2-8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

1 ოქტომბერი 19:35, 2017 წელი

ახალი კვირა ყოველგვარი უსიამოვნებისა და ექსცესის გარეშე ჩაივლის. პრიორიტეტული იქნება ოჯახური დასვენება...

ვერძი
საოჯახო საქმეებში სრულ რეფორმირებას მოახდენთ და მას აბსოლუტური იდილიის შტრიხებს შესძენთ. როგორც კი საოჯახო კონფლიქტს მოაგვარებთ, შეეცადეთ, სამსახურიც არ დაივიწყოთ. თქვენი ბოსი მადლობას გადაგიხდით, რადგან სამსახურში საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის პრემიას ან სამსახურებრივ დაწინაურებას არ მოითხოვთ. თუმცა, ჯილდოს მაინც მიიღებთ - კონვერტით საკმაოდ სოლიდურ თანხას გადმოგცემენ.


კურო
კუროები სახლში ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტენ და ამ საკითხს მაქსიმალურად დრამატულად მიუდგებიან. მიმართავთ დიზაინერს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. პარალელურად, სამსახურში უსიამოვნებები გელოდებათ (მოგიწევთ, გამოასწოროთ შეცდომა, რომელიც გამოუცდელი თანამშრომლის გამო დაუშვით). სხვათა შორის, კოლეგას, რომლის მიზეზითაც შეცდომა დაუშვით, სამსახურიდან გაუშვებენ და მისი თანამდებობის ერთადერთი პრეტენდენტი იქნებით. პირად საქმეებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გელოდებათ და ეს სტაბილურობა ძალიან გაგახარებთ.


ტყუპები
ტყუპებო, ვარსკვლავები არ გირჩევენ პირად საქმეებში და მეორე ნახევართან ურთიერთობაში ვინმეს ჩარევას. შესაძლოა, თქვენ გვერდით აღმოჩნდეს ადამიანი, რომელსაც ძალიან მოეწონება თქვენი რჩეული. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ერთმანეთს დაგაშოროთ. იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება „დაიცვათ“, შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მეორე ნახევართან. მოუწყვეთ რომანტიკული საღამო, იზრუნეთ მასზე ისე, როგორც გაცნობის პირველ დღეებში, დასვენების დღეებისთვის კი დაუვიწყარი მოგზაურობა დაგეგმეთ.


კირჩხიბი
კვირის განმავლობაში ოპტიმიზმით აივსებით. მართალია, მეორე ნახევრის ქცევები გაგაღიზიანებთ, მაგრამ გადაწყვეტთ, რომ არაფერია საშიში იმაში, რომ მას ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს კოლეგასთან და მასთან ბევრ თავისუფალ დროს ატარებს. ნათესავები განქორწინებას გირჩევენ, თუმცა მათ სიტყვებს დააიგნორებთ. როგორ დამთავრდება თქვენი მეორე ნახევრისა და მისი სიმპათიური კოლეგის ურთიერთობა, არავინ იცის, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩაერიოთ ამ უსიამოვნო სიტუაციაში.


ლომი
ლომებო, ვარსკვლავები გირჩევენ, მომდევნო კვირაში სრული  ემოციური სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუკი უახლოეს დღეებში საპასუხისმგებლო ღონისძიება გელოდებათ, უმჯობესია, გადადოთ. საქმე ისაა, რომ საკუთარი განწყობის გაკონტროლებას ნორმალურად ვერ შეძლებთ და მერყევი, ცვალებადი ხასიათი გექნებათ. თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა ან საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა ნებისმიერ სირთულეს შეუძლია.  უმჯობესია, ღონისძიების მომზადებით დაკავდეთ და საკუთარი ნერვული სისტემის აღდგენაზე იზრუნოთ (რაშიც ყველაზე კარგად ფსიქოლოგიური ლიტერატურა დაგეხმარებათ).


ქალწული
ქალწულებს მშვიდი და აუღელვებელი კვირა ელოდებათ. სურვილები აგისრულდებათ, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ყველაზე მასშტაბური წარმატება პირად საქმეშია მოსალოდნელი. თუკი მარტოხელა ხართ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ნამდვილ ბედნიერებას გაჩუქებთ. თუკი მუდმივი პარტნიორი გყავთ, მისგან მნიშვნელოვან საჩუქარს მიიღებთ. დიდი ალბათობით, საუბარია არამატერიალურ რამეზე (მაგალითად, სიახლე იმის შესახებ, რომ მალე შვილი გეყოლებათ).


