასწაულო მენიუს გულმოდგინედ შეადგენთ, სახლს კაპიტალურად დაალაგებთ, შემდეგ კი ამ დღესასწაულის კულტურულ პროგრამაზე იფიქრებთ. ამ სასიამოვნო პროცესის პარალელურად, სამსახურში რთული საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ, რომელიც თქვენი დაუდევარი თანამშრომლის მიზეზით წარმოიქნება. მართალია, მის მიმართ წყენას ვერ დამალავთ, მაგრამ იმდენად ჰუმანური იქნებით, რომ პრობლემების მოგვარების შემდეგ მას სახლში წვეულებაზე დაპატიჟებთ.




სასწორი
სასწორები მომდევნო კვირაში ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლას გამოუცხადებენ. ამჯერად, თქვენი წონაში კლების სურვილი იმდენად ძლიერი იქნება, რომ შედეგს შაბათსვე შეამჩნევთ. სუფრას ყველაზე სასარგებლო საკვებით გაამდიდრებთ, ხოლო საყვარელი გემრიელობებისა და კალორიული დესერტების მიღებაზე მტკიცე უარს განაცხადებთ. სანამ საკუთარ თავზე მუშაობთ, თქვენი ინტერესის ზონაში ოჯახი, ფინანსური საქმიანობა და კარიერა ვერ  მოხვდება, მაგრამ ამ სიტუაციაში უყურადღებობას ყველა გაპატიებთ (ყველა, გარდა თქვენი ხელმძღვანელისა, რომელიც გაიძულებთ, დასვენების დღეებისა და შესვენების გარეშე იმუშაოთ).


 


მორიელი
მომდევნო შვიდი დღე მორიელებს კეთილდღეობასა და სიმშვიდეს მოუტანს. როგორც კი ოჯახურ კონფლიქტს მოაგვარებთ, სამსახურში არაგეგმაზომიერი სამუშაოების შესრულებას შეუდგებით. ოპტიმისტური და ემოციური განწყობა დაგიპყრობთ და სისტემატური მუშაობით კი არ დაიღლებით, არამედ სიამოვნებას მიიღებთ. დასვენების დღეებში ახლობლების წრეში გართობას გადაწყვეტთ და ამ მიზნით ქალაქგარეთ გასვლის ორგანიზებას გააკეთებთ. თქვენი დასვენება პრობლემების გარეშე ჩაივლის (თუ არ ჩავთვლით მრავალსაათიან საავტომობილო საცობს, რომელშიც ქალაქგარეთ გასვლის დროს მოხვდებით).


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს შემდეგ კვირაში სიმშვიდისა და ჰარმონიის მოთხოვნის განცდა დაეუფლებათ, რის მოპოვებასაც არა ოჯახში, არამედ სახლის გარეთ შეეცდებით. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაინც თქვენი ჰობი ან გატაცება მოგანიჭებთ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაიცანით. ოჯახის წევრებს იშვიათად ნახავთ და ეს მათ არ მოეწონებათ. ოჯახში  საკუთარი ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, დასვენების დღეებში მოაწყვეთ წვეულება ოჯახის წევრებისთვის, რომელსაც თქვენი სასიყვარულო პარტნიორის მშობლებიც დაესწრებიან.


 


თხის რქა
თხის რქები ყოველდღიურობაში ცვლილებების შეტანას გადაწყვეტენ.  ამ მასშტაბური რეფორმების გეგმის შესრულებას წვრილმანებით დაიწყებთ (გათავისუფლდებით იმ ნივთებისგან, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ინახავდით და, ასევე, მოიშორებთ ყველა იმ „ფიზიკურ მტკიცებულებას“, რომელიც წარუმატებელ სასიყვარულო კავშირს გახსენებთ). ეს ნაბიჯი სულიერი ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მოგონებებისგან სრულად განთავისუფლებას ვერ შეძლებთ. ამ მიზნის მისაღწევად უმჯობესია, ხმაურიანი წვეულება მოაწყოთ, რომლის ორგანიზებას საკუთარ თავზე თქვენი რომელიმე მეგობარი აიღებს და რომელზეც აუცილებლად  ცხოვრების თანამგზავრს შეხვდებით.


 


მერწყული
მერწყულები კვირის დღეებს ძალიან კომფორტულად გაატარებენ. სამსახურში ხელმძღვანელის მხრიდან არანაირ კრიტიკას არ მოისმენთ, რადგან მას თავისი ახალი რომანი საკმაოდ გაიტაცებს. აუჩქარებლად და მშვიდად მუშაობის შემდეგ სახლში კარგი განწყობით დაბრუნდებით. ამიტომ, თქვენი დასვენება იშვიათად აქტიურ ფაზაში შევა (დაიწყებთ სიარულს აუზზე, ფიტნესცენტრში ან ვარჯიშების კომპლექტს სახლში შეასრულებთ). პირად ცხოვრებაშიც დრამა, ასევე, გამორიცხულია, რაც სასიყვარულო ურთიერთობით ტკბობის შესაძლებლობას მოგცემთ.


 


თევზები
თევზებს ამ კვირაში ახალი სასიყვარულო რომანის დაწყების ან ამჟამინდელ სასიყვარულო ურთიერთობაში ჰარმონიის შეტანის შესაძლებლობა მიეცემათ. საპირისპირო სქესის პიროვნება მკვეთრად იგრძნობს თქვენს ბუნებრივ მიზიდულობას, რადგან თქვენი მომხიბვლელობის მიმართ გულგრილი ვერავინ იქნება. თუმცა, პროფესიულ საქმიანობაშიც ნუ გექნებათ საკუთარი მომხიბვლელობის იმედი. ახალი პროექტის შესრულებისას ყურადღებით უნდა იყოთ. მოერიდეთ წყალქვეშა ქვებს, რომლებიც ამ დავალების შესრულების დროს საკმაოდ დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი და, ასევე, არ ენდოთ კოლეგებს, რომლებიც თავიანთი რჩევებით შეგაწუხებენ.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?