ვერძი
ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს წარმატებული პერიოდი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე წარუმატებელი. მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წლები მხოლოდ დადებით შემთხვევებს არ მიეკუთვნება, მაგრამ ნამდვილად საბედისწეროებია. განსაკუთრებული ყურადღება 40 წლის შემდეგ თარიღებს მიაქციეთ. აი, მაშინ ნამდვილი ცვლილებები დაიწყება.
კურო
მნიშვნელოვანი წლები: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. 30 წლამდე თქვენს ცხოვრებაში ბევრი მომენტი იქნება, რომელიც დიდად არ გაგიხარდებათ, მაგრამ 30-ის შემდეგ ყველაფერი არსებითად გაუმჯობესდება. თქვენ პოზიტიური პერიოდის მოზღვავება გელოდებათ.
ტყუპები
მნიშვნელოვანი წლები:10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80. თქვენს ცხოვრებაში არსებობს ძალა, რომელიც მუდამ გიცავთ უბედურებისგან, ამიტომ ნეგატიური პერიოდები პრაქტიკულად არ გაქვთ. ყველა მნიშვნელოვან წელს მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებთ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი წლები: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75. 30 წლამდე ვარდისფერი სათვალეების პრიზმაში დაინახავთ ყველაფერს, შემდეგ კი ყველაფერი დალაგებას დაიწყებს და ამით მოხიბლული არ იქნებით.
ლომი
მნიშვნელოვანი წლები: 19, 36, 40, 57, 60 და 76. აი, ვის შეუძლია მაღლა აწეული თავით ნებისმიერი ცვლილებების გადატანა. როგორც კარგი, ისე ცუდი მოვლენების გადატანა ძალიან მარტივად შეუძლიათ.
ქალწული
მნიშვნელოვანი წლები: 16, 21, 24, 32, 41, 50. თქვენს ცხოვრებაში უმეტესად კარიერასთან დაკავშირებული საბედისწერო შემთხვევები უფრო იქნება, ვიდრე პირად ცხოვრებასთან. გული არ დაგწყდეთ, ესეც ბევრი დადებითი ემოციით აგავსებთ.
სასწორი
მნიშვნელოვანი წლები: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ბევრი საბედისწერო მოვლენა გელით, რომლებმაც მოულოდნელ წარმატებასთან შეიძლება მიგიყვანოთ.
მორიელი
მნიშვნელოვანი წლები: 15, 25, 30, 45, 50, 60, 74. უნდა დაფიქრდეთ იმაზე, როგორ გაუმკლავდებით საკუთარ ხასიათს, რადგან სირთულეები მხოლოდ საკუთარ თავთან გელით.
მშვილდოსანი
მნიშვნელოვანი წლები: 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75. ჩამოთვლილი ასაკებიდან, თითოეული მოგიტანთ უდიდეს გამოცდილებას, რომელიც, ადრე თუ გვიან, ნამდვილად ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად გაქცევთ.
თხის რქა
მნიშვნელოვანი წლები: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57. დაიმახსოვრეთ ეს რიცხვები, რადგან ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. თქვენ როგორც კარგი, ისე რთული პერიოდები გელით, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით.
მერწყული
მნიშვნელოვანი წლები: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საბედისწერო მოვლენებს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ მათ ნამდვილად დიდი გავლენა აქვთ თქვენს ცხოვრებაზე. ერთხელაც მიხვდებით, რომ წარმატებას მიაღწიეთ.
თევზები
მნიშვნელოვანი წლები: 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60. თქვენ ზედმეტად ემოციურად განიცდით ყველა ცვლილებას, თუნდაც ძალიან კარგს. ეცადეთ, შინაგან ჰარმონიას მიაღწიოთ და ყველა მოვლენას უფრო მშვიდად და ბედნიერად შეხვდეთ.
ასევე წაიკითხეთ: პროფესიები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით