25 სექტემბრის 1-ლი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

24 სექტემბერი 19:35, 2017 წელი

ეს კვირა ბევრ სიურპრიზს გპირდებათ. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი კვლავ გამოჩნდება ადამიანი, ვისთანაც წარსულში ბევრი სასიამოვნო წუთი გაკავშირებთ; ან იპოვით იმ ნივთს, რომელიც დიდი ხნის წინათ დაკარგეთ... 

ვერძი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ყველას ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას. თუკი ოჯახის წევრებს ხმის ამოღებას აუკრძალავთ, ამით ავტორიტეტს ვერ აიმაღლებთ, უბრალოდ საკუთარი ქმედებით რევოლუციას მოაწყობთ. ოჯახი შეეცდება, თქვენი ტოტალური რეჟიმი შეცვალოს, რის შემდეგაც მოგიწევთ მათი აზრის გათვალისწინება. ზომიერი კომპრომისი სამსახურშიც დაგჭირდებათ. თუკი კოლეგებთან დათმობაზე წახვალთ, თქვენი ერთობლივი პროექტი უფრო სწრაფად და ლოგიკურად განხორციელდება.


კურო
კვირის განმავლობაში თქვენი მთავარი პრობლემა ბავშვთან დაკავშირებული სასკოლო ფორიაქი გახდება. გაითვალისწინეთ, რომ  სასწავლო წელი ახალი დაწყებულია და ნუ გაგიკვირდებათ სწავლის მიმართ თქვენი დაუდევარი დამოკიდებულება. თავიდან მკაცრი ფორმით შეეცდებით, დაარწმუნოთ ბავშვები სკოლის მიმართ უფრო სერიოზული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჰქონდეთ. როგორც კი ამ საკითხს მოაგვარებთ, სხვა, მიმდინარე საქმეებს დაუბრუნდებით, რომელთაც გაცილებით მარტივად გაუმკლავდებით, ვიდრე ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებულ პრობლემებს.
 


ტყუპები
ტყუპებს ვარსკვლავები სრულ სიმშვიდეს ურჩევენ, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. თუ გსურთ, მომავალშიც გააგრძელოთ აქტიური ცხოვრება, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. ნუ ეცდებით საკუთარ თავზე ბევრი მოვალეობის აღებას. ეს ეხება როგორც საოჯახო საქმეებს, ისე, სამსახურებრივს. თუკი საგულდაგულოდ დაგეგმავთ მთელ კვირას და მასში გაითვალისწინებთ როგორც აქტიურ, ასევე პასიურ დასვენებას, ყველა შანსი გექნებათ იმისთვის, რომ მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში ძალები აღიდგინოთ, რაშიც, ასევე, სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ.


კირჩხიბი
ყველაზე მარტივ ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც კი შეეცდებით პრობლემების მოძებნას. საკუთარ თავს დეტექტივად წარმოიდგენთ და ყველა თქვენს ნათესავზე კომპრომატების მოძიებას შეუდგებით, რაც მორალურ წონასწორობას დაგაკარგვინებთ. ეს მოხდება მას შემდეგ, როგორც კი მეორე ნახევრის შესახებ დიდი ხნის საიდუმლოს ამოხსნით. გამოძიების მიხედვით, ეს ისტორია დიდად არ შეგეხებათ, მაგრამ ნერვებს მაინც მოგიშლით. სამუშაო საქმეების მიმართ საკმაოდ გულგრილი იქნებით და ამაში უცნაური არაფერია, რადგან სამსახურშიც შერლოკ ჰოლმსის ამპლუას მოირგებთ.


ლომი
ლომებს კვირის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა შეექმნებათ. თქვენი ახალი კოლეგა სიტუაციას ისე წარმართავს, რომ თქვენი ხელმძღვანელი თქვენს პროფესიონალიზმში ეჭვს შეიტანს. რთულად, მაგრამ მაინც შეძლებთ იმ სიტყვების გამონახვას, რომლითაც თქვენს დირექტორს სიმართლეს დაუმტკიცებთ. კოლეგას, რომელმაც მახეში გაგაბათ, სამსახურიდან გააგდებენ ან მიმდინარე თვის პრემიას არ დაურიცხავენ. სამსახურებრივ საქმეებს ძველებური ენთუზიაზმით შეუდგებით და კოლეგებთან ნებისმიერი სახის ურთიერთობისგან თავს შეიკავებთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე გელოდებათ. ვარსკვლავების თქმით, ამ სფეროში დრამები არ შეინიშნება.  


ქალწული
ქალწულებს პოტენციური კარიერული ზრდისთვის მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევთ. თქვენს გაბრაზებას საზღვარი არ ექნება, როდესაც თქვენი ბოსი კოლექტივში სრულიად უადგილო შენიშვნას მოგცემთ. მზად იქნებით, აფეთქდეთ და დაუყოვნებლივ დაწეროთ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუმცა, ამჯერად სიფრთხილის შეგრძნება დაგეუფლებათ და გონზე მოსვლას მალევე მოახერხებთ. ამ ინციდენტს „გადაყლაპავთ“ და მუშაობას გააგრძელებთ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. უბრალოდ, მეგობრებთან და ნათესავებთან ამ თემაზე საუბრის დროს ოდნავ გადააჭარბებთ და გამარჯვებული გამოხვალთ.