სასწორი
მომდევნო კვირაში გაორმაგებული ენთუზიაზმით მოგიწევთ მუშაობა. საკადრო ცვლილებები, რომელსაც თქვენი ახალი ბოსი გადაწყვეტს, თქვენს კარიერაში ცუდად დასრულდება. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, დაუმტკიცეთ ხელმძღვანელობას საკუთარი პროფესიონალიზმი და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბოსის ნდობა დაიმსახუროთ. როგორც კი მასთან თბილ ურთიერთობაში შეხვალთ, თქვენს კარიერას საფრთხე აღარ დაემუქრება და ყველანაირი შიშის გარეშე შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას.


მორიელი
მორიელებს მოუწევთ მეგობრებისთვის დამტკიცება, რომ არანაირი პრობლემის არ ეშინიათ. რატომ გეშინიათ თქვენი სუსტი მხარის ჩვენება, გაუგებარია. მნიშვნელოვანი სხვა რამეა - სანამ პრობლემებს დამოუკიდებლად ებრძვით, ისინი კი არ ლაგდება, პირიქით, უფრო მძიმდება. ვარსკვლავები გირჩევენ, დახმარებისთვის იმ ადამიანებს მიმართოთ, რომლებიც მეტ-ნაკლებად კომპეტენტურები არიან თქვენთვის საჭირო საკითხებში. ეს არის იმ ადამიანის გონივრული ქმედება, რომელიც ოცნებობს, ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ჰქონდეს.


მშვილდოსანი
მშვილდოსნები  კვირის განმავლობაში აქტიურობით გამოირჩევიან. პროექტი, რომელშიც ხელმძღვანელის დავალებით მუშაობთ, იმდენად ჩაგითრევთ, რომ პრიორიტეტს მას მიანიჭებთ და კარიერულ საქმეებს თუ პირად ცხოვრებას სრულიად დაივიწყებთ. საბედნიეროდ, სანამ ამ პროექტით ხართ დაკავებული, თქვენს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. ერთადერთი პრობლემა მეორე ნახევართან უსიამოვნება იქნება, იმ მიზეზით, რომ სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებთ. ამ უსიამოვნების მოგვარებას შეძლებთ, თუკი საყვარელ ადამიანს თქვენს ახალ წამოწყებაში ჩართავთ.


თხის რქა
თხის რქებისთვის კვირა საკმაოდ ზომიერად და მშვიდად ჩაივლის. სამუშაო პროექტზე მუშაობას აუჩქარებლად დაასრულებთ, რომლის შემდეგაც ახალ დავალებებს გაეცნობით. ისინი ნაკლებად შრომატევადად და მარტივად მოგეჩვენებათ, რადგან სამსახურიდან სახლში ძალიან დაღლილი არ დაბრუნდებით. საღამოს მხატვრულ ლიტერატურას ჩაუჯდებით ან სხვა რამე საინტერესო საქმით დაკავდებით. შაბათ-კვირას ხმაურიანი სტუმრები გეწვევიან და მათ პატივსაცემად მცირე წვეულებას მოაწყობთ.


მერწყული
მერწყულებო, ნუ მოითხოვთ ზედმეტად ბევრს სამსახურში კოლეგებისგან. მათთან შედარებით მნიშვნელოვნად სწრაფად აითვისებთ ახალ მოწყობილობას ან მუშაობის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც ხელმძღვანელობამ დაამკვიდრა. როგორც კი ტექნოლოგიურ პროცესებში გაერკვევით, თანამშრომლებისთვის ლიდერი გახდებით. ეს დაგეხმარებათ თანამშრომლების თვალში ავტორიტეტის ამაღლებაში. არ გამოირიცხება, თქვენმა ბოსმა სამუდამოდ დაგნიშნოთ პრესტიჟულ თანამდებობაზე ან დაგაჯილდოოთ.


თევზები
თევზებს მსუბუქი კვირა ელოდებათ. ძალიან ბევრ დროს დახარჯავთ სოციალურ ქსელებში ახალ ფოტოებზე ლაიქების მოსაგროვებლად და კომენტარებს სიხარულით გასცემთ პასუხებს. ეს სავალდებულო საქმეებისგან მოგწყვეტთ (მათ შორის, სამსახურიდან). გამოიჩინეთ სიფრთხილე და აკონტროლეთ თქვენი ყველა ჩანაწერი ვირტუალურ სამყაროში, რადგან შესაძლოა ხელმძღვანელმა ექაუნთი გაგიტეხოთ და მის შესახებ დაწერილი შეტყობინებები წაიკითხოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?