სასწორი
მომდევნო კვირაში დიდი ხნის ნანატრ ნივთს შეიძენთ, რომლის საყიდლად, ისევე როგორც ადრე, საკმარისი თანხა არ გექნებათ, ამიტომ გადაწყვეტთ, კრედიტი გააფორმოთ ან სასურველი ნივთი განვადებით შეიძინოთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენთვის ოჯახის წევრის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა იქნება. ეს ადამიანი სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში გაემგზავრება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მასზე გულწრფელად ინერვიულებთ და, ასევე, იოცნებებთ, რომ, როდესაც ის ახალ ადგილზე კარგად მოეწყობა, ჩაალაგოთ ჩემოდანი და წახვიდეთ მასთან ახალი ჰორიზონტის დასაპყრობად.

მორიელი
მორიელებისთვის მომდევნო კვირა საკმაოდ ერთფეროვანი აღმოჩნდება, შესაძლოა, ეს იყოს თქვენი ცხოვრების დამღლელი პერიოდის მიზეზი. სავარაუდოდ, თქვენამდე შემოდგომის სევდა მოაღწევს და თქვენი არსებობის სისწორეზე დაგაფიქრებთ. სამსახურში ყოფნის დროს საკუთარ თავს დაუსვამთ შეკითხვას - ნამდვილად მოგწონთ თუ არა თქვენი სამუშაო? სახლში დაბრუნებული კი ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობის შეფასებას დაიწყებთ, რაც უსასრულო დროს წაგართმევთ. ეს ანალიზები ჩიხში შეგიყვანთ, თუკი დროულად არ გაჩერდებით და ცხოვრებაში რაიმე პოზიტიურს არ მოძებნით.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს კვირის განმავლობაში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ელოდებათ. შეხვდებით ყოფილ კოლეგას, ყურადღებით მოისმენთ მის მონაყოლს და მოულოდნელად მიხვდებით, რომ ტყუილად შიშობთ ამჟამინდელი სამუშაო ადგილის დატოვებას. სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას მოულოდნელი შემთხვევა გადაგაფიქრებინებთ. დიდი ალბათობით, საუბარია ოჯახის უფროსი წევრის დაავადებაზე ან უსიამოვნებებზე, რომლებიც ოჯახის უმცროსი წევრს ეხება. ასეა თუ ისე, ყველანაირად შეეცდებით, დაეხმაროთ ახლობელ ადამიანს და თქვენს ოცნებებს  სამსახურის შეცვლის შესახებ სამომავლოდ გადადებთ.


თხის რქა
თხის რქებო, ვარსკვლავები გირჩევენ, რომანტიკული განწყობა შეიქმნათ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს წყვილში ურთიერთობა კვლავ გაცოცხლება და მის მიმართ იმავე ემოციებს განიცდით, როგორც ნაცნობობის დასაწყისში. თუკი მარტოხელა ხართ, უახლოეს დღეებში წარმოუდგენლად ლამაზი რომანი გელოდებათ (ზუსტად ისეთი, როგორზეც ოცნებობდით). მაგრამ სიყვარულის მორევში ცურვის დროს შეეცადეთ, სამუშაო არ დაივიწყოთ. თუკი შრომისმოყვარეობას გამოიჩენთ, სამსახურში დაწინაურება გელოდებათ.


მერწყული
მერწყულებისთვის მომდევნო კვირა დასამახსოვრებელი ვერ იქნება. სამსახურში ყოფნის დროს, საკუთარ რთულ პროექტს ფინალამდე მიიყვანთ, თუმცა, იგრძნობთ, რომ საოცრად დაიღალეთ. საოჯახო საქმეებში დიდ ენთუზიაზმს ნაკლებად გამოიჩენთ, რადგან ყოველდღიური საქმეები მოსაწყენად მოგეჩვენებათ. ამ ყველაფრის შეცვლა თავადაც შეგიძლიათ, უბრალოდ, გამოიჩინეთ ცოტაოდენი ძალისხმევა და მონდომება. თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო და ფერადი გახდება, თუკი საკუთარ ინფანტილურობას მოიშორებთ, იპოვით ახალ გასართობს ან დაკავდებით სპორტული ვარჯიშებით.


თევზები
თევზები მომდევნო კვირაში სამსახურში უფრო ხელმძღვანელებთან სანდო ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებენ. სანამ ბოსს თქვენდამი თბილი ურთიერთობა აქვს, შეგიძლიათ, მას საქმიანი ინიციატივით მიმართოთ ან ხელფასის მომატება სთხოვოთ. პირად საქმეებში წარმატება გვერდს ჩაგივლით. ადამიანი, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, რომანს სხვასთან გააბამს, რაც თქვენი გულისტკენის მიზეზი გახდება. სიბრაზისგან დიდი ხნის თაყვანისმცემელს გაიხსენებთ და მასთან ურთიერთობას აღადგენთ.

საკნატუნო ამბები

(+18) ორი მთავარი წესი იდეალური სექსისთვის

რაც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა სცენარი, მით უფრო კმაყოფილი და ნასიამოვნებია წყვილი.    
დღის ჰოროსკოპი

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

უსაშველოდ მომხიბვლელი ჟან დიუჟარდონის 5 საუკეთესო როლი

მათ შორის გამორჩეულია პერსონაჟი ფილმ „არტისტში“, სადაც ფრანგ მსახიობს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ სწორედ მან მოუტანა ერთდროულად „ოსკარი“, „ოქროს გლობუსი“, „პალმის რტო“, BAFTA-ს პრემია და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის პრიზი. 
ამბები

ლუკას შენი დახმარება სჭირდება - 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭი სიკვდილს ებრძვის

ცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს.  
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